ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაყოფს იმკის. სანქციებმა განსაკუთრებით მტკივნეულად დაარტყა ნავთობის დარგს და ამჟამად ვაშინგტონი იძულებულია, გახსნას ამ რესურსის სტრატეგიული მარაგები.
აშშ-ის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ბენზინისა და სხვა საწვავის კატასტროფულად გაძვირების გამო მიიღო.
ექსპერტთა ვარაუდით, უახლეს ხანში აშშ-ს ვითარების დასასტაბილურებლად მოუწევს დაახლოებით 180 მლნ ბარელი ნავთობის დახარჯვა. ეს იქნება ბოლო 50 წლის განმავლობაში სტრატეგიული მასალის ყველაზე დიდი ხარჯი აშშ-ში.
news.front.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ