ანტალიაში პროსტიტუციის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, რომელთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულები უცხოელ ქალებს პროსტიტუციაში იძულებით რთავდნენ. დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდა ქართველი ქალი, მისი თურქი მეუღლე, უკრაინელი ქალი და თურქეთის მოქალაქე. ქართველი ქალი თურქეთში პროსტიტუციის მიზნით 12 წლის წინ ჩავიდა.