Home რუბრიკები საზოგადოება ანიმაციური ფილმი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის _ სპერმატოზოიდი ბესო

ანიმაციური ფილმი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის _ სპერმატოზოიდი ბესო

3376
სკოლა

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი რეგულაციები წესდება. ეს არ ეხება მხოლოდ მანდატურის ინსტიტუტის გამკაცრებასა და დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის გაკვეთილის დროის შემცირებას, საუბარია სახელმძღვანელოების ძირეულ ცვლილებაზე.

“წელს, დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მეექვსე კლასამდე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლასში გვექნება შინაარსობრივად და ტექნიკურად განახლებული სახელმძღვანელოები აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომით. განსხვავებული საგნები შემოდის. რაც მთავარია, ისინი განტვირთულია და ასაკთან მეტად არის შესაბამისობაში მოყვანილი _ ნაკლები საშინაო დავალებებია, უფრო მეტად აქცენტი გადატანილია საკლასო და სასკოლო აქტივობებზე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ელექტრონული რესურსები, რომლებიც უფრო აქტიურს გახდის საგაკვეთილო პროცესს, იქნება მრავალფეროვანი. თითოეულ სახელმძღვანელოსა და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნს ასეთი რესურსები ახლავს. მოგეხსენებათ, ახლა მიმდინარეობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. იმედი გვაქვს, განახლებული სახელმძღვანელოებით, განახლებული მიდგომებით, ასევე მეორე კლასელებისთვის 5 წუთით შემცირებული გაკვეთილებით, რაც ერთ-ერთი მიდგომაა, რომ ძალიან დამღლელი არ იყოს საგაკვეთილო პროცესი _ ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს სკოლაში მისული მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ გვინდა მოსწავლეს ვასწავლოთ სწავლის სწავლა, რომ მეტად იყოს უნარებზე ორიენტირებული და ნაკლებად _ დაზეპირებაზე; მეტად _ აზროვნებასა და ლოგიკაზე და ნაკლებად _ ტვირთადქცეულ დავალებებზე, რომლებიც მოსწავლეს არაფერს აძლევს”, _ ეს განცხადება განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა გააკეთა.

ანიმაცია
ანიმაცია

აბსოლუტურად ვეთანხმებით იმას, რომ, რაც კარგს დანერგავენ მომავალი თაობისთვის, მისასალმებელია, მაგრამ… როგორც შევიტყვეთ, გარკვეულ წრეებში აქტიურად განიხილება იმის შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებს განათლება სექსუალური მიმართულებითაც მისცენ. მეტიც, საამისოდ ანიმაციურ ფილმებსაც კი იღებენ და დამზადებული პროდუქციის ჩვენება დახურულ კარს მიღმა უკვე მოეწყო. ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი სპერმატოზოიდი ბესოა, რომელიც სხვა 300 მილიონ სპერმატოზოიდთან ერთად ცხოვრობს ფილმში დეტალურად არის ნაჩვენები, სად ცხოვრობენ სპერმატოზოიდები, როგორ ემზადებიან დიდი გაცურვისთვის, როგორ უნდა შეცურონ საპირისპირო სქესის ადამიანის საშვილოსნოში, როგორ უნდა დაიკავონ ერთადერთი ადგილი კვერცხუჯრედში, როგორ იზრდება მუცელი და… ეს ყველაფერი რომ ავიტანოთ და მივიღოთ, საინტერესო ფინალამდე მივდივართ. სპერმატოზოიდი ბესო ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს და იბადება… გოგონა. ხომ საინტერესოა? თუმცა ანიმაციაზე დადებული ხმა ბავშვებს ამცნობს, რომ გოგონას ცურვის ნიჭი ბესოსგან გამოჰყვა. ფილმიც აქ მთავრდება.

ანიმაცია
ანიმაცია

ნამდვილად ვერ გეტყვით, მოიწონებს თუ არა განათლების სამინისტრო ამ ყველაფერს და სკოლებს ამ პროგრამას სახელმძღვანელოდ გაუხდის, მაგრამ ფაქტია, საზოგადოებისა და ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ თემის განხილვა მაინც მიმდინარეობს და ხელისუფლების წარმომადგენლები (როგორც ამბობენ, ევროპისა და ამერიკის ინსტიტუტების ზეწოლით) მაინც უშვებენ შესაძლებლობას, რომ სასკოლო ასაკში ბავშვებს ასწავლონ ის, რაც ჩვენთვის, ჩვენი მშობლებისთვის, მათი მშობლებისთვის და, საზოგადოდ, ჩვენი წინაპრებისთვის, არავის უსწავლებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ერის გამრავლებისთვის, ხელი არ შეუშლია ოჯახის სიმყარისთვის და არც დემოგრაფიული პრობლემა არსებობდა. დღეს კი, იმის მიუხედავად, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ბავშვები “სექსუალურად გათვითცნობიერებულები” გაიზარდონ, დემოგრაფიული პრობლემებიც დგას და ორიენტაციაშეცვლილი ახალგაზრდების ბუმიცაა საქართველოში. უკვე სამარცხვინოც აღარ არის ბიჭისთვის კაბის ჩაცმა; გოგოსგან იმის მოსმენა, რომ კაცად დაიბადა და ოპერაციის გაკეთება სურს. გაუკუღმართებული ადამიანების ჯგუფს “ფეშენ-სახელი”, “ქვიარ თემი” დაარქვეს და მათ დასაცავად ლამის თვალები ამოგვკაწრონ არასამთავრობოებმა, იმ არასამთავრობოებმა, რომლებსაც სწორედ ის დასავლეთი აფინანსებს, რომელიც კატეგორიულად ითხოვს ქართულ სკოლებში სექსუალური სწავლების შეტანას. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ერთერთი ანიმაციური ფილმის ჩვენება დახურულ კარს მიღმა უკვე მოეწყო დასპერმატოზოიდი ბესო ქალად დაიბადა.

ანიმაცია
ანიმაცია

ესეც არ იყოს, “აღვირახსნილ” ტერმინებზე უარს არც ხელისუფლების უმაღლესი პირები ამბობენ. მაგალითად, გასულ კვირას დედაქალაქის მერმა ერთ-ერთ ჟურნალისტს დასმული კითხვის შემდეგ უთხრა: “ახლა გგონია, რომ მაგარ გოთვერნულ კითხვას მისვამ, ხო?!”

ნამდვილად ვერ გეტყვით, იცის თუ არა კახა კალაძემ სიტყვა “გოთვერანის” მნიშვნელობა, მაგრამ, თუ არ იცის, ახლა გაიგებს. უცხო ენათა ლექსიკონშიგოთვერანიასეა განმარტებული _ “თურქული სიტყვა, პასიური პედერასტის აღმნიშვნელი”.

რა გამოდის?! კახა კალაძე ჟურნალისტებს პედერასტებს ეძახის, პრემიერი კეთილების გინებით “გვანებივრებს”, გიორგი გაჩეჩილაძემ ვაშაძეს “დაუსერიოზულა” და დედა აგინა და იქნებ სჯობს, სკოლებში, სექსუალური განათლების შეტანის ნაცვლად, ბავშვებს პერიოდულად პარლამენტისა და მთავრობის სხდომები ჩავურთოთ, გაცილებით მეტს ისწავლიან…

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here