Home ახალი ამბები მსოფლიო ანგელა მერკელი 2021 წელს კანცლერად კენჭს აღარ იყრის

ანგელა მერკელი 2021 წელს კანცლერად კენჭს აღარ იყრის

ანგელა მერკელი

 გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ თანამდებობის ამჟამინდელი ვადა მისთვის ბოლო იქნება. ამის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს სააგენტობლუმბერგი”.

კანცლერის პოსტზე მერკელის ვადა 2021 წელს იწურება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერკელი პარტია “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. მერკელმა თანაპარტიელებს განუცხადა, რომ ქრისტიან-დემოკრატების ახალი თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. არჩევნები დეკემბრის დასაწყისში უნდა გაიმართოს. მერკელი პარტიას 2000 წლიდან ხელმძღვანელობდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here