Home ახალი ამბები საქართველო ანაკლიაში ირანელი ნარკორეალიზატორი დააკავეს

ანაკლიაში ირანელი ნარკორეალიზატორი დააკავეს

დაკავება

შსს სამეგრელოზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული .. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება “ლიზერგიდის” შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი “მეტადონი”, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შეგახსენებთ: დაუზუსტებელი სუბსტანციის ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში განმუხურში მიმდინარე “ჯემფესტიდან” ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგონას, გადარჩენა ვერ მოხერხდა.

2 COMMENTS

  1. რა ისეთი განათლება მიიღე “დათიკო 48” რომ, ქართულ წერა-კითხვას წიხლი კარი და დაივიწყე? წერე და იმეტყველე ქართულად დათიკო. ყველა სხვა გაუნათლებელ “სალახანას” ვურჩევ, გიყვარდეთ ქართული ენა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here