Home სხვადასხვა დაიჯესტი “ამხანაგო ჯონსონ, რას აკეთებდნენ პატივცემული ლორდები, სერები და პერები ჰიტლერთან სტუმრობისას 1936...

“ამხანაგო ჯონსონ, რას აკეთებდნენ პატივცემული ლორდები, სერები და პერები ჰიტლერთან სტუმრობისას 1936 წელს?”

2339
ბორის ჯონსონი

როგორც გახსოვთ, კვირის დასაწყისში, _ პირდაპირ დაიწყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ყოველკვირეული ბრიფინგი 29 მარტს, _ დიდ სიურპრიზს დავპირდით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელმა ბორის ჯონსონმა 2018 წელს რუსეთში გასამართი საფეხბურთო ჩემპიონატი 1936 წლის ნაცისტურ ოლიმპიადას შეადარა.

მაშ ასე, 14 მარტს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე რუსეთში არ ჩამოვლენ სამეფო ოჯახის წევრები.

21 მარტს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი საერთაშორისო საქმეების საპარლამენტო კომიტეტის წევრების წინაშე გამოსვლისას დაეთანხმა მოსაზრებას, რომ რუსეთში გასამართი საფეხბურთო ჩემპიონატი შეიძლება შეადარონ 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებს მესამე რაიხში.

ახლა პასუხი:

თუ თქვენ, ამხანაგო ჯონსონ, ეს თამაშები ერთმანეთს შეადარეთ მათი ორგანიზების დონის მიხედვით, მაშინ ეს თვითკრიტიკაა, ვიდრე ჩხვლეტა, რადგან იმხანად საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად შეაქო ნაცისტები ამ თამაშების მაღალ დონეზე მომზადებისა და ჩატარების გამო. თუ თქვენ, ბორის ჯონსონ, მხედველობაში გაქვთ არა სპორტი ან თამაშების ორგანიზება, არამედ პოლიტიკური ვითარება, მაშინ ეს კიდევ უფრო მეტი თვალთმაქცობაა, იმ პერიოდის გერმანია და მისი წყობილება ხომ ძალიან უყვარდა თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას?! ამ ფაქტის დემონსტრირებისთვის ყველა ბრიტანელს შევახსენებ იმ ნაცისტურ ოლიმპიადაზე დიდი ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლების რაოდენობის მასშტაბს

ოფიციალური რეიხის მიერ 1936 წელს გამოშვებული ბროშურის თანახმად, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს და ეს ძალიან არასასიამოვნოა, ოლიმპიურ თამაშებს ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის ნაღები საზოგადოების უამრავი წარმომადგენელი.

კერძოდ, ლორდი პორტალ ლავერსტოკი და კაპიტანი ევან ჰანტრი _ ბრიტანეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი და მისი გენერალური მდივანი; ოლიმპიური კომიტეტის წევრები: ლორდი აბერდარი, ლორდი დევიდ ბერგლი, სერ ნოელ ბენეტი, უილიამ ჯონსი, სერ უილიამ ბერტონი, მაიორი ჰეკსტარ სმიტი _ კალათბურთისა და აფროსნობის საერთაშორისო ფედერაციების გენერალური მდივნები. ისინი პირადად შეხვდნენ ნაცისტური გერმანიის ოფიციალურ პირებს და მათთან ერთად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებაში.

მაგრამ  ყველაზე თვალთმაქცური და ფარისევლური, იცით, რა არის? _ ის, რომ ისინი, ბრიტანეთის დიპლომატიური კორპუსისგან განსხვავებით, რომელიც მესამე რაიხში სამუშაოდ იმყოფებოდა, იქ თავიანთი სურვილით ჩავიდნენ. ბერლინში, ჰიტლერთან 1936 წელს ისინი ჩავიდნენ, როგორც ბრიტანეთის ისტებლიშმენტის წარმომადგენლები, როგორც ლორდთა პალატის წევრები, როგორც არისტოკრატები სახელმწიფოში, რომელიც 1936 წელს უკვე მოწამლული იყო შესაბამისი იდეოლოგიით; მეტიც _ იმ მომენტში, როდესაც ბრიტანეთის სამეფო კარმა თავისი ჩასვლით პატივი დასდო რეიხს, იქ უკვე შექმნილი იყო საკონცენტრაციო ბანაკები და მოქალაქეების მიმართ მოქმედებდა ნიურნბერგის რასობრივი კანონები.

და ამის შემდეგ ბრიტანეთს ჰყოფნის თავხედობა, რამე გვითხრას? სხვათა შორის, საბჭოთა კავშირი, ბრიტანეთისგან განსხვავებით, ნაცისტურ ოლიმპიურ თამაშებში არ მონაწილეობდა თავისივე ინიციატივით. ამის გამო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უარს ამბობდა სსრკ-თან კონტაქტზე 1951 წლამდე, სამაგიეროდ, განაცხადა, რომ “ნაცისტურ გერმანიაში თამაშებით უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული”.

ჯონსონ, არ მიგაჩნიათ სამარცხვინოდ, ან როგორც თქვენ გიყვართ ხოლმე თქმა, არ “იწვევს გულისრევას” ამდენი ბრიტანელი უმაღლესი ფუნქციონერის მონაწილეობა 1936 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნაში? რას აკეთებდნენ ეს პატივცემული ლორდები, სერები და პერები ჰიტლერთან სტუმრობისას? მოუყვებით თქვენს ქვეყანას ისტორიის ამ სახელოვანი ფურცლების შესახებ?

რაც შეეხება ბორის ჯონსონის მიერ გავლებულ პარალელს სკრიპალების საქმესა და დოსტოევსკის “დანაშაულსა და სასჯელს” შორის, ამ ნაწარმოების პერსონაჟი, გამომძიებელი (პორფილე) გულმოდგინედ იძიებს მკვლელობას, ბრიტანეთმა კი ყველა საერთაშორისო ნორმის უგულებელყოფითა და მტკიცებულებების გარეშე რუსეთი გამოაცხადა ამ მოწამვლის მონაწილედ. ლონდონს აქამდე, არათუ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაღაც სურათიც კი არ დაუხატავს, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მიუხედავად ამისა, დაიწყო მასშტაბური პოლიტიკური და პროპაგანდისტული კამპანია.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსეთს ამ ინციდენტთან არაფერი აკავშირებს და, თუ ლიტერატურულ პარალელებს გავავლებთ, როდიონ რასკოლნიკოვს ზუსტად შეეფერება ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი. სწორედ მან მიიღო 2003 წელს გადაწყვეტილება ერაყის წინააღმდეგ აგრესიული მოქმედებების დაწყებაზე იმ საბაბით, რომ ამ ქვეყანას თითქოს ჰქონდა მასობრივი განადგურების იარაღი. ყველამ იცოდა, რომ ერაყს ასეთი იარაღი არ ჰქონდა, მაგრამ თავი მოიკატუნეს და უხმოდ გამოუცხადეს სოლიდარობა ბრიტანეთს. შემდეგ ბლერმა, ისევე, როგორც რასკოლნიკოვმა, მოიბოდიშა და განაცხადა, რომ ჩადენილს ნანობს.

პირადად ჯონსონს შევახსენებ მის ნათქვამს:

მე მეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყველა შეცდომაზე, ყოველგვარი თავის მართლების გარეშე. უღრმეს მწუხარებას გამოვხატავ ერაყში განხორციელებული ოპერაციის მსხვერპლთა მიმართ”…

ბატონო ბორის, თქვენც გამონახავთ საკუთარ თავში ძალებს და ზუსტად ასე გაბედავთ მონანიებას, რომ რუსეთის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს?

გელოდებით…”

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

  1. ბატონო ნიკო რამდენადაც ვიცი საქართველო დამსოფლიოს ჯონსონი ქართულად ვერ წაიკითხავს ხომარგიცდიათ წერილის თარგმნა და როგორმე მიწოდება საინტერესოა რას გიპასუხებდათ მაგ ისტორიულ ფაქტებზე.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნიკანდრო ქილია ყოფილი პოლიცმეისტერი. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here