Home სხვადასხვა დაიჯესტი ამომრჩევლები იმედოვნებენ, რომ ტრამპი დაბრუნდება და “გადაარჩენს ამერიკას”

ამომრჩევლები იმედოვნებენ, რომ ტრამპი დაბრუნდება და “გადაარჩენს ამერიკას”

143
ამომრჩევლები იმედოვნებენ, რომ ტრამპი დაბრუნდება და “გადაარჩენს ამერიკას”

დონალდ ტრამპი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში და გადაარჩინოს ამერიკა, დაიხსნას ის კარიერისტებისგან, რომლებსაც სურთ, დაანგრიონ ქვეყანა და არაფერს აკეთებენ მისი მოქალაქეებისთვის, _ ასე მიაჩნია ბევრს, უწინარესად, ამერიკის სოფლებისა და პატარა დასახლებული პუნქტების წარმომადგენლებს.

თვითონ აშშ-ის ექსპრეზიდენტი თავისი სიმბოლიკის გაყიდვით მიღებული შემოსავლებით თანხას აგროვებს და, მისივე თქმით, სერიოზულად ფიქრობს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის დაყენების შესახებ, _ იუწყება გერმანული ტელეარხი Welt-ი.

ჯო პერდი, დონალდ ტრამპის ამომრჩეველი, იმედოვნებს, რომ მისი პოლიტიკური კერპი პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნდება. მერილენდის შტატის 42 წლის მცხოვრების სახლის წინ აშშ-ის დროშის გვერდით ტრამპის გამოსახულებიანი დროშა ფრიალებს, ისიც და მისი ვაჟიც სიამაყით ატარებენ კეპს ტრამპის გამოსახულებით.

“მან უნდა გადაარჩინოს ამერიკა, დაიხსნას კარიერისტებისგან, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დანგრევას. ისინი ჩვენს ფულს უცხოეთში აბანდებენ, მხარს არ უჭერენ ამერიკელ ღარიბებს, ქვეყნისთვის არაფერს აკეთებენ”, _ ამბობს ჯო პერდი. ასე ფიქრობს ამერიკის სოფლებში მცხოვრები ბევრი ადამიანი. თვითონ ტრამპი კი თავისი კეპების, სასმელის საწრუპავების, ყავის ჭიქებისა და ბაღებისთვის განკუთვნილი სტენდების გაყიდვით თანხას აგროვებს. სტენდებს აწერია: “მე არ ვარ დამნაშავე, მე ხმა ტრამპს მივეცი”.

მომავალ არჩევნებში თავისი კანდიდატურის დასახელებაზე ტრამპმა თქვა: “ძალიან სერიოზულად ვფიქრობ ამ საკითხზე. თუ გამოკითხვებს ვნახავთ, ჩემზე მოთხოვნა ძალიან დიდია. თუ ჩემი კანდიდატურის წამოყენებას გადავწყვეტ, ამის შესახებ მომავალ წელს შუალედურ არჩევნებზე განვაცხადებ”.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here