Home რუბრიკები პოლიტიკა ამიერკავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ყალიბდება, ხვდება კი ამას საქართველოს ხელისუფლება?

ამიერკავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ყალიბდება, ხვდება კი ამას საქართველოს ხელისუფლება?

4970
ამიერკავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ყალიბდება, ხვდება კი ამას საქართველოს ხელისუფლება?

გასულ კვირას თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოზე გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა: “ნახიჭევანი გამოყოფილია აზერბაიჯანის მატერიკული ნაწილისგან. მათ შორის არის ზანგეზური _ ძველი აზერბაიჯანული მიწა. მისი გადაცემით სომხეთისთვის თურქული სამყარო გეოგრაფიულად გაიხლიჩა”.

შემდეგი ციტატა ჰეიდარ ალიევის გამოსვლიდან: დადგა დრო, გადავიდეთ შემდეგ დონეზე, დავიწყოთ ახალი ჰორიზონტების შექმნა საერთო თურქული მომავლისთვის. ამ საკითხზე მაქვს ორი წინადადება: პირველი _ შევიმუშავოთ პროგრამათურქული ხედვა _ 2040”. მასში უნდა აისახოს თურქულენოვანი თანამეგობრობის შორს მიმავალი მიზნები და მათი მიღწევის გზები”. ეს უკვე არის სახელმძღვანელოებიდან რეალურ სიბრტყეში გადმოტანილი გეოპოლიტიკა, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ახლა მოინდომა ალიევმა ასეთი ფართო ჰონიზონტების აღნიშვნა? უწინარესად, იმიტომ, რომ, ბაქოს შეფასებით, ამიერკავკასიაში ხელახლა იქმნება 1920-იანი წლების მატრიცა, როცა მოსკოველი ბოლშევიკები ალიანსში შევიდნენ ანკარასთან.

ამიერკავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ყალიბდებ

რა მოხდა მაშინ? 1920 წლის აპრილში აზერბაიჯანი რეგიონში პირველი სახელმწიფო იყო, რომელშიც მოხდა სოვეტიზაცია, ამაში დიდი როლი ითამაშა არაღიარებულმა ქემალისტურმა თურქეთმა, რომელსაც მოსკოვის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა და მიიღო კიდეც. სომხეთის მმართველი დაშნაკები, რომლებიც ჯერ რუს გენერალ დენიკინს მიემხრნენ, შემდეგ კი თავიანთი საგარეო პოლიტიკა ანტანტისკენ მიმართეს, მოსკოვის, ბაქოსა და ანკარისთვის საერთო პოლიტიკურ და იდეურ მოწინააღმდეგეებად იქცნენ. ამიტომ ნებისმიერი პრობლემა, რომლებიც აწუხებდათ ბაქოსა და ერევანს, უნდა გადაწყვეტილიყო და წყდებოდა კიდეც აზერბაიჯანის სასარგებლოდ. და არა იმიტომ, რომ ის მდიდარი იყო მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული რესურსებით. იმხანად მოსკოვის მიზანი განისაზღვრებოდა ამოცანით, აეგო რევოლუციური პროცესის ახალი საყრდენი, გაედო მსოფლიო რევოლუციის ხიდი მუსლიმანურ აღმოსავლეთზე. ის მორალურად და მატერიალურადაც ეხმარებოდა თურქეთს.

ამიერკავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ყალიბდებ

ისტორიული პარადოქსი სწორედ ის არის, რომ მოსკოვმა პანთურქული პროექტი “დიადი თურანი” მიიღო უზარმაზარი სივრცის სოვეტიზაციის შესაძლებლობად. რსფსრ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი გიორგი ჩიჩერინი არ იჯერებდა ლევ ტროცკის გეოპოლიტიკურ ქიმერას და ხელმძღვანელობას სთავაზობდა, წითელი არმიის ნაწილები შეეყვანათ აზერბაიჯანისა და სომხეთის ე.წ. სადავო ტერიტორიებზე. მაგრამ ჩიჩერინი დამარცხდა მათთან, ვისაც უწოდებდა “კავკასიელ ნაციონალკომუნისტებს”, რომლებმაც შეძლეს, 1920-იან წლებში თურქეთთან მოლაპარაკების გზით გაეტანათ რეგიონში ტერიტორიული წარმონაქმნების თავიანთი ვერსია, რომელიც სსრკ-ის დაშლამდე მოქმედებდა. და, პრობლემების მიუხედავად, 1920 წლის 30 ნოემბერს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროსა და საორგანიზაციო კომიტეტის ბიუროს ერთობლივ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სომხეთისთვის ზანგეზურის გადაცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილება იმ პერიოდში გეოპოლიტიკური პრობლემების შედეგი იყო, როცა მოსკოვი მოქმედებდა თურქული სამყაროს გეოგრაფიული გახლეჩვის სცენარით. ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანის პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია.

სომხეთის ხელისუფლების სათავეში ფაშინიანის მოსვლის შემდეგ გამოიკვეთა დასავლეთის მხარეზე სომხეთის გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ტრენდი (დაშნაკური სომხეთის უწინდელი ვარიანტი).

აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი, აქტიურად ავითარებს თანამშრომლობას, უწინარესად, მოსკოვთან (ბოლო მუსავატური მთავრობის მოქმედების ვარიანტი), და წარმატებით ჩაჯდა მოსკოვი-ანკარის ურთიერთობის ხაზში. ალიევმა გააცნობიერა ახალი პოლიტიკური გარდაქმნების ნიშნები და დაიწყო თავისი აქცენტების დასმა. თუ ის შეძლებს თავისი საგარეო პოლიტიკის განმტკიცებას ამ მიმართულებით, მის წინ გადაიშლება სხვა პერსპექტივები მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარებაშიც.

სომხეთთან, უბრალოდ, ომის დაწყება სისულელეა და სახიფათო. და ძალების განლაგების დალოდებას როგორც ამიერკავკასიაში, ისე ახლო აღმოსავლეთში, სჭირდება დიდი დიპლომატიური ხელოვნება და გამოცდილება, რომელიც ალიევს ნამდვილად არ აკლია.

ლოგიკის მიხედვით, სომხეთის პრემიერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილი პირი უნდა იყოს ამიერკავკასიაში, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი პირი ამჟამად ილჰამ ალიევია.

Regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

2 COMMENTS

  1. მთელი კვლევითი ინსტიტუტებია საჭირო, რომ მუშაობდეს მთელიკავკასიისა და არამარტო კავკასიის, არამედ მსოფლიო მასშტაბით, რომელი პრეზიდენტი ვის შეხვდა, რა თქვა…
    მერე, ერ უნდა მუშვდებოდეს პროფესიონალების მიერ!
    ვინაა ამ ყველაფრის გამკეთებელი ჩვენთან?
    არავინ!
    ერთი სუსი, სულ რომ დღედაღამე გაასწორონ, რას გახდება, ან რა მოვალეა, პოლიტიკას მიადევნოს თვალი!
    საგარეო საქმეთა სამინისტრო ხომ, მარტო მშრალი განცხადებებითაა დაკავებული!
    ქვეყანა თავზე გვენგრევა!
    ამას მარტო მე ვხედავ, დავიჯერო?

  2. შალვა- შენ გგონია ეს არ იციან? შენ გგონია ეს შემთხვევით ხდება? ჯერ როგორ უნდა დაუშვა ადამიანმა ის ფაქტი რომ ამ დონის დებილი ხელისუფალი გვყავს? მართლა ,,გამოუცდელი” და ,,დებილი” დეგენერატები გგონია ხელისუფლება-ოპოზიცია?? არა ეს შეგნებულად ხდება ჩემო კარგო, გაახილეთ თვალები და ნუღარ წერ ასე უნდა ქნან ისე უნდა ქნანო. ჯერ ისეთი ხელისუფლების დედა ვატირე შენნაირი და ჩემნაირი რო უფრო მიხვდება რა როგორ უნდა გააკეთოს. ეგეთი დებილი ხელისუფლებაში არ მოვა. უბრალოდ ესენი ხელქვეითები არიან, უპირობო მონები სხვებეის და ამიტო ხდება ყველაფერი საქართველოს საზიანოდ ყველა ასპექტში და ყველა კონტექსტში. თავლები გაახილეთ!!! სასულიერო პირები კი დადუმებულან ალბად ,,ღმერთის მორწმუნეობით” დუმან, ეს სულგაყიდული არარაობები!!!!!!!!!!!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here