Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკულ პროექტს _ “გაერთიანებულ ევროპას” _ 60 წლისთავზე კრახი ემუქრება

ამერიკულ პროექტს _ “გაერთიანებულ ევროპას” _ 60 წლისთავზე კრახი ემუქრება

რატომ ცდილობს აშშ-ის კოლონია ნახევრად კოლონიაში გაერთიანებას

ევროპა

თითქმის ორი ათეული წელიწადია, საქართველოს ხელისუფლებები თვალში ნაცარს აყრიან მოსახლეობას ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებისა და ამის შემდეგ ქვეყნის აყვავებაზე ზღაპრებით.

ახლახან დიდი ზარზეიმითაც აღნიშნეს ევროკავშირის ქვეყნებთან 90 დღის უვიზო მიმოსვლის მოპოვების უფლება, თუმცა არც ნატო და არც ევროკავშირი საქართველოს წევრად მიღებას რომ არ აპირებენ, იმ მოთხოვნიდანაც ჩანს, რომლებსაც ევროკავშირი უყენებს საქართველოს _ ეს არის 5 წლის განმავლობაში 25 ათასზე მეტი სტანდარტის შეცვლა და ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებზე გადასვლა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ასე მოკლე პერიოდში. ისიც გაურკვეველია, რატომ მიილტვის საქართველოს ხელისუფლება იმ გაერთიანებისკენ, რომელშიც უმწვავესი მიგრაციული კრიზისის ფონზე, თვე არ გავა, ტერორისტული აქტი არ მოხდეს, თანაც ევროკავშირის ხელმძღვანელობას, საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, ნაბიჯი ვერ გადაუდგამს აშშის დაუკითხავად.

ეს რომ ასეა, მოწმობს ევროკავშირის შექმნის ისტორია, რომლის დოკუმენტებიც აშშის არქივებში ინახებოდა და 2000_2001 წლებში გასაჯაროვდა.

25 მარტს იტალიის დედაქალაქში გაიმართა ევროკავშირის შექმნის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა, რომელშიც ამ გაერთიანების 27 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ.

60 წლის წინათ, 1957 წლის 25 მარტს, რომში 6 ევროპულმა სახელმწიფომ _ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა _ გააფორმა ხელშეკრულება ადამიანების, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილებაზე ყველა შეზღუდვის ლიკვიდაციის შესახებ. შეიქმნა ინტეგრაციული ჯგუფი სახელწოდებით “ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა”, ანუ “საერთო ბაზარი”. ასე აიღო სტარტი ევროპის ინტეგრაციის პროცესმა, რომელიც, 6 ათეული წლის განმავლობაში განვითარების ეტაპების გავლის შემდეგ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მეტამორფოზი განიცადა თვით რომის ხელშეკრულებამაც _ ბოლო ცვლილება შეიტანეს 2009 წლის ლისაბონის შეთანხმების (ოფიციალური სახელწოდება _ ლისაბონის შეთანხმება ევროკავშირის ხელშეკრულებისა და ევროპული თანამეგობრობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ) საფუძველზე.

ევროპელი პოლიტიკოსები “გაერთიანებული ევროპის” იდეაზე ჯერ კიდევ წმინდა რომის იმპერიის (962_1806) პერიოდიდან ფიქრობდნენ, თუმცა ამ პერიოდში და მას შემდეგაც ევროპამ უამრავი ომი გადაიტანა და სახელმწიფოებს არაერთხელ შეეცვალა საზღვრები. ამ კონფლიქტებიდან, საკმარისია, გავიხსენოთ 30-წლიანი ომი XVII საუკუნეში, ნაპოლეონის ომები XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე, საფრანგეთისა და პრუსიის ომი 1870_1871 წლებში და ორი მსოფლიო ომი, ანუ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ევროპელებმა არათუ ინტეგრაციაზე მოლაპარაკება, არამედ კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნებაც ვერ შეძლეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ევროპელთა ცხოვრებაში აქტიურად ჩაერია აშშ.

1948 წლის აპრილში ამოქმედდა აშშ-ის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის _ ჯორჯ . მარშალის გეგმა, რომელიც, ფაქტობრივად, წარმოადგენდა გარიგებას აშშ-ის მხრიდან ევროპის ფინანსურ-ეკონომიკურ დახმარებაზე პოლიტიკურ საკითხებში დათმობის ნაცვლად. ამ გეგმის განხორციელებით ვაშინგტონი ჩაერია ევროპის ქვეყნების საპარლამენტო არჩევნებსა და მთავრობების ჩამოყალიბებაში _ შეძლო საფრანგეთში გენერალი შარლ დე გოლის განეიტრალება და ევროპის ქვეყნების ხელისუფლების სათავეში საჭირო პოლიტიკოსების მოყვანა. “საჭირო პოლიტიკოსები” კი იყვნენ ისინი, ვინც მხარს უჭერდნენ “ევროპის შეერთებულ შტატებს” _ ახალ “წმინდა რომის იმპერიას”.

გაერთიანებული ევროპისიდეა ამერიკელებმა ფარად აიფარეს, უწინარესად, იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო ომში ვერ მიაღწიეს მთავარ მიზანს, რომლისკენაც მიილტვოდნენ მსოფლიოში სასტიკი ხოცვაჟლეტის გაჩაღების ოკეანისგაღმელი ინიციატორები. ეს მიზანი იყო საბჭოთა კავშირის განადგურება ან დამორჩილება. მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებლების შეცდომა იყო ის, რომ მათი პროექტი იმთავითვე ითვალისწინებდა ევროპის გაყოფას ჰიტლერის მესამე რეიხად და დანარჩენ ევროპად, მაგრამ მოხდა პირიქით _ საბჭოთა კავშირმა, რომელიც სტალინმა ზესახელმწიფოდ გადააქცია, პოზიციები განიმტკიცა ევროპაში, და მისი გავლენის სფეროში რამდენიმე ევროპული სახელმწიფო მოექცა.

გაერთიანებული ევროპისპროექტის საფუძველში აშშმა ერთიანიევროატლანტიკურიმუშტის შექმნის იდეა ჩადო. და ეს მუშტი მოსკოვის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული. ამ პროექტის შემადგენელი ნაწილი იყო, აგრეთვე, ნაციონალური სუვერენიტეტების დემონტაჟი და ევროპის მმართველობის ცენტრის გადატანა ზენაციონალურ დონეზე. ანუ, პროექტგაეთიანებულ ევროპაშითავიდანვე იყო ჩადებული ევროპის გადაქცევის იდეა ამერიკის ნახევრად კოლონიად.

ამ მოსაზრების საჭირო მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა დიდხანს არ ჰქონდათ ისტორიკოსებს, მაგრამ 2000_2001 წლებში აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი არქივების გახსნის შემდეგ გაირკვა, როგორ ცდილობდა ვაშინოტონი თავისი იდეის განხორციელებას “გაერთიანებული ევროპის” შექმნის შესახებ (იხ. 2016 წლის 27 აპრილის The Telegraph-ში გამოქვეყნებული ამბროუზ ევანსპრიჩარდის სტატია სათაურით “ევროკავშირი ყოველთვის იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პროექტი”); ბრიტანულ გაზეთ “გარდიანში” გამოქვეყნებულ დოკუმენტურ მასალებში აშკარად ჩანს, რომ 1950_1960 წლებში პროექტ “გაერთიანებული ევროპის” შექმნასა და განხორციელებაში მონაწილეობდა აშშ-ის დაზვერვა. მაგალითად, 1956 წლის 26 ივლისის მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წინამორბედის, სტრატეგიული სამსახურის სამმართველოს, ხელმძღვანელი, გენერალი უილიამ დონოვანი, შეიცავს ინსტრუქციებს, როგორ უნდა განხორციელდეს ზენაციონალური ევროპარლამენტის შექმნის პროექტი. ევროპაში ვაშინგტონის ფორპოსტად იქცა გენერალ დონოვანის მიერ 1948 წელს შექმნილი “ამერიკის კომიტეტი გაერთიანებული ევროპისთვის”. ამ ორგანიზაციაში დონოვანის მოადგილე იყო ალენ დალესი, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ სათავეში ჩაუდგა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს. ამ კომიტეტის საბჭოს წევრი იყო, აგრეთვე, ცსს-ის პირველი დირექტორი უოლტერ ბედელ სმიტი. გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის კომიტეტი გაერთიანებული ევროპისთვისაფინანსებდა ისეთ ფედერალისტურ ორგანიზაციებს, როგორიც არის ევროპული მოძრაობა. დაფინანსების სქემები გულმოდგინედ იყო შენიღბული. შენიღბვის უმნიშვნელოვანეს რგოლებს კი წარმოადგენდნენ ამერიკული საქველმოქმედო ფონდები, რომლებიც, უკვე ათეული წლებია, საფარველად ემსახურებიან აშშის სპეცსამსახურებსა და სახელმწიფო დეპარტამენტს. ევროპული ფედერალისტების დასაფინანსებლად კონკრეტულად იყენებდნენ როკფელერების ფონდსა და ფორდის ფონდს. “ქველმოქმედებსა” და ამერიკის დაზვერვას შორის კავშირი ძალიან მჭიდრო იყო _ 1950 წლებში სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, პოლ ჰოფმანი, ფორდის ფონდის თავმჯდომარეც იყო და გაერთიანებული ევროპისთვის ამერიკული კომიტეტის ხელმძღვანელიც. ამასთანავე, ევროპის ინტეგრაციის პროცესში გამუდმებით ჰყოფდა ცხვირს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. აი ერთი მაგალითი: სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული 1965 წლის 11 ივნისის მემორანდუმი შეიცავდა ინსტრუქციას ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის ვიცეპრეზიდენტის, ფრანგი რობერ მარჟოლინისადმი _ როგორი თანმიმდევრობით უნდა ემოქმედა, რათა ევროპა მიეყვანა სავალუტო კავშირის შემოღებამდე.

ნიშანდობლივია, რომ ვაშინგტონსგაერთიანებული ევროპისშექმნა დაგეგმილი ჰქონდა მხოლოდ კონტინენტზე. დიდ ბრიტანეთს კი, როგორც აშშის უახლოეს მოკავშირეს, განკუთვნილი ჰქონდა ავტონომიური სტატუსი დამაკავშირებელი რგოლისა აშშისა და მომავალგაერთიანებულ ევროპასშორის. “ბრექსიტიკი _ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა _ ნიშნავს ევროპის დაბრუნებას ინტეგრაციის თავდაპირველ კონცეფციასთან, როგორიც ის ვაშინგტონმა შეიმუშავა.

2017 წლის 25 მარტს რომში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის შექმნის ამ პიკანტურ ისტორიაზე ლაპარაკი არ ყოფილა და ეს მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ის პროექტის ერთ-ერთი მიზანი მიღწეულია _ კონტინენტური ევროპა აშშის ნახევრად კოლონიად იქცა. რაც შეეხება მეორე მიზანს _ გაერთიანებული ევროპის გადაქცევას აღმოსავლელი მეზობლებისკენ მიმართულ “რკინის მუშტად”, ამ მიმართულებით, რუსეთისა და ჩინეთის არმიების გაძლიერების ფონზე, ამერიკელებს სტრაბახო არაფერი აქვთ.

ჯერ კიდევ შარშან ევროკავშირში 28 ქვეყანა იყო, ამჟამად 27-ია და გამორიცხული არ არის, რომის ხელშეკრულებიდან 70 წლის თავზე ამ გაერთიანებაში იმდენივე ქვეყანა დარჩეს, რამდენიც იყო 1957 წელს, თუმცა, როგორც ჩანს, შეიძლება ექვსეულიც აღარ შედგეს, რადგან იტალია, სადაც აღინიშნა ევროკავშირის 60 წლისთავი, თვითონ ემზადებაევროპული სამოთხიდანგასაქცევად.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეხვედრამ, რომელიც რომის იმპერიის ნანგრევებზე გაიმართა, ცხადყო, რომ ეს გაერთიანება ცდილობს ერთობის შენარჩუნებას სულ უფრო მზარდი ნაციონალიზმისა და “ბრექსიტით” გამოწვეული შოკის, აგრეთვე, აშშ-ის ჯერჯერობით გაურკვეველი პოლიტიკის ფონზე. თუმცა ევროკავშირის თავმჯდომარის, პოლონეთის ყოფილი პრემიერმინისტრის _ დონალდ ტუსკის განცხადება არც ისე ოპტიმისტური იყო: ათეულობით წელიწადი დაგვჭირდა, რომ ევროპის ერთობისთვის მიგვეღწია, მის განადგურებას კი შეიძლება ძალიან ცოტა დრო დასჭირდეს. ევროპა, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, ან ერთიანი იქნება, ან, საერთოდ, გაქრება”.

მსოფლიოში პროცესები ისე ვითარდება, რომ ევროკავშირის ასეთი სახით შენარჩუნება შეუძლებელი იქნება და საქართველოს ხელისუფლების სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებისკენ გაუგებარია. როგორც ჩანს, ეს იმ ბლეფის გაგრძელებაა, რომელსაც, ბოლო 2 ათეული წელია, მიმართავდნენ შევარდნაძის, სააკაშვილისა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებები.

ნიკა კორინთელი

მომზადებულია უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here