Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკული პატრიოტიზმის ორიგინალური დემონსტრაცია

ამერიკული პატრიოტიზმის ორიგინალური დემონსტრაცია

431
ამერიკული პატრიოტიზმის ორიგინალური დემონსტრაცია

ეს ამბავიც კალიფორნიაში მოხდა: 52 წლის მარგარეტ გიზინგერმა თავისი მოწაფე დასაჯა _ თმა მოსწავლის სურვილის საწინაღმდეგოდ, ძალით შეჭრა. კრეჭდა შეშინებულ ბავშვს პატივცემული მასწავლებელი და ამ აქტის პატრიოტულ სულისკვეთებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით განამტკიცებდა.

თავდავიწყებით მღეროდა და არანაკლები გატაცებით ჭრიდა თმას პატარა ბიჭს, ჭრიდა და ზურგზე აყრიდა. ისე იყო აზარტში შესული, რომ ვერც ამჩნევდა, რომ მოწაფეები ამ ყველაფერს მობილურებით იღებდნენ.

ერთის კრეჭას რომ მორჩა, მასწავლებელმა მეორეზე გადაინაცვლა, ამჯერად გოგონაზე, მაგრამ იგი ხელიდან დაუსხლტა და კლასიდან გავარდა. იხუვლეს ბავშვებმა და ჩაიშალა “პატრიოტიზმის საჩვენებელი” გაკვეთილი.

ეს ამბავი Mirror-მა გააცნო თავის მკითხველებს.

მასწავლებელი დაპატიმრებულია არასრულწლოვანის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით. მიზეზებს იძიებენ. თუ ბრალი დაუმტკიცდა, მარგარეტს სამ წელიწად-ნახევრით პატიმრობა ემუქრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here