Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკული მედია ჰანტერ ბაიდენის რეპუტაციის გათეთრებას ცდილობს

ამერიკული მედია ჰანტერ ბაიდენის რეპუტაციის გათეთრებას ცდილობს

ჰანტერ ბაიდენი:ნარკომანობიდან მხატვრობამდე

2020 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი მოვლენა მოხდა _ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები. დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის დაპირისპირება საზოგადოებრიობას შოკისმომგვრელისიურპრიზებითდაამახსოვრდა, კერძოდ, 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყენებული კომპრომატებით აშშის ახლა უკვე არჩეული პირველი პირის უმცროს ვაჟზე _ ჰანტერ ბაიდენზე.

დემოკრატიული პარტიის რეპუტაციას მტკივნეულად დაარტყეს, რასაც შემდეგ დიდი სკანდალი მოჰყვა. თუმცა, ტრამპის მოწინააღმდეგეების შიშის მიუხედავად, მას არჩევნების შედეგებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია _ ბაიდენმა გაიმარჯვა. ახლა კი, ბაიდენის მომხრეთა აზრით, დადგა მისი შელახული რეპუტაციის გათეთრების დრო. რეპუტაციის გათეთრება კი ჯო ბაიდენის თავის ტკივილით, ჰანტერით, დაიწყეს. ამისთვის დემოკრატებმა ის მედიასაშუალებები გამოიყენეს, რომლებსაც აკონტროლებენ.

ჰანტერ ბაიდენი
ჰანტერ ბაიდენი

რაში ადანაშაულებენ ჰანტერ ბაიდენს?

2019 წლის აპრილში კომპიუტერების შემკეთებელი ერთ-ერთი სახელოსნოს თანამშრომელმა დაიწყო იმ კომპიუტერის შეკეთება, რომელზეც მიწებებული იყო საქველმოქმედო ფონდ Beau Biden Foundation-ის ლოგო. ამ ფონდს სახელი ჰანტერის გარდაცვლილი ძმის, ბო ბაიდენის, პატივსაცემად ეწოდა. როცა შეკეთებული კომპიუტერი არავინ წაიღო, ხელოსანმა .. მყარი დისკოს შესწავლა გადაწყვიტა. დისკოზე შენახულმა ინფორმაციამ, როგორც ჩანს, ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა სახელოსნოს მფლობელზე, რომ მან ნაპოვნის შესახებ გამოძიების ფედერალურ ბიუროს აცნობა, შემდეგ კი _ ტრამპის პირად ადვოკატს.

დისკოზე აღმოჩნდა თითქმის 25 ათასი ფოტო, მათ შორის ისეთები, რომლებზეც სექსუალური სცენები იყო აღბეჭდილი, აგრეთვე, ელექტრონული ფოსტის 11 ათასი გზავნილი, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვს ბაიდენიუმცროსის მუშაობასთან უკრაინის ენერგეტიკულ კომპანია Burismaსა და ჩინურ კორპორაცია CEFC China Energy Coში.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2020 წლის 14 ოქტომბერს, გამოცემა ï New York Post-მა გამოაქვეყნა მიმოწერის ნაწილი, რომელიც მოწმობს ბაიდენების კორუფციულ საქმიანობას უკრაინაში.

მოგვიანებით, 24 ოქტომბერს, უცნობმა პირებმა ინტერნეტში გაავრცელეს ინტიმური სცენების ფოტოები და ვიდეოები. რამდენიმე კადრზე ასახულია, როგორ მოიხმარს ნარკოტიკს ბაიდენუმცროსის მსგავსი მამაკაცი და დაკავებულია სექსით ჰანტერ ბაიდენის 14 წლის ძმისშვილის მსგავს გოგონასთან.

ამასთანავე, ჩრდილი მიადგა ობამების ოჯახსაც. საზოგადოებამ ფოტოებზე გამოსახულ ერთ-ერთ გოგონაში ბარაკ ობამას შვილი, მალია ობამა, ამოიცნო.

ჰანტერ ბაიდენი მცირეწლოვან გოგონასთან
ჰანტერ ბაიდენი მცირეწლოვან გოგონასთან

ამერიკელი საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც გულუბრყვილოდ სჯეროდა ჯო ბაიდენის დიადი მისიის, შოკში ჩავარდა. ახალი ამბების ზოგიერთი ამერიკული ვებგვერდის ვერსიით, ჰანტერ ბაიდენის სექსუალური სცენების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ საძიებო სისტემებში მკვეთრად მოიმატა ძიების რაოდენობამ შემდეგი შეკითხვით: “შემიძლია თუ არა ხმის შეცვლა არჩევნებზე?”

ახლა, არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, როცა ჰანტერის გარშემო ხმაური ჩაცხრა, დემოკრატებმა გადაწყვიტეს, გამოიყენონ თავიანთი გავლენა და ჩართონ მედიაც, რათა დაიწყონ ფრთხილი კამპანია ახალარჩეული პრეზიდენტის პრობლემური შვილის რეპუტაციის გადასარჩენად.

გადაწყიტეს, ორიენტირად გამოეყენებინათ The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია. მასში მოთხრობილია, როგორ ცდილობს ჰანტერი მავნე ჩვეულებებისგან გათავისუფლებას ხელოვნების დახმარებით და როგორ უშლიან ამაში ხელს ბოროტი რესპუბლიკელები, რომლებიც კვლავ მოითხოვენ უკრაინაში მისი მოღვაწეობის გამოძიებას. და NYT-მაც მყისვე აუწყა მკითხველებს, რომ “უკრაინაში ბაიდენების კორუფციული საქმიანობის არანაირი ხელშესახები მტკიცებულება არ არსებობს”.

2020 წლის დეკემბერში გამოცემა Vanity Fair-ის ჟურნალისტმა გაიმეორა The New York Times-ის გამოცდილება და გამოაქვეყნა მსგავსი სტატია ჰანტერ ბაიდენზე.

სტატიის ავტორი ჰანტერ ბაიდენს ტანჯული სულის მქონე რომანტიკოსად წარმოაჩენს, რომელიც “ხელოვნების სასარგებლოდ უარს ამბობს მატერიალურ კეთილდღეობაზე”.

“ვენჩურული კაპიტალისტი, რომელიც მხატვარი გახდა და რომლის სტუდია ჰოლივუდის ბორცვზე მდებარე სახლში მდებარეობს, თავის ნამუშევრებს ლითონის მილაკებით ქმნის. ამ მილაკებით ის სპირტზე დამზადებულ ფერად მელნებს ისრუტავს, შემდეგ გადააქვს იაპონურ ქაღალდზე და ქმნის აბსტრაქტულ ფიგურებს”.

თვითონ ჰანტერ ბაიდენი კი თავს იმართლებს იმით, რომ ეს საქმიანობა “ავსებს ენერგიითა და რაღაც პოზიტიურით, ხელს უშლის მას, იყოს იმ ადამიანებთან და იმ ადგილებში, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს”.

“ერთადერთი, რაც დამრჩა, ჩემი ხელოვნებაა. ეს არის ის, რასაც ვერ წამართმევენ”.

2021 წლის იანვარში იძულებულნი იყვნენ, ბაიდენის რეპუტაციის გათეთრების საქმე გადაედოთ. 6 იანვარს ამერიკის კონგრესთან განვითარებული მოვლენების გამო, დემოკრატებისა და მათი მოკავშირეების ძალები, ინტერნეტგიგანტებისა და პრესის სახით, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გადაისროლეს, მაგრამ იმ მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელსაც ჯო ბაიდენის მიმართ იჩენენ ამერიკული ტელეარხები და ბეჭდური მედიასაშუალებები, სამომავლოდ მისი შვილის რეპუტაციის გათეთრების მცდელობა კიდევ ბევრი იქნება.

riafan.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here