Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკული მეგობრობის საფასური

ამერიკული მეგობრობის საფასური

ტრამპმა სამხრეთ კორეას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განლაგებისთვის ანგარიში წარუდგინა

1196
კორეა

ცნობილი ინგლისელი პოლიტიკოსის, 1855-1865 წლებში ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლორდ ჰენრი პალმერსტონის ფრაზა, რომარ არსებობენ არც მუდმივი მოკავშირეები, არც მუდმივი მტრები და მუდმივია მხოლოდ ინტერესები”, კიდევ ერთხელ დაამტკიცა აშშის ამჟამინდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ მისი მეგობარი სახელმწიფოს, საქართველოს მსგავსად, “სტრატეგიული მოკავშირის” _ სამხრეთ კორეის მიმართ.

დონალდ ტრამპი ელის, რომ სამხრეთი კორეა გადაიხდის ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა THAAD-ის განლაგების საფასურს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 1 მლრდ ღირს. ამას გარდა, ტრამპს განზრახული აქვს, გადახედოს სეულთან შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

სამხრეთ კორეაში, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა ქვეყანაში ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების გამო, უკვე განაცხადეს, რომ ვაშინტონს არაფერს გადაუხდიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის შეფასებით, კორეის ნახევარკუნძულზე მასშტაბური კონფლიქტის დაწყების ალბათობა დიდია.

აშშ-ის ლიდერის განცხადებაზე, რომ სამხრეთ კორეამ უნდა გადაიხადოს 1 მლრდ დოლარი სისტემის განლაგებისთვის, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს რეაქცია მყისიერი იყო, _ იუწყება სააგენტო “რენხაპი”. _ სეულის პოზიცია უცვლელია _ ქვეყანა იძლევა ფართობს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა THAAD-ის გასანლაგებლად, აგრეთვე, ინფრასტრუქტურას, რომელიც აუცილებელია სისტემის ასამუშავებლად, აშშ-მა კი უნდა დაიკისროს პასუხისმგებლობა ამ სისტემის განლაგებასა და გამართვაზე.

26 აპრილს ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის პირველი მოწყობილობა პროვინცია კენსან-ნამდოს დასახლებულ პუნქტ _ სონჯუში ჩაიტანეს, სადაც გაიმართა ამერიკული THAAD-ის განლაგების საწინააღმდეგო საპტოტესტო აქცია. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ კომპლექსის განლაგების შემდეგ მათი რაიონი ჩრდილოეთი კორეის რაკეტების სამიზნეში აღმოჩნდება.

აშშის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ განზრახული აქვს, გადახედოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას სამხრეთ კორეასთან, რადგან ამ ხელშეკრულების პირობები, ტრამპის აზრით, სასარგებლო არ არის ამერიკისთვის. თავისი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ტრამპი ამტკიცებდა, რომ ამ ხელშეკრულების გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 100 ათასი სამუშაო ადგილი დაკარგა.

დონალდ ტრამპის განცხადების თანახმად, კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ესკალაციამ შეიძლება ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვიოს. “არსებობს შანსი, რომ ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ დიდ კონფლიქტში ჩართული ჩრდილოეთ კორეასთან”, _ განაცხადა ტრამპმა სააგენტო “როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ამასთანავე, ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონს საკითხის დიპლომატიური გზთი მოგვარების სურვილი აქვს და აღნიშნა პეკინის როლიც კრიზისის მოგვარების საქმეში.

ჩრდილოეთი კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შესახებ კი ტრამპმა ფრთხილი განცხადება გააკეთა: “ვიმედოვნებ, რომ ის გონიერია”. ამას გარდა, ტრამპმა გაიხსენა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ამჟამინდელი ლიდერი ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ხელისუფლების სათავეში მოვიდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმაც შეაფასა კიმ ჩენ ინი:

“ყველაფერი მიუთითებს, რომ ის შეშლილი არ არის. ის შეიძლება იყოს დაუნდობელი, შეიძლება იყოს მკვლელი. ბევრ რამეში, ჩვენი საზომით, ის ირაციონალისტია, მაგრამ არ არის _ შეშლილი. მას შეუძლია რაციონალურად იაზროვნოს. ჩვენ კი მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის ფხენიანთან და არ ვაპირებთ რეჟიმის შეცვლას ამ ქვეყანაში”. _ განუცხადა ტილერსონმა გამოცემა The Hill-ს.

ყველაფრის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა პროპაგანდისტული ვიდეო, რომლის კადრებზეც ასახულია ვაშინგტონზე, კერძოდ, აშშის კონგრესის შენობა კაპიტოლიუმზე სარაკეტო დარტყმა. სამიზნეშია ამოღებული, აგრეთვე ამერიკული ავიამზიდი და თეთრი სახლი.

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი მააღალჩინოსნის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა მზად არის, გამანადგურებელი და დაუნდობელი დარტყმა განახორციელოს სამხრეთ კორეაზე, თუ ის პროვოკაციის მოწყობას გაბედავს.

ფული და მხოლოდ ფული ანუ ბიზნესი და არავითარი პირადული!” ასეთია კრედო საქართველოსსტრატეგიული პარტნიორისა”, რომლის მითითებებსაც თავდახრილი ასრულებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და არ ფიქრობს, რას მოუტანს ეს საქართველოს.

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

  1. ამერიკას რა ევაღვლება სხვისი ხებით ბრძოლობს… მთლად, რომ გაქრეს საქართველო თვალსაც არ დაახამხამებენ.- რა უქნეს ინდიელებს!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here