Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკული “კულტურული იმპერიალიზმი”

ამერიკული “კულტურული იმპერიალიზმი”

1995
პატრიკ ბიუკენენი

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ამერიკული კულტურული ექსპორტის პრობლებამ აკადემიურ წრეებში ფართო დისკუსიები გამოიწვია. გერმანელი მკვლევარის _ გინოუ ჰეხტის (Gienow-Hecht) აზრით, აღნიშნულმა დისკურსმა თავის განვითარებაში 3 თანმიმდევრული ფაზა გაიარა. პირველი ფაზის არსიცივი ომისთეორიტიკოსების უკმაყოფილების გამოხატვაში მდგომარეობდა, ამერიკული ხელისუფლების მხრიდან დაუინტერესებლობის გამო, აქტიური კულტურული პოლიტიკის გატასატარებლად. შემდგომ გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის თანახმად კულტურული იმპერიალიზმის კრიტიკოსები ამერიკული კულტურის ექსპორტს გლობალური ეკონომიკური ექსპანსიისა და ექსპლუატაციის ფარულ ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ. საბოლოოდ მეცნიერებმა, რომლებიც საწინააღმდეგო აზრზე იყვნენ, სავსებით უარყვეს კულტურული იმპერიალიზმის კონცეფცია და მიიჩნევენ, რომ გარე კულტურული ზემოქმედების წინააღმდეგობის გაწევა ამცირებს ან შეუძლებელს ხდის კულტურული პროდუქციის იმპორტს.

დისკუსიის შინაარსი განსახილველი საკითხების ჩარჩოებს გაცდა. კამათი, რომელიც პოლიტიკური რაკურსით დაიწყო, დროთა განმავლობაში მეცნიერულ დისკუსიაში გადაიზარდა კულტურის, როგორც ძალისა და ზეგავლენის ინსტრუმენტის, განხილვისკენ. ავტორების მიერ ხშირად გამოყენებული სიტყვათაწყობა “კულტურული იმპერიალიზმი” გარკვეულ ფასეულობათა პარადიგმის დომინირების გლობალურ იდეას წარმოადგენდა. მსგავსი მიდგომა ახლოსაა ნეომარქსიზმთან, რომლის თანახმად მოდელირება “ცენტრი-პერიფერიის” კატეგორიით ხდება:

დასავლური კულტურა განიხილებოდა, როგორც “ჩრდილოელი ქვეყნების შეჭრის ინსტრუმენტი განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივი ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების დამარცხების მიზნით”.

1960-იან წლებში აშშ-ის ინტელექტუალური ელიტა კარდინალურად ცვლის ქვეყნის საგარეო კულტურული პოლიტიკის შეფასებას და მის შედეგებს. როგორც ჰოლენდერი (Hollander) აღნიშნავს, ეს ათწლეული გამოირჩეოდა ანტიამერიკული განწყობების ძლიერი ზრდით აშშ-ის შიგნით, რომლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ზიზღი ამერიკული კულტურის და მისი გავლენის საზღვარგარეთ გავრცელების მიმართ.

1960-იანი წლების ამერიკელი საზოგადოებისთვის მიუღებელი ხდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გავლენის მოპოვების იმპერიალისტური ზრახვები. მეტწილად ეს დაკავშირებული იყო ამერიკულ აგრესიასთან ვიეტნამის წინააღმდეგ და მისწრაფებასთან _ გაეფართოებინათ გავლენის არეალი საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების პერიოდში. აღნიშნულ ისტორიულ კონტექსტში ამერიკელი მეცნიერების წრეში ჩნდება და აქტიურად მკვიდრდება ტერმინი ამერიკული “კულტურული იმპერიალიზმი” და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

მაგრამ ეს თემა სიახლეს არ წარმოადგენდა. კონსერვატორი ევროპელები დიდი ხნის განმავლობაში სერიოზულ საფრთხეს გრძნობდნენ ამერიკული მასკულტურის მხრიდან. 1920-იან წლებში ბრიტანელი მწერალი დევიდ ლოურენსი (Lawrence) ააშკარავებდა ამერიკულ მატერიალიზმს, ცრუ მორალიზმს და ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითშეგნების არარსებობას; გერმანელი ჰალფელდი (Halfeld), თავის მხრივ, ასევე უარყოფდა ამერიკულ ცივილიზაციას მისი უსულო კულტურის გამო. 1940-50-იან წლებში მემარცხენე იდეების მქონე ევროპელები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ამერიკული გავლენის გავრცელების გამო როგორც პოლიტიკაში, ასევე კულტურისა და ხელოვნების სფეროებში. ფრანკფურტის სკოლამ უმთავრესი როლი ითამაშა აშშშიახალი მემარცხენეებისთეორიული ფუნდამენტის უზრუნველყოფაში.

პატრიკ ბიუკენენი თავის ყველაზე გახმაურებულ წიგნში “დასავლეთის სიკვდილი” კრიტიკას “ახალი მემარცხენეების” წინააღმდეგ მიმართავს, რომელიც დაფუნძებულია თანამედროვე ამერიკული საზოგადოების მორალურ, სოციალურ-პოლიტიკურ და ეთნოკონფესიურ ასპექტებზე და აქედან გამომდინარე სუბიექტურ დასკვნებზე.

პატრიკ ბიუკენენი აღნიშნავს: “ამერიკული მასმედია კულტურათა შორის ბრძოლაში იარაღად იქცა და ყველაზე საიმედო ხერხად მოგვევვლინა ახალგაზრდების გამოსათაყვანებლად. წარსულში საზოგადოებრივი სიმტკიცე წიგნებისა და სიტყვების მეშვეობით ემხობოდა, მაგრამ მარკუზე დარწმუნებული იყო, რომ სექსი და ნარკოტიკები ბევრად უფრო მოქმედი იარაღია. საკუთარ წიგნშიეროსი და ცივილიზაციამან უკვე საკმაოდ ცნობილი ლოზუნგი წამოყენა: სიყვარულით დაკავდით და არა ომით. ახალი მარქსისტებისთვის უმთავრესი მიზანი ოჯახის ინსტიტუტის განადგურება იყო, რასაც დიქტატურის მაგალითად, შოვინიზმისა და სოციალური უთანასწორობის ინკუბატორად განიხილავდნენ”.

აუციელებელია იმის აღნიშვნა, რომ კულტურული იმპერიალიზმის კონცეფცია არ გულისხმობს რაიმე განსაზღვრული კრიტერიუმების არსებობას, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა მისი იდენტიფიცირება, მაგრამ კულტურული იმპერიალიზმის შესახებ აკადემიურ დისკუსიებში შესაძლებელია შემდეგი ძირითადი მიმართულების გამოყოფა: მედიაიმპერიალიზმის დისკურსი, ერთი სახელმწიფოს მსოფლიო ჰეგემონია, დისკუსია კაპიტალიზმის გლობალურ დომინირებაზე და თანამედროვეობაზე.

მედია იმპერიალიზმი

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მედია, ერთი მხრივ, ამერიკული კულტურის გავრცელების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენს; ხოლო, მეორე მხრივ, _ თანამედროვე ამერიკული კულტურის ბოროტებას, რადგან სწორედ ის ქმნის გამოუვალ სიტუაციას. ამერიკული კულტურა საკუთარი თავის ტყვე ხდება, მედიის მიერ კულტურული და სხვა ტენდენციების გავრცლების შედეგად ამერიკული კულტურა იძულებულია, წინასწარ შეთანხმებული წესებით ითამაშოს, რასაც ბაზრის კონიუნქტურა ეწოდება.

ასე თუ ისე, შესაძლებელია, კულტურული იმპერიალიზმის აპოლოგეტებს დავეთანხმოთ, რომ კულტურული პოლიტიკის ის სეგმენტი, რომლის რეალიზებაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხდება, თავიდან ბოლომდე პასუხობს მედია მაგნატების ინტერესებს, რომლებიც აკონტროლობენ ამა თუ იმ მედიას.

სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხდება საზოგადოებრივ აზრზე წინასწარ დაგეგმილი და შემუშავებული მანიპულაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

“მედია-იმპერიალიზმის” კონცეფციამ საკმაოდ სწრაფად მონახა მხარდამჭერები ამერიკელ მეცნიერებს შორის. უოტერგეიტის სკანდალმა, რომელიც რიჩარდ ნიქსონის წინაასარჩევნო კამპანიასთან იყო დაკავშირებული, იმ ეჭვის პროვოცირება მოახდინა, რომლის თანახმად არსებობდა ფარული კავშირი აშშ-ის ხელისუფლებასა და მედიას შორის. ასევე აშკარა გახდა აღმასრულებელი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების გადაჭარბების მცდელობები. ამერიკული მედიამკვლევარისა და სოციოლოგის _ ჰერბერტ შილერის ნაშრომებში ვხვდებით მჭიდრო კავშირის ფაქტებს, ერთი მხრივ, აშშ-ის უმაღლეს და ბიზნეს ეშელონებს, სამხედროებსა და მთავრობის წევრებს შორის _ ე.წ. გონების მანიპულატორებს შორის, ხოლო მეორე მხრივ _ წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს შორის. შილერის მიხედვით, ამ ორ ძალას შორის არსებობს ფარული ურთიერთკავშირი, რომელიც დაფუძნებულია საიდუმლო შეთანხმებაზე, რომლის მიზანია ადამიანებით მანიპულაცია როგორც ქვეყანაში, ასევე მის გარეთ.

ამერიკელები, კერძოდ ჯოზეფ ნაი და ზბიგნევ ბჟეზინსკი აშშ-ის “ცივ ომში” გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აშშ-ის დომინირებასა და მიმზიდველობას ასახელებენ პოპ-კულტურის დონეზე. ზემოხსენებული ამერიკელი ინტელექტუალების აზრით, მასკულტურის სათავისოდ გამოყენება აშშ-ს დაეხმარა საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევაში. მაგალითისთვის საკმარისი იქნება მხოლოდ 2 მომენტის დასახელება: “ევროპის დემოკრატიული რეკონსტრუქცია” მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ და “ცივ ომში” გამარჯვება. ჯოზეფ ნაი შემდეგნაირად აყალიბებს საკუთარ აზრს: “საბჭოთა კავშირს გააჩნდა მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა, დასავლეთ ევროპას დამუქრებოდა, მაგრამ ადრეულ ომისშემდგომ პერიოდში მას “რბილი ძალის” საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსებიც გააჩნდა, რაც კომუნისტური იდეოლოგიის მომხიბვლელობასთან და საბჭოთა კავშირის გამარჯვებასთან იყო დაკავშირებული ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ.

მაგრამ შემდგომ წლებში მან საკმაოდ იზარალა საკუთარ ქვეყანასა და აღმოსავლეთ ევროპაში რეპრესიების და სულელური ეკონომიკური პოლიტიკის გამო (თუმცა მისი სამხედრო პოტენციალი იზრდებოდა). საბჭოთა კავშირის მიერ მართულმა პროპაგანდამ და კულტურულმა პროგრამებმა ვერ გაუწია კონკურენცია ამერიკულ კომერციულ პოპ-კულტურას თავისი მოქნილობითა და მიმზიდევლობით. დანგრევამდე დიდი ხნით ადრე დასავლური ტელევიზიებისა და დასავლური ფილმების მიერ ბერლინის კედელში საკმაო რაოდენობით ხვრელები გაჩნდა. ჩაქუჩი და ბულდოზერები თავის საქმეს ვერ გააკეთებდნენ, რომ არა დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთის პოპ-კულტურის იმიჯის ტრანსლირება”.

შეგვიძლია დავეთანხმოთკულტურული იმპერიალიზმისარსებობას ან უარვყოთ ის, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩება _ ამერიკული საგარეო კულტურული ექსპანსია, რომელიც ამერიკელთა ოფიციალური და არაოფიციალური საგარეო კულტურული პოლიტიკის ნაწილია, საერთოდ არ დასუსტებულა და დღესაც გვევლინება ამერიკული გავლენებისა და ნაციონალური ინტერესების (ასევე ამერიკული მსხვილი ბიზნესის ინტერესების) გავრცელების ინსტრუმენტად. რა გავლენას ახდენს ის სხვადასხვა დამოკიდებელი ქვეყნების და მათში არსებული საზოგადოების ფორმირებასა და შემდგომ განვითარებაზე, კარგად ჩანს თუნდაც საქართველოს მაგალითზეც.

არც თუ ისე შორეულ წარსულში გაჩნდა სპეციალური ტერმინი _ ვესტერნიზაცია (გულისხმობს ეროვნული ცხოვრების გადაყვანას დასავლურ რელსებზე. მსგავსი განმარტება აქვს ამ ტერმინს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ენცოკლოპედიურ ლექსიკონშიც), რაც კულტურული იმპერიალიზმის მიერ მოტანილ შედეგს გულისხმობს.

Politicano

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here