Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკის ელჩის ნებართვით: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

ამერიკის ელჩის ნებართვით: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

ძირს რუსული “შპიონი ტაქსები”!

ამერიკის ელჩის ნებართვით: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ და სრულად დაამტკიცა, რომ უკვე შემდგარი დამოუკიდებელი, სუვერენული და თავმოყვარე სახელმწიფო ვართ! საიდან და როგორ გამომაქვს ეს დასკვნა? რა თქმა უნდა, იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლება და .. ოპოზიცია, როგორც იქნა, შეთანხმდნენ საპარლამენტო მოდელზე და 120/30-ზე ფორმატი მათ პირადად ამერიკის ელჩმა დაუწესა! რა? ამერიკის ელჩმა დაუწესაო? მაშ, დამოუკიდებელი, სუვერენული და, მით უფრო, თავმოყვარე როგორღა ვართო? _ იკითხავს ირონიულად ვინმე ინტრიგანი. ამ კითხვაზე ძალიან უცნაური პასუხი აქვთ როგორც ხელისუფლების, ასევე .. ოპოზიციის წარმომადგენლებს _ ამერიკის ელჩის მიერ ჩვენი მიწვევა თავის კაბინეტში, იქ შეკრება და გადაწყვეტილების მიღება, სწორედ იმაზე მიუთითებს, რა პატივს გვცემს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და როგორ აფასებს ჩვენს დამოუკიდებლობასო.

მათი ნათქვამიდან, ფაქტობრივად, ასეთი რამ გამოდის _ საქართველოს დამოუკიდებელი, სუვერენული, თავმოყვარე სახელმწიფოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ აიძულეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, დაერიგებინა მათთვის ჭკუა და დაეწესებინა, როგორი ფორმატით უნდა ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. საწყალი ელჩი! წარმომიდგენია, რა დღეში ჩააგდებდნენ მას ჩვენი ამაყი ხელისუფლება და “ოპოზიცია”. არ უნდოდა ადამიანს დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა და ესენი კიდევ მიადგნენ და, გინდა თუ არა, ჩაერიეო! იმასაც სხვა რა გზა ჰქონდა? აბა, როგორ გინდა, გაბედო და უარი უთხრა ასეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს რამეზე? ეგ კი არა, ამერიკის საელჩოში ისე, სტუმრად ჩასული აშშის სენატორი ადამ კინზინგერიც ჩაითრიეს. ადამიანი ჩამოვიდა იმიტომ, რომ აშშ-ის საქართველოს საელჩოში მომუშავე თავის ძველ ძმაკაცებთან ერთად დიღმის “მაკდონალდსში” ჩიზბურგერები ეჭამა… მიუვარდნენ ეს ჩვენი ძაანდამოუკიდებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაოპოზიციადა არ შეარგეს კაცს. გინდა თუ არა, წამოდი და ჭკუა დაგვარიგე, არჩევნები როგორ ჩავატაროთო. დანა პირს არ უხსნიდა კინზინგერს, ერთი ლუკმა ჩიზბურგერიც არ შეერგო, მაგრამ რას იზამდა? როდესაც სუვერენული ქვეყნის წარმომადგენლები ასე დაჟინებით და პრინციპულად ითხოვენ, წამოდი და დაგვარიგე, რა როგორ გავაკეთოთო, სხვა რა გზა გრჩება?

აი, ასე ჰყავთ ამერიკა “მიჩმორებული” ჩვენს ხელისუფლებასა და “ოპოზიციას”. პირდაპირ შევაწუხეთ ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი _ მუდამ ჩვენს პირობებს ვახვევთ თავს და ვაიძულებთ, ჩვენს საშინაო საქმეებში ჩაერიოს. არ უნდა ამ ზედემოკრატიულ სახელმწიფოს უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა, მაგრამ ჩვენი პრინციპულობით მოსვენებას აღარ ვაძლევთ _ მოდი და ჩაგვერიე, მოდი და ჩაგვერიეო, _ აგვიჩემებია

სამაგიეროდ, ჩვენი ხელისუფლება და განსაკუთრებით “ოპოზიცია” კვლავ ფხიზელია რუსული სპეცსამსახურებისა და დაზვერვის მიმართ. პროდასავლურ სადარაჯოზე მდგომმა ქართულმა არასამთავრობო სექტორმა კრემლის მზაკვრული გეგმა ამჯერად ტაქსებში აღმოაჩინა. ამ გაგანია “კოვიდ 19”-ის ფონზე რაიმე სხვა სახის ვირუსზე საუბარი, ალბათ, უადგილოა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ვირუსი, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, “კორონაზე” უფრო იოლად და სწრაფად ვრცელდება და, მგონი, არანაკლებ აზიანებს საზოგადოებას. კერძოდ, ბოლო პერიოდში უფრო მოიმატა სიდებილემდე მისული “ჯაშუშური” ლეგენდების გავრცელებამ ქართულ საზოგადოებაში და, სამწუხაროდ ამას არც ისე ცოტა დამჯერებელი ჰყავს. ჯერჯერობით ბოლო ასეთი “ჯაშუშური ვირუსი” არის რუსული სპეცსამსახურებისტაქსებით ჯაშუშობა”. თავდაპირველად მეგონა, ვიღაც ხუმრობდა, მაგრამ რამდენიმე ისეთი სერიოზული და ინტელექტზე პრეტენზიის მქონე ნაცნობის “ფეისბუქ-კედელზე” წავაწყდი ამ სისულელეს, რომ ვერ მოვითმინე და პირადშიც მივწერე _ მართლა სჯეროდათ თუ არა მათ იმისა, რასაც თავიანთ “ფბ-კედელზე” წერდნენ. თურმე სადა “ტაქსაობ,” ძმაო! _ სჯერათ კი არა, ამის შესახებ საკმაოდ სერიოზული ნაშრომებიც იწერება და, როგორც ჩანს, სერიოზული ფულიც კეთდება.

თურმე ნუ იტყვით და, რუსეთმა სხვა რომ ვერაფერი მოგვიხერხა, “იანდექს-ტაქსებს” ჩაუყენა რაღაც მოწყობილობა და როდესაც ჩვენ “იანდექს-ტაქსის” ვიძახებთ და ვმგზავრობთ, ინფორმაცია ჩვენი საცხოვრებელი ადგილის, გადაადგილების მარშრუტისა და იმის შესახებ, რომელ ლოკაციებს ვსტუმრობთ, პირდაპირ კრემლში მიდის.

თუ შეეკითხებით მათ, ვინც ამ სრულ დეგენერატიზმს ამტკიცებს, რა ჯანდაბად და დოზანად უნდა ვლადიმერ პუტინს ან ჩემი, ან საქართველოს სხვა მოქალაქეების გადაადგილების მარშრუტები, პასუხი ასეთი აქვთ: ეს არის ინფორმაციის დიდი ნაკადის სტატისტიკური დამუშავება, რაც ქმნის მომხმარებლის ქცევის შესახებ აბსოლუტურად ამომწურავ სურათს!”

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთ-ერთი უიაფესი “იანდექს-ტაქსის” მომხმარებელია ყველაზე ნაკლებად შეძლებული ფენა საზოგადოებისა. ადამიანი, უბრალოდ, შეიძლება დათვრეს და სახინკლიდან სამწვადეში წასასვლელად გამოიძახოს “იანდექს-ტაქსი”. ჰოდა, მართლა ძალიან საინტერესოა, რაც უნდა ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს მათ შესახებ ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურმა, რა დოზანაში უნდა გამოიყენოს მერე?

პერსონები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებს შეიძლება რეალურად აინტერსებდეს, ჯერ ერთი, “იანდექს-ტაქსებით” ნამდვილად არ მოძრაობენ და მეორეც _ თუკი რუსეთის დაზვერვას მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება რეალურად დასჭირდა, ამისათვის, არა მგონია, “ტაქსაობაზე” უფრო დახვეწილი მეთოდები არ ჰქონდეს.

უბრალოდ, საქმე ის არის, რომ გარკვეული ძალები ყოველდღიურად იგონებენ ხალხის, საზოგადოების დაშტერების, შეშინების, დაზაფვრის, დავირუსების ახალ-ახალ მეთოდებს.

ფრაზა _ ეს არის ინფორმაციის დიდი ნაკადის სტატისტიკური დამუშავების მეთოდი” _ ასე ვთქვათ, “რაღაცნაირადისმის და უბრალო, გაუთვითცნობიერებელ, ნაკლებად განათლებულ ადამიანზე ერთგვარ შთაბეჭდილებას ახდენს. არიქა, რუსული რბილი ძალა, სპეცსამსახურები, ჯაშუშები, ტაქსის მძღოლებად გადაცმულიდავერბოვკებულიაგენტები

მიზანი? _ ებიჯო! გვიშველე, ამერიკავ, ვიღუპებით! გვიშველე თორემ რუსული სპეცსამსახურები ცოცხლად შეგვჭამენ და რუსი ოკუპანტი თბილისს დაიპყრობს და თელავსა და გურჯაანს შორის მავთულხლართებს აღმართავს!

თუ რუსეთი ოკუპანტია და მისგან საფრთხეები მომდინარეობს, სწორედ ამ საფრთხეების ასეთი გაარასერიოზულება და ლამის მასხარაობის დონემდე დაყვანაა ყველაზე დიდი დანაშაული.

რამდენიმე ხნის წინათ გავრცელებული “ესტონეთის სპეცსამსახურების დაზვერვის მონაცემებისა” არ იყოს, რუსული სპესცამსახურების “ტაქსაობით ჯაშუშობა” ნორმალურ ადამიანს მხოლოდ მწარე ხუმრობის, ქილიკისა და მაიმუნობის ხასიათზე თუ დააყენებს. საზოგადოებისდავირუსებულინაწილი კი, სამწუხაროდ, დიდ პრობლემას ხედავს რუსული ტაქსების კომპანიის თბილისის წარმომადგენლობაში და ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ყურით მიათრია საკუთარ კაბინეტში საქართველოს ხელისუფლებაც, “ოპოზიციაცდა უკარნახა, რა როგორ უნდა გააკეთონ _ რამდენი პარლამენტარი იქნება არჩეული საქართველოს პარლამენტში პროპორციული წესით, რამდენი მაჟორიტარულით და ვინ ჩაის დალევს შესვენებაზე და ვინ _ ყავას!

ეს ამბავი ქართველ პოლიტიკოსებსა და საზოგადოების ერთ ნაწილს “დიდ გამარჯვებად” მიაჩნია და, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ ამერიკის ელჩმა კი არ დაიბარა თავის კაბინეტში საქართველოს ხელისუფლებისა და “ოპოზიციის” წარმომადგენლები, არამედ ამ უკანასკნელებმა აიძულეს, რომ ისინი ამერიკის ელჩს დაებარებინა და მათთვის ყური აეწია.

დიახ, ეს არის ყველაზე საყურადღებო _ ქართული პოლიტიკური ელიტა უკვე იმ დონეზე, ბოდიში და, მართლაც გაფარჩაკდა, რომ უკვე იმასაც აღარ გვიმტკიცებენ, ყური არავის აუწევია ჩვენთვისო, როგორც ამას აქამდე ცდილობდნენ წარმოეჩინათ. არა, ისინი უკვესტრატეგიული პარტნიორობისსულ სხვალეველზეარიან გადასული და ამბობენ: კი, ყური ნამდვილად აგვიწიეს, მაგრამ ეს ყურის აწევა ჩვენივე პრინციპული მიდგომის გამო მოხდა, ჩვენ თავად მოვითხოვეთ, რომ ჩვენთვის ყური აეწიათ და მათ, ანუ ამერიკელმა ელჩმა და სენატორმა ამაზე უარი ვერ გვითხრესო.

რა გაეწყობა? ჩვენც უნდა დავიჯეროთ ყოველივე ეს და ხმამაღლა შევძახოთ _ დამოუკიდებელ საქართველოს გაუმაააააარ-ჯოს! ჯოს! ჯოს!… ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ ამის დასაძახებლად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან ნებართვა უნდა ავიღოთ… უი, ბოდიში, ნებართვა კი არ უნდა ავიღოთ, არამედ უნდა ვაიძულოთ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ნებართვა მოგვცეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა ვიზეიმოთ… უფრო სწორად, ჩვენ ხომ დამოუკიდებელი და თავმოყვარე სახელმწიფო ვართ და ამერიკის ელჩი ვერ გაბედავს უარი გვითხრას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნიშვნაზე… კი არა _ ამერიკის ელჩი დაგვაძალებს და დაგვიტატანებს, რომ დამოუკიდებლები ვიყოთთუ როგორც არის

ოღონდ, მთავარია, რუსულ ჯაშუშურ ტაქსიში ჩაჯდომის ცდუნებამ არ გვძლიოს!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here