Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკის ელიტა სატანიზმმა გაიტაცა

ამერიკის ელიტა სატანიზმმა გაიტაცა

1024
ამერიკის ელიტა სატანიზმმა გაიტაცა

ნიუიორკის ციხის სპეციალურ საკანში აღმოაჩინეს 66 წლის მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის ცხედარი. მას ბრალად ჰქონდა წაყენებული პედოფილობა და სექსმომსახურების იატაკქვეშა ქსელის ორგანიზება. ეს გაუკუღმართებული პირი გარდაიცვალა მისი დანაშაულების შესახებ მედიაში მრავალრიცხოვანი დოკუმენტების გამოქვეყნების მეორე დღეს. ამ მასალებში ფიგურირებს ცნობილი პოლიტიკოსებისა და ფინანსური ბოსების სახელები. ბუნებრივია, რომ თვითმკვლელობის არავის სჯერა.

პოლიცია ეპშტეინით მხოლოდ 2005 წელს დაინტერესდა. მისი მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ იჩივლა ოცამდე არასრულწლოვანმა გოგონამ, რომლებსაც აიძულებდა, სექსუალური კონტაქტი დაემყარებინა მასთან ან მის მეგობრებთან. მაგრამ ფლორიდის შტატის იმჟამინდელი პროკურორი ალექსანდრე აკოსტა გაურიგდა გარყვნილ მამაკაცებს: ფინანსისტმა აღიარა დანაშაული ორ უმნიშვნელო პუნქტში და თითქმის დაუყოვნებლივ დატოვა პენიტენციური დაწესებულება.

ფედერალურ დონეზე ეპშტეინის საქმით დაინტერესების შემდეგ იგი მეორედ დააპატიმრეს. მის სახლში ჩხრეკის ჩატარების შედეგად მრავალი სამხილი იპოვეს, მათ შორის, შიშველი არასრუწლოვანების ვიდეოჩანაწერები, ფოტოსურათები და ფულის დასტები, აგრეთვე, სხვა ქვეყნის პასპორტი გამოგონებულ გვარზე.

გამოძიება განსაკუთრებით დაინტერესდა პედოფილის ჩანაწერებით. მის “საკლუბო” მეგობრებს შორის აღმოჩნდნენ დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ის ვაჟი _ პრინცი ენდრიუ, მუსიკოსი მიკ ჯაგერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი, ისრაელის ყოფილი პრემიერი ეჰუდ ბარაქი და ელიტის ასობით სხვა წარმომადგენელი, რომელთა სახელებს არ ამჟღავნებენ.

ფინანსისტი ტრაბახობდა უმაღლეს სფეროსთან კავშირით და ცხოვრობდა ხელგაშლით _ ჰქონდა საკუთარი თვითმფრინავი და კუნძული ლიტლ-სენტ-ჯეიმსი კარიბის ზღვაში, რომელიც ახლა “პედოფილიის კუნძულად” მონათლეს. თავის დროზე მას იქ სტუმრობდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბენ სალმანი, ასევე პედოფილიაში მხილებული მსახიობი კევინ სპეისი და რეჟისორი ვუდი ალენი.

ყველა ელოდებოდა დიდი რეზონანსის მამხილებელი პროცესის დაწყებას, მაგრამ მთავარმა ფიგურანტმა თავი მოიკლა. რისი მოყოლა შეეძლო ეპშტეინს?

ათასობით მსხვერპლშეწირვა

გამოძიებასთან მორიგი გარიგების შემდეგ მას შეეძლო მაღალი თანამდებობის კლიენტების დაშანტაჟება. ამერიკის ელიტის რეალური ცხოვრების შესახებ მის მონათხრობს მოყვარული გამომძიებლების შეთხზულის იარლიყს ვერავინ მიაკერებდა და მორიგ კონსპიროლოგიად ვერ ჩათვლიდა, ამიტომ გადაწყვიტეს, არ გაერისკათ და კოლეგა საკრალურ მსხვერპლად შეეწირათ. ახლა დოკუმენტებს გაასაიდუმლოებენ და ამ ნაბიჯს ეროვნული უშიშროების დაცვის აუცილებლობით გაამართლებენ.

ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა დეივ მაკგოუნმა თავის ნაშრომში “პედოფიკრატია” გამოაქვეყნა ამონარიდი სან-ფრანცისკოს პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე სენდი გალანტის გამოსვლიდან, მან განაცხადა: “ამ ქვეყანაში არსებობს ქსელი ადამიანებისა, რომლებიც მონაწილეობენ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში და მათ მკვლელობაში. ისინი გაერთიანებულები არიან ერთ სისტემაში, რომლის ერთ-ერთი მიზანია რიტუალური მკვლელობები და ბავშვების მსხვერპლშეწირვა”, და განაგრძო: “ცხარედ კამათობენ, არის თუ არა ამ ქვეყანაში დაკარგული ბავშვების პრობლემა. ზოგიერთი ამბობს, რომ ყოველწლიურად იკარგება 200 ათასზე მეტი ბავშვი. სხვებს მიაჩნიათ, რიცხვი გაზვიადებულია და ბავშვებს ძალიან იშვიათად იტაცებენ. პრობლემა არის ის, რომ აშშ-ის სამსახურები, რომლებიც ქვეყანაში დამნაშავეობის სტატისტიკას აწარმოებენ, მათ შორის გამოძიების ფედერალური ბიურო, ოფიციალურად უფლებამოსილია, არ დაითვალოს ეს შემთხვევები”.

გალანტის ნათქვამი ოფიციალურად დაადასტურა გამოძიების ფედერალური ბიუროს ლოს-ანჯელესის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ტედ განდერსონმა.

აშშ-ს სატანისტები რომ მართავენ, დაადასტურა ვიეტნამში ნაპალმის გამოყენებამაც, იუგოსლავიის დაბომბვამაც და ერაყისა და ლიბიის განადგურებამაც.

საქმეშიმამა ბუშიც გადიოდა

სექსუალურად გარყვნილთათვის გასართობად მიწოდებისსაქმეაწყობილგამართული რომ იყო, პირველად 1980 წელს შეიქნა ცნობილი. ყოფილმა აღსაზრდელებმა კალიფორნიის ერთერთი სკოლამდელი დაწესებულებისა, რომლის პატრონი მაკმარტინის ოჯახი იყო, 400 საჩივარი შეიტანეს სასამართლოში მათ მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ.

გამოძიება ექვს წელიწადს გრძელდებოდა და ჰოლივუდის ათობით ფუნქციონერს შეეხო, მაგრამ სამხილები არასაკმარისად მიიჩნიეს და ბრალდება აღარავის წაუყენეს.

1988 წელს ნებრასკას შტატში დაიწყო ე.წ. ფრანკლინის სკანდალი. გაირკვა, რომ რესპუბლიკელი პოლიტიკოსი ლოურენს კინგი აფინანსებდა ბავშვთა პროსტიტუციის უდიდეს ქსელს, რომელიც ემსახურებოდა მაღალი რანგის პოლიტიკოსებსა და კერძო პირებს, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტებს _ ჯორჯ ბუშს უფროსსა და ჯერალდ ფორდს.

1989 წელს ამ საქმეზე დააპატიმრეს სუტენერი კრეიგ სპენსი, რომელიც მალევე მას შემდეგ, რაც კინგის წინააღმდეგ დაიწყო ჩვენების მიცემა, საკანში მკვდარი იპოვეს. გამოძიება ჩაიშალა, ხოლო ბავშვების ჩვენებები საფუძველს მოკლებულ ბრალდებებად მიიჩნიეს.

1994 წელს ეკრანზე გამოჩნდა ფილმი ბავშვთა პროსტიტუციის ქსელის შესახებ _ “შეთქმულება ხმის ამოუღებლობაზე”, რომელიც უცებვე აკრძალეს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტის, ტედ განდერსონის, განცხადებით, ლას-ვეგასში მდიდარი ვაჰაბელებისთვის ასეთი მონების “აუქციონებს” მართავდნენ.

რიტუალური მკვლელობები ჰოლივუდში

გსმენიათ რამე ილუმინატებზე? საიდუმლო საზოგადოებები, პოლიტიკოსები, ბანკირები _ ყველანი პედოფილები არიან და სწორედ ისინი მართავენ მსოფლიოს. ფესვები ჰოლივუდში აქვთ გადგმული, _ წამოსცდა ერთერთ ინტერვიუში პოპულარულ მსახიობ ბრედ პიტს.

არა მხოლოდ პედოფილები, არამედ _ სატანისტები. ისინი ისეთ დანაშაულებს სჩადიან, რომ, ჩანს, უკვე აღარ სჯერათ ღმერთის არსებობის.

ჰოლივუდი ყველაზე გახმაურებული რიტუალური მკვლელობებით არის ცნობილი. მაგალითად, ორსული კინომსახიობის, შერონ თეიდის, სატანისტური მსხვერპლშეწირვით. გამოძიება რატომღაც ეჭვმიტანილად არ განიხილავდა მის ქმარს _ რომან პოლანსკის, მიუხედავად იმისა, რომ სატანისტად იყო ცნობილი, მოგვიანებით გაირკვა, რომ პედოფილიც ბრძანდებოდა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here