8 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენის ოფიცუალირი მიწვევით ამერიკაში იმყოფებოდა, მეორე დღეს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხედრა გაიმართა, თუმცა საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ დასმულა. შეუწყობს თუ არა ხელს აშშ-ს პოლიტიკური სვლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას – ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით ,,საქართველო და მსოფლიო“ ,,ევრაზიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძეს ესაუბრა.
– აშშ-ის ბიუჯეტიდან იკრძალება იმ ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებს. რა შედეგის მომტანი იქნება ეს ნაბიჯი?
– პროექტის მთავარი გზავნილია, ხალხს დაანახონ თუ როგორი კარგია ამერიკა და როგორი ცუდი რუსეთი. ჰაერიდან მოტანილი გზავნილია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელების გაფუჭებული იმიჯის შელამაზებას ემსახურება. უვიზო რეჟიმს ამოქმედებამ რა მოგვცა? ჩვენ ევროპის ქვეყნების ეკონომიკაში ფულს ვდებთ და ამასაც გავმადლიან. რუსეთში არის განწყობა, რომ ქართველებს მისცენ საშუალება იმუშაონ ოციციალურად და ლეგალურად, რასაც ჩვენი მხრიდან მხოლოდ ტექნიკური სამუშაოების შერულება სჭირდება, ამაზე კი ხელისუფლება საერთოდ არ მუშაობს.
– საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენის უფიცუალირი მიწვევით აშშ-ში იმყოფებოდა. როგორ შეაფასებდით პრემიერმინისტრის ვიზიტს?
-ეს იყო მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენ უმნიშვნელო ქვეყანა ვართ. პრემიერმინისტრი იქ ჩავიდა, რათა პატივი მიეგო ამერიკსთვის და მათი ხელისუფლებისთვის. არ ელოდოთ, რომ ორ ქვეყანას შორის გაზიარება მოხდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების. პრემიერმინისტრმა ბაქოში პუტინი რომ დაინახა სადღაც კუთხეში დაიმალა, ეს არის სამარცხვინო და დამაზიანებელი ქვეყნისთვის, თორემ ამერიკაში სირბილი კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. აშშ-თვის მარტივია იმის თქმა, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კი ბატონო, კარგია დიპლომატია, მაგრამ საკუთარი მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენო არსებული ვითარება ისე, როგორც ამას აშშ იყენებს.
– აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხედრა გაიმართა, თუმცა დღის წესრიგში საქართველოს საკითხი არ დასმულა იმ ფონზე, როცა ერთი დღით ადრე საქართველოს პრემიერმინისტრი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, როგორ შეაფასებდით არსებული ვითარებას?
საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი აშშ-ში იყო გაცნობითი ხასიათის, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ლექს ტილერსონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შორის საქართველოს საკითხი არ განიხილებოდა. ამერიკას და რუსეთს იმაზე უფრო სერიოზული პრობლემები აქვთ ერთმანეთში გასარკვევი, ვიდე საქართვეველოს 2008 წლის ომის შედეგების განხილვაა. ამერიკა სიტყვიერად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც რუსეთს დისკომპორტს სულაც არ უქმნის. ტრამპმა რაც არ უნდა ითამაშოს, რომ რა მაგარი პრეზიდენტია, რეალობა სულ სხვას აჩვენებს.
– კონსტიტუცის პროექტის მიხედვით, უცხოელებზე მიწის გასხვისება ნებადართულია. გარდა ამისა ,,დიდგორობა” სახელმწიფო დღესასწაულად არ აღინიშნება. რას ფიქრობთ, კონსტიტუციის პროექტში არსებულ ცვილებებზე?
-ჩვენ აქტიურად არ ვეცნობით სტატისტიკას, ამიტომ არ ვიცით, რამდენი პროცენტია ქართული მიწების უცხოელების ხელში. თუმცა ჩანს, რომ პროცესი საგანგაშო ფორმას იღებს. ქალაქთან შედარებით უცხოელების ჩამოსახლება სოფლებში უფრო საშიშია, რადგან რისკი უფრო მაღალია ადგილობრივებთან კონპლიქტის გამოწვწვის. საგანგაშო სიტუაციაა თბილისში აღმაშნებელის ქუჩაზე, იქ ყველს სერიოზულ ობიექტებს უცხოელები ფლობენ, სადაც საეჭვო საქმიანობით არიან დაკავებულნი. რაც შეეხება ,,დიდგორობის“ სახელმწიფო დღესასწაულად გამოცახდებას, მე კმაყოფილი ვერ, რომ თურქეთმა სარკეში ჩაგვახედა და ჩვენი უსუსური სახე დაგვანახა. ,,ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია ყველა საბუთი გაფორმებული აქვთ თურქებთან, რაც კვირიკაშვილის მიერ თურქეთისთვის ქართული მიწის გადაცემით გამოიხატა. ქართული საზოგადოებისთვის კი არსებული ვითარება მეორე ხარისხოვანია, რადგან ყოფითი პრობელემებით არიან დამძიმებულნი.
–პოლიტიკოსები ინიციატივით გამოდიან, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღინიშნოს ისე, როგორც ევროპის ცივილიზებული ქვეყნები აღნიშნავენ. რას ემსახურება ეს ინიციატივა?
-ეს სასაცილოც აღარ არის, ჩვენთან იყო 9 მაისი, როდესაც გერმანიამ ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციის აქტს. ბატონებო, ამერიკის დროზე ხომ არ გადავიდეთ? ამ ნაბიჯით საკითხი წარმოჩენილია, ისე თითქოს საბჭითა კავშირს არ მიუღწევია გამარჯვებისთვის. ხაზს ვუსვამ, სწორედ, რუსეთის მიერ სავაჭრო ეკონომიკის შერბილებამ გადაარჩინა სააკაშვილის ნაძარცვი ეკონომიკა. ახლა კი დასავლეთის დაკვეთაა, რომ არ მოხერხდეს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება.
ესაუბრა ეკა ზარნაძე