Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკისა და ევროპის მოსახლეობამ ტაძარს ზურგი აქცია

ამერიკისა და ევროპის მოსახლეობამ ტაძარს ზურგი აქცია

211
ამერიკისა და ევროპის მოსახლეობამ ტაძარს ზურგი აქცია

სოციოლოგები ეკლესიებიდან მრევლის მასობრივ გაქცევაზე ალაპარაკდნენ. აშშში _ ოდესღაც ერთერთ ძალიან რელიგიურ ქვეყანაში _ სულ უფრო მეტი მორწმუნე ამჯობინებს, შინ ილოცოს. გავრცელდება თუ არა ეს ტენდენცია სხვა ქვეყნებზეც?

ახალგაზრდობა გარბის

“ხოლო, როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს, _ წამკითხველი გაიგებს. მაშინ იუდას მყოფნი მთებს შეფარონ” (მათეს სახარება 24:15). ეს ფრაზა მათეს სახარებიდან ბოლო ჟამს ეძღვნება. დედამიწას, ქრისტიანული სწავლების მიხედვით, საშინელი კატაკლიზმები ელის. შემდეგ მოვა ანტიქრისტე. ეს წინასწარმეტყველება ყოველთვის აშფოთებდა და აშფოთებს მორწმუნეებს, განსაკუთრებით აშშში, სადაც მათი რაოდენობა ბევრია _ 82 პროცენტი. ამერიკელების მოთხოვნებიც დაკმაყოფილებულია _ მსოფლიოში არსად არ არის იმდენი კონფესია და ტაძარი, რამდენიც აშშში _ თითქმის 400 ათასი.

მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მათ ელის “გაპარტახების სიბილწე”. სოციოლოგიის სფეროში ყველაზე დიდი და პრესტიჟული კვლევითი ორგანიზაციის _ გელაპის ინსტიტუტის მონაცემებით, რელიგიური ამერიკელები ტოვებენ ეკლესიას, მეჩეთებსა და სინაგოგებს. მათი მხოლოდ 47 პროცენტი დადის “ღვთის სახლში”. 1999 წელს კი მათი რაოდენობა 70% იყო. მონაცემებმა განსაკუთრებით შეაშფოთა პროტესტანტი სამღვდელოება. ამ მიმდინარეობას თავს მიაკუთვნებს ბევრი ამერიკელი, რომელთა გადაბირებისთვის სხვადასხვა ორგანიზაცია იბრძვის _ პროპაგანდას ეწევიან არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში. სხვათა შორის, რამდენიმე რელიგიური ტელეარხი აშშ-ის ყველაზე რეიტინგული ტელევიზიების ათეულში შედის.

კათოლიკური მესა ლვოვში
კათოლიკური მესა ლვოვში

ტაძრებში მიმსვლელთა შემცირება შეიძლება თაობათა ცვლით აიხსნას. უფროსი თაობის ამერიკელები ცოტანი დარჩნენ. მოწიფული და ახალგაზრდა ამერიკელები კი სულ უფრო იშვიათად დადიან ეკლესიაში. და ეს ტენდენცია თვალში საცემია”, _ ამბობენ გელაპის ინსტიტუტის წარმომადგენლები.

“ამის გამო, _ აღნიშნავენ მეცნიერები, _ ბოლო წლებში აშშ-ში ათასობით ეკლესია დაიხურა, პროცესი დააჩქარა პანდემიამ, როცა რამდენიმე შტატში მორწმუნეებს ეკლესიაში სიარული აუკრძალეს”.

მართლმადიდებული საკათედრო ტაძარი სან ფრანცისკოში
მართლმადიდებული საკათედრო ტაძარი სან ფრანცისკოში

მუსლიმანთა რაოდენობამ მოიმატა

ის, რაც ამერიკისთვის სიახლეა, ევროპისთვის ჩვეულებრივი ამბავია _ ჯერ კიდევ X საუკუნის დასაწყისში ჩიოდნენ მღვდელმსახურები მრევლის შემცირებაზე.

მთავარი მიზეზი დემოგრაფიული ვითარებაა. მკვიდრი ევროპელები ბერდებიან, მათ ცვლიან მიგრანტები მუსლიმური ქვეყნებიდან, რომელთა ოჯახებშიც, როგორც წესი, სამ ბავშვზე ნაკლები არ არის. სოციოლოგების დასკვნით, 2060 წლისთვის ქრისტიანების რაოდენობა 34 პროცენტით მოიმატებს, მუსლიმების _ 70%-ით. ისლამის მიმდევართა რაოდენობის მატებას ირიბად ადასტურებს “გუგლის” საძიებო სისტემის მონაცემებიც. აპრილში კომპანიამ განაცხადა, რომ ევროპელთა შორის სიტყვა “რამადანის” მოძიების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა სიტყვა “აღდგომის” მოძიების რაოდენობას. ამასთანავე, სხვაობა საკმაოდ დიდია.

ამჟამად კონტინენტზე დაახლოებით 554 მლნ ქრისტიანი ცხოვრობს. მუსლიმთა რაოდენობის დაანგარიშება კი საკმაოდ რთულია. სხვადასხვა მონაცემით, ისინი 15-დან 30 მლნ-მდე არიან, თანაც მხოლოდ შენგენის ზონასა და დიდ ბრიტანეთში.

გოთიკური ტაძარი კელნში
გოთიკური ტაძარი კელნში

მუსლიმთა რაოდენობის მატების მიხედვით ლიდერია გერმანია. იქ ამჟამად, ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხების ფედერალური უწყების მონაცემებით, 5 მლნ მუსლიმი ცხოვრობს. 5 წლის წინათ მათი რაოდენობა მილიონით ნაკლები იყო. გერმანიაში მუსლიმებს შორის თურქები ჭარბობენ, შემდეგ მოდიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან წამოსულები, შემდეგ _ ჩრდილოეთ აფრიკიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან (ალბანეთი და ბოსნია).

რაც მთავარია, ევროპელ მუსლიმთა უმრავლესობა რეგულარულად სტუმრობს მეჩეთს, ეკლესიებში კი ქრისტიანების მხოლოდ ნახევარი დადის.

“პანდემიამ, რომელმაც ტაძრების დაკეტვა გამოიწვია, მორწმუნეები ორ ბანაკად გაყო: პრაქტიკოსებად (რომლებიც იცავდნენ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს) და იმ ადამიანებად, რომლებიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ.

მორწმუნეები გაიყვნენ არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც, თუმცა იქ საინტერესო ტენდენცია შეიმჩნევა: მორწმუნეთა რაოდენობა მცირდება, ეკლესიაში მიმსვლელთა კი პირიქით _ მატულობს. აფრიკის, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში რელიგიური ადამიანების რაოდენობა მატულობს, განსაკუთრებით ინდოეთში, სადაც აქტიურობენ ქრისტიანები და მუსლიმანური მისიები. ამასთანავე, მსოფლიოში ბევრია ადამიანი, რომლებიც მზად არ არიან, აღიარონ, რომ ათეისტია და არ ენდობიან რელიგიურ ინსტიტუტებს.

საინტერესოა ამ მხრივ ვითარება ყველაზე დიდ მართლმადიდებლურ ქვეყანაში _ რუსეთში. ოფიციალური მონაცემების თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 66% თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს _ ეს მონაცემი 9%-ით ნაკლებია, ვიდრე იყო 2020 წელს. მათგან მხოლოდ 13 პროცენტი იცავს დიდმარხვას, კიდევ უფრო ნაკლები მიდის ეკლესიაში შობისა და აღდგომის დღესასწაულებზე.

ათეისტების რაოდენობამ კი 2017 წლიდან 2-ჯერ მოიმატა და 13 პროცენტს მიაღწია. დაახლოებით ამდენი მუსლიმი ცხოვრობს ქვეყანაში.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here