Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელ სენატორს ბავშვების პორნო უპოვეს

ამერიკელ სენატორს ბავშვების პორნო უპოვეს

1300
მაიკ ფოლმერს

სენატორს პენსილვანიის შტატიდან _ მაიკ ფოლმერს ბრალი წაუყენეს რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში, რომლებიც ბავშვების სექსუალურ ხელშეუხებლობასთან არის დაკავშირებული. ეს განაცხადა შტატის გენპროკურორმა.

რესპუბლიკური პარტიის წევრის, 64 წლის მაიკ ფოლმერის სახლის ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში იპოვეს პორნოგრაფიული მასალები ბავშვების მონაწილეობით. ამის საფუძველზე წაუყენეს მას ბრალდება ბავშვებზე ძალადობის, ბავშვთა პორნოგრაფიისა და კავშირგაბმულობის საშუალებათა დანაშაულებრივ გამოყენებაში.

შტატის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა: “არავინ დგას კანონზე მაღლა, მიუხედავად იმისა, რა ადგილი უკავია ძალოვან სტრუქტურაში”.

იუწყებიან, რომ სენატორი გაათავისუფლეს კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან. აშშ-ის მასმედია შეგვახსენებს, რომ ფოლმერი ახალბედა პოლიტიკოსი არ არის. პენსილვანიის შტატის პარლამენტში იგი პირველად 2006 წელს აირჩიეს, ბოლოს მეოთხე ვადით _ 2018 წელს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here