Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელ მილიარდერებს “რევოლუციონერი” შავკანიანები და გეები კომპანიების დირექტორთა საბჭოებში შეჰყავთ

ამერიკელ მილიარდერებს “რევოლუციონერი” შავკანიანები და გეები კომპანიების დირექტორთა საბჭოებში შეჰყავთ

712
ამერიკელ მილიარდერებს “რევოლუციონერი” შავკანიანები და გეები კომპანიების დირექტორთა საბჭოებში შეჰყავთ

აშშში პოლიტკორექტულობისთვის ბრძოლამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, ბანკებისა და კორპორაციების ხელმძღვანელებმა ერთმანეთის მიყოლებით აიტაცეს რადიკალური მემარცხენე რიტორიკა და შემოაქვთ სიმბოლური ზომები დამცირებულთა და ჩაგრულთა, შავკანიანთა და სექსუმცირესობის უფლებებისთვის ბრძოლაში. მაგრამ რა რეალური მოტივები დგას ამ ლამაზი ჟესტების უკან?

აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან შტატ კალიფორნიაში დაიწყო მასშტაბური სასამართლო დავები, რომელთა გაშუქებასაც თავს არიდებენ ამერიკული მედიასაშუალებები. კონფლიქტის არსი საკმაოდ არაპოლიტკორექტულია. ადგილობრივი ბიზნესთანამეგობრობის წარმომადგენლებმა შტატის ხელისუფლება აავსეს სარჩელებით შემოდგომაზე მიღებული კანონის გამო, რომელიც ავალდებულებს შტატში მომუშავე თითოეულ კომპანიას, დირექტორთა საბჭოში ჰყავდეს უმცირესობების, სულ ცოტა, 2-3 წარმომადგენელი.

კალიფორნიაში უკვე არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც თითოეული კომპანიის დირექტორთა საბჭოში უნდა იყოს, სულ ცოტა, ერთი ქალი. ახლა ქალების კვოტას დაემატა ნაციონალური და სექსუალური უმცირესობების კვოტები. ეს ეხება ათასობით კომპანიას, რომლებიც ამ კვოტების გარეშე მშვენივრად მუშაობდნენ. კალიფორნია აშშის ყველაზე მდიდარი შტატების სიაშია, მისი ეკონომიკა მსოფლიოს ყველაზე აყვავებული ეკონომიკებს შორისაა. ბევრი ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ კვოტების უაზრო წესები შტატის ეკონომიკას დააზარალებს.

გუბერნატორ გევინ ნიუსონის მიერ ხელმოწერილ კანონთან იურიდიული პრეტენზიებიც არსებობს _ ის ზღუდავს მეწარმეთა თავისუფლებას. კიდევ უფრო მეტი კითხვაა ლოგიკური, მაგალითად, დირექტორთა საბჭოებში უმცირესობების რამდენიმე წარმომადგენლის ყოფნა როგორ შეცვლის მათი მილიონობით თანამოძმის რეალურ მდგომარეობას? როგორ შეესაბამება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს კანონმდებელთა ფსევდოდემოკრატიული ინიციატივები? როგორ შეძლებენ კომუნისტებად და ინტერნაციონალისტებად თავის წარმოჩენას მილიარდობით შემოსავლის მქონე დიდი კორპორაციების ხელმძღვანელები?

კალიფორნიული სასამართლო დავების პარალელურად ამერიკულმა ბირჟამ _ NASDAQ-მა გამოაცხადა, რომ 2021 წელს თავის მოედანზე არ შეუშვებს კომპანიებს, თუკი მათ დირექტორთა საბჭოებში არ იქნება უმცირესობის 2 წარმომადგენელი, მაგალითად, ქალი და გეი ან ინვალიდი და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი. მცირე და ღარიბი კომპანიებისთვის დაშვებულია გამონაკლისი _ მათ შეუძლიათ, ჰყავდეთ ორი ქალი. იმ კომპანიებმა, რომლებიც მოხვდნენ ჩამონათვალში, დირექტორთა საბჭოში ცვლილებები უნდა შეიტანონ. სხვაგვარად, მათ მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვაზე _ რატომ ხართ გეების გარეშე?

აქვს კი NASDAQ-ს ასეთი უფლებამოსილება? რა თქმა უნდა. ელექტრონული ბირჟა ძალიან მკაცრად ადევნებს თვალყურს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასა და შემოსავლებს. როგორც კი რომელიმე კომპანია ვეღარ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მას მყისვე შლიან სიიდან. ახლა ფინანსურ მოთხოვნებს დაემატა პოლიტიკურიც. მართალია, კომპანიებს შეუძლიათ იჩივლონ, რომ მოთხოვნა არაკონსტიტუციურია, მაგრამ ბირჟის იურისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა სასამართლო პროცესს მოიგებენ.

ამერიკელ მილიარდერებს “რევოლუციონერი” შავკანიანები და გეები კომპანიების დირექტორთა საბჭოებში შეჰყავთ

ეს ყველაფერი სიგიჟედ გამოიყურება, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ბირჟები ბაზრის სტიქიურობის განსახიერებაა. კომპანიის ფინანსური მომხიბვლელობის გარდა იქ სხვა არაფერია. რა ეკონომიკურ წარმატებას მოუტანს ფირმას, მაგალითად, შავკანიანი ლესბოსელი, თუ მას დირექტორთა საბჭოში შეიყვანს? რა გავლენას იქონიებს მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლების ან ტრანსგენდერების ყოლა კორპორაციაში აქციების კურსზე? კრიტიკოსებმა უკვე აღნიშნეს, რომ ეს ინიციატივა დამამცირებელია თვითონ უმცირესობის წარმომადგენლებისთვის. ისინი შეიძლება მოხვდნენ დირექტორთა საბჭოში თავიანთი გენიალური მენეჯერული მონაცემების, შრომისმოყვარეობისა და საქმისადმი ერთგულების გამო, “მაგრამ მას ყოველთვის ზემოდან დახედავენ, როგორც ადამიანს, რომელმაც ადგილი კვოტის მიხედვით დაიკავა. დირექტორთა საბჭოს ნებისმიერ შავკანიან წევრზე იტყვიან: “ეს ზანგი დირექტორთა საბჭოდანაა”. გეიზე კი იტყვიან: “ეს ის გეია”, _ ასე დასცინა NASDAQ-ის ინიციატივას ინტერნეტგამოცემა Washingtonexaminer-მა.

აშშში წლების განმავლობაში ეჭვის თვალით უყურებდნენ უმაღლესი თანამდებობის შავკანიან პირს. არასასიამოვნო კითხვების თავიდან აცილების მიზნით, შავკანიანი მმართველები ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე მიდიოდნენ თეთრკანიან მეგობართან ერთად, რომელიც აწარმოებდა კიდეც მოლაპარაკებას.

ბირჟა NASDAQ-მა მოღვაწეობა დაიწყო 1970-იან წლებში. ეს იყო ვაჭრობის პირველი ელექტრონული სისტემა მსოფლიოში. ის ამბიციურ და არც ისე მდიდარ კომპანიებს, რომლებსაც არ შეეძლიათ ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობა, აქციებს ბირჟაზე გასვლის საშუალებას აძლევდა. აქ მოიფიქრეს და განახორციელეს პირველად IPO _ აქციების პირველადი განთავსება.

“ეს ბირჟა მრავალი წლის განმავლობაში იყო შესანიშნავად მომუშავე საბაზრო ინსტრუმენტი. აქ გამდიდრდნენ თანამედროვე კომპანიები _ Star hucks-ი და Nettlix-ი, Moderna და Phizer-ი. უბრალოებამ და სიიაფემ მიიპყრო ისეთი კომპანიების ყურადღება, როგორებიც არის Mickrosoft-ი, Nvidia, Adode.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, NASDAQ- წარმატების სიმბოლო და მიზანი იყო თითოეული სტარტაპისთვის. დღეს კი ეს ნაკრძალია ბიზნესის ტიტანებისთვის. მათი კოლოსალური მოგება უკვე არა პატივისცემას, არამედ გაღიზიანებას იწვევს. მასები ეჭვობენ, რომ ამ მილიარდებს მათი ჯიბეებიდან ქაჩავენ, ამიტომ, თავიდან რომ აეცილებინა კანონიერი კითხვები ფულის წარმომავლობის შესახებ, ბირჟის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ყველაზე მოდური რიტორიკით შეიარაღებულიყო და გამოსულიყო ინიციატივით უმცირესობის დაცვის შესახებ.

ეს ინიციატივა მოჰყვა საინვესტიციო ბანაკის, Goldman Sachs-ის, განცხადებას იმის შესახებ, რომ კერძო კომპანიების აქციების პირველად საჯარო გაყიდვას არ დაიწყებს, თუ მისი დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში არ იქნება უმცირესობის, სულ მცირე, 2 წარმომადგენელი. Goldman Sachsთან ამერიკულ საზოგადოებას ბევრი კითხვა დაუგროვდა ჯერ კიდევ 2007-2008 წლის კრიზისის პერიოდიდან. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ინვესტბანკის ხელმძღვანელობამ უძრავი ქონების ბაზარზე ფასების დაცემაზე ითამაშა და დიდძალი ფული გამოიმუშავა იპოთეკურ კრახზე, რომელმაც ბიძგი მისცა კრიზისს.

დღეს კი ეკონომიკის სასტიკი კრიზისის ფონზე, რომლის ბენეფიციარები კვლავ დიდი ბანკები არიან, დევიდ სოლომონი, Goldman Sachs-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სულ უფრო მეტ მემარცხენე ინიციატივებს აფრქვევს.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს აშშის უმდიდრესი მოქალაქეები ერთდროულად იქცნენ მარქსისტებად. პრაქტიკულად, ერთდროულად გამოვიდა თავისი ინიციატივით Facebookიც. მიმდინარე წლის მაისში სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 20 მილიონ დოლარს გაიღებდა მცირე ბიზნესის დასახმარებლად. საინტერესოა, რომ 2020 წლის მაისში აშშ-ში კარანტინი იყო გამოცხადებული და მცირე ბიზნესი, მათ შორის პატარა მაღაზიები, კაფეები და საპარიკმახეროები, რომელთა მფლობელები იყვნენ ქალები ან უმცირესობის წარმომადგენლები, მასობრივად კოტრდებოდა. სამაგიეროდ, მკვეთრად იმატებდა ინტერნეტვაჭრობა და Facebook-ის აქციების ფასი.

ამ კორპორაციამ, პრაქტიკულად, გაანადგურა საქონლის წვრილი რეალიზაცია სამომხმარებლო ბაზარზე და მასთან ერთად მილიონობით ადამიანის საარსებო წყარო, ამიტომ სახალხო აღშფოთების ჩასაცხრობად 20 მლნ გადაუყარეს გაკოტრებულ მეწარმეებს _ მოგებიდან უმნიშვნელო პროცენტი. ზუსტად ასე აძლევდნენ მილიონობით დოლარს ამა წლის ზაფხულში Black Lives Matterის წარმომადგენლებსაც მსოფლიოს უდიდესი კორპორაციები _ Amazonით დაწყებული, Pokemonით დამთავრებული. ამას თითქმის არ უმოქმედია აშშის შავკანიან უმცირესობაზე. ის კვლავ განიცდის ტოტალურ უპერსპექტივობას, კორპორაციებმა კი ოდნავ გამოისწორეს იმიჯი.

მემარცხენე რიტორიკა, ბრძოლა დამცირებულთა და ჩაგრულთა უფლებებისთვის _ ეს ყველაფერი გაოცებს თავისი ცინიზმით, როცა ისმის მილიარდერთა ბაგეებიდან. საინტერესოა, როდემდე მოითმენენ ამას დასავლეთის ხალხები.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here