2019 წელს თავიანთი საქმიანობის სრულფასოვნად წასამართად ამერიკის მზვერავებს 59,9 მილიარდი დოლარი დაჭირდებათ. ასეთი მოთხოვნა კონგრესს წარედგინა.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის დენიელ ქოუტსის აპარატში აღნიშნეს, რომ მოთხოვნილი თანხის რაოდენობაში შედის საზღვარგარეთ ჩასატარებელი ოპერაციების დაფინანსება. სხვა ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ არ გამოქვეყნდება, რადგან ამან შეიძლება დააზარალოს აშშ-ის უშიშროება. მედიაში აღნიშნავენ, რომ გამოქვეყნებულ ბიუჯეტში არ შედის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ხარჯი, რომელიც, სავარაუდოდ, 21,2 დოლარს უდრის. ამრიგად საერთო ხარჯი 81,1 მილიარდი დოლარის ტოლია.
2016 წელს დაზვერვისთვის აშშ-მა 70,7 მილიარდი დოლარი დახარჯა, 2017 წელს _ 73 მილიარდი.