“აშშ–ს უნდა უშინოდეს არა რუსეთის, არამედ საკუთარი თავის, რადგან სულ უფრო ბაძავს ყოფილ მოწინააღმდეგე სსრკ–ს, თანაც ცუდ ასპექტებში”, _ წერს ამერიკელი ისტორიკოსი, აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი უილიამ ჯ. ესტორი სტატიაში, რომელიც გამოცემა The Nation–მა გამოაქვეყნა.
ესტორმა გაიხსენა The Atlantic-ში 2001 წელს გამოქვეყნებული წერილი, რომლის ავტორმა “რუსეთის აღსასრულის დასაწყისი” გამოაცხადა. ესტორის თქმით, 16 წლის შემდეგ ცხადია, რომ The Atlantic -ში გამოქვეყნებული წერილის ავტორი აჩქარდა რუსეთისთვის განაჩენის გამოტანისას, რადგან რუსეთი დღეს, მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა, გეოპოლიტიკურად მძლავრი სახელმწიფოა, სამაგიეროდ, ამერიკელები პირიქით _ ნელ-ნელა გარდაიქმნებიან ნაციად, რომელსაც ახასიათებს “შეუქცევადი დაცემა”.
“აშშ-ს ნამდვილად აქვს საბჭოეთის პრობლემა და ახლა მე არ ვლაპარაკობ ვაშინგტონის მხრიდან მრავალრიცხოვან პრობლემებზე, _ აღნიშნავს ესტორი, რომელიც გულისხმობს ამერიკელი მაღალჩინოსნების მცდელობებს, გამოავლინონ რაღაც კავშირები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და მოსკოვს შორის. _ ამერიკის რეალური “წითელი საფრთხე” თვითონ მის შიგნითაა”.
ესტორი წერს, რომ 1986 წელს, როგორც სამხედრო, ესწრებოდა საიდუმლო ბრიფინგს სსრკ-ის საკითხებზე. ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირი არის ავტორიტარული სახელმწიფო, იქ გამუდმებით უთვალთვალებენ მოქალაქეებს, ამ ქვეყანას აქვს ეკონომიკა, რომელიც მსოფლიოში იარაღის გაყიდვით საზრდოობს. ეს არის იმპერიალისტური სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოზე ბატონობისკენ მიისწრაფვის, საშინაო პრობლემები კი მიჩქმალულია, თუმცა ღარიბდება საგარეო პოლიტიკის, კერძოდ, ავღანეთში ომის გამო; ამას გარდა, სსრკ-ის რესურსებს აქტიურად იყენებენ სხვა სახელმწიფოები, სანაცვლოდ კი არაფერს გაიღებენ.
ესტორი ასკვნის, რომ პრობლემები, რომლებიც 1986 წელს სსრკ-ს ჰქონდა, ძალიან ჰგავს იმას, რაც დღეს აშშ-ში ხდება.