“ნატო მრავალი წლის წინათ უნდა დაშლილიყო”, _ ამბობს ამერიკელი პოლიტოლოგი ერიკ ზიუსი პორტალ The Duran–ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით “ნატო _ ყველაზე დიდი საფრთხე მსოფლიოსთვის”.
“ბრიტანულმა გაზეთმა “Dayli Mail”-მა 8 ნოემბერს განაცხადა: “ნატო ეუბნება ევროპას, რომ უნდა მოემზადოს “მასშტაბური მობილიზაციისთვის”. ალიანსის ხელმძღვანელები მოითხოვენ, ყველა გზა, ხიდი და სარკინიგზო მაგისტრალი მოწესრიგდეს და გაუმჯობესდეს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ტანკებისა და მძიმე სატრანსპორტო საშუალებების მობილიზება”.
სინამდვილეში ეს კეთდება რუსეთში შეჭრის მიზნით, მაგრამ გაზეთმა ეს ისე წარმოაჩინა, რომ თითქოს მიზანი მხოლოდ და მხოლოდ “რუსეთის აგრესიაზე” პასუხია.
სტატიაში შემდეგ წერია:
“ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ევროპას, განაახლოს ინფრასტრუქტურა, რადგან ალიანსი “ცივი ომის” პერიოდიდან პირველად აპირებს თავისი სამეთაურო სტრუქტურის გადაწყობას. ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა თქვა: “ნატოს სჭირდება განახლებული სამეთაურო სტრუქტურა, რათა უზრუნველყოს ძალების განლაგება საჭირო ადგილზე საჭირო დროს. ჩვენ, აგრეთვე, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ყველა გზა და ხიდი კარგ მდგომარეობაშია და შევძლებთ სატრანსპორტო საშუალებების, ტანკებისა და მძიმე მოწყობილობების სწრაფად მობილიზებას. ნატოს თავისი მოთხოვნები აქვს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართ”.
ამრიგად, ნატო არც კი მალავს, რომ დღესაც განაგრძობს ცივ ომს რუსეთის წინააღმდეგ.
ალიანსი შეიქმნა “ევროპის დასაცავად საბჭოთა გავლენისგან” და, შესაბამისად, უნდა დაშლილიყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად წინ წამოიწია დასავლელი ბიზნესმენების კორპორაციულმა ინტერესებმა და ახლა ცივი ომი კიდევ უფრო გაჩაღდა.
ესკალაცია, რომელიც ხორციელდება ცრუ საბაბით, თითქოს საფრთხეს ქმნის “რუსული აგრესია”, აიძულებს რუსეთს, ანალოგიურად უპასუხოს და გაზარდოს თავისი სამხედრო ბიუჯეტი, აგრეთვე, გამართოს სამხედრო სწავლებები. თავის მხრივ, დასავლეთის ქვეყნები მოსკოვის საპასუხო ზომებს “რუსეთის საფრთხის” გაძლიერებას უწოდებენ, თითქოს თვითონ ნატომ არ აიძულა რუსეთი, დაეწყო თავისი სამხედრო თავდაცვის გაძლიერება.
სამხედრო მრეწველობის ისეთი ამერიკული კომპანიები, როგორებიც არის Lockhed Martin-ი და BAE, ძალიან არიან დამოკიდებულნი ცივი ომის ატმოსფეროს დაძაბვაზე. კონფლიქტებისა და ომის გაჩაღება მათთვის გამდიდრების შესანიშნავი შესაძლებლობაა. ამაში უოლ სტრიტიც აქტიურად მონაწილეობს და ამერიკელი მილიარდერების უმრავლესობას აქვს თავისი სამხედრო ინვესტიციები.
ეკონომიკური თეორია ყველა შესყიდვასა და გაყიდვას განიხილავს, როგორც “ეკონომიკურ ზრდას”. ეს ნიშნავს, რომ მასობრივი მკვლელობების ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა იგივე “ეკონომიკური ზრდაა”, როგორც, მაგალითად, ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამერიკელი ნეოლიბერალები ისევე უჭერენ მხარს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, როგორც ნეოკოსერვატორები. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ ლიბერალები ამ საკითხს განიხილავენ არა საგარეო პოლიტიკის (“დაპყრობა”), არამედ საშინაო პოლიტიკის (“ეკონომიკური ზრდა”) კუთხით. ორივე პერსპექტივა არისტოკრატებისა და მილიარდერების ინტერესებს ემსახურება. ეს ნეოლიბერალურ-ნეოკონსერვატიული კონსენსუსი დასავლეთში სამხედრო კორპორაციებს უნარჩუნებს მოგებას. ეს არის ე.წ. ვაშინგტონური კონსენსუსი. ჯერ კიდევ 1991 წელს, როცა სსრკ–ის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი იყო და საბჭოთა კავშირის დაშლა, ნათლად ჩანდა, ნატოში 16 წევრი ქვეყანა იყო. შემდეგ ათწლეულში, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში, ნატომ აქტიურად დაიწყო გაფართოება და მიიერთა ქვეყნები, რომლებიც ადრე ან სსრკ–ის ნაწილი იყო, ან მისი მოკავშირე.
საბჭოთა კავშირში გაერთიანებული იყო შემდეგი ქვეყნები: რუსეთი, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდავეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. ნატომ ანტირუსულ ალიანსში გადაიბირა: ლიტვა (2004 წ.), ლატვია (2004 წ.) და ესტონეთი (2004 წ.), ახლა უკრაინისა და მოლდოვის გადაბირებას ცდილობს.
დღეს ნატო, ფაქტობრივად, გადაიქცა ანტირუსულ სამხედრო ალიანსად. აშშ–ის პარტნიორ ქვეყნებში, რომელთა მოსახლეობასაც რეგულარულად ურეცხავენ ტვინს, ანტირუსული ალიანსის გაფართოება “აგრესიად” არ მიაჩნიათ, რუსეთის ისეთ მეგობარ ქვეყნებზე თავდასხმაც კი, როგორიც არის ერაყი, ლიბია და სირია, სათვალავში არ შედის. დასავლური მასმედია კი დუმს იმაზე, რომ აშშ სინამდვილეში ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის. რუსეთის ყოფილი 10 მოკავშირე ახლა ანტირუსულ ალიანსშია. ამასთანავე, ნატო რუსეთს “აგრესიაში” ადანაშაულებს, არავინ ლაპარაკობს იმაზე, როგორი რეაქცია ექნებოდა აშშ-ს, თუ რუსეთი სათავეში ჩაუდგებოდა სამხედრო ალიანსს, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდნენ, მაგალითად, მექსიკა და კანადა, და ამ ქვეყნებს მოსთხოვდა, გაემაგრებინა ხიდები და ინფრასტრუქტურა სწრაფი სამხედრო მობილიზებისთვის.
როდის მოეღება ბოლო ნატოს არსებობას? რამდენი დრო დარჩა მესამე მსოფლიო ომამდე? ან ნატო დაიშლება (რაც მრავალი წლის წინათ უნდა მომხდარიყო), ან მსოფლიოს მოეღება ბოლო იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე ჩვენ გვგონია”.
მოამზადა
ლუკა მაისურაძემ