პოლიტიკური კვლევების ამერიკული ინსტიტუტის (IPS) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პანდემიის გამო მილიონობით ამერიკელმა დაკარგა სამუშაო, ამერიკელი მილიარდერების ქონებამ კი პანდემიის დაწყებიდან დღემდე 565 მლრდ–ით მოიმატა და 3,51 ტრილიონს მიაღწია.
Amazan-ის გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში პირველია. მისმა ქონებამ პანდემიის პერიოდში 36,2 მლრდ-ით მოიმატა; Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის ქონებამ _ 30,1 მლრდ-ით; ილონ მასკისამ კი _ 14,1 მლრდ-ით.
rg.ru– ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ