Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელი ბოისკაუტები ბიჭები აღარ არიან

ამერიკელი ბოისკაუტები ბიჭები აღარ არიან

1665
ამერიკა

ამერიკელი ბოისკაუტები იძულებულნი არიან, შეცვალონ თავიანთი ორგანიზაციის სახელწოდება Boy Scouts of America _ ამოიღონ სიტყვა BOY (ბიჭი). ბიჭების მშობლები შეშფოთებულნი არიან. მათი აზრით, ასეთი მანიპულაცია გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ ორგანიზაციას.

გაისიდან ამერიკაში ბოისკაუტები აღარ იქნებიან, რადგან სიტყვა “ბიჭს” შეცვლიან გენდერულ-ნეიტრალური ტერმინით:  Scouts BSA. ამას გვაუწყებს ადგილობრივი მედია. არადა, ამ ორგანიზაციის დანიშნულებაა ბიჭების კაცებად გაზრდა-ჩამოყალიბება. ბიჭების აღზრდა კი საფუძველშივე ეწინააღმდეგება გოგონების აღზრდის სპეციფიკას.

მშობლებს არ ესმით, რა აუცილებლობით არის გამოწვეული ასეთი გათანაბრება, როცა შტატებში არსებობს გერლსკაუტების (გოგონების) ორგანიზაციაც. ისინი დარწმუნებული არიან, რომ სახელწოდებაში მსგავსი ცვლილების შეტანა ეს არის დარტყმა ბოისკაუტების რეპუტაციაზე, რომლის მიღმაც პოლიტკორექტული ლიბერალები დგანან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here