Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელთა ცინიზმი

ამერიკელთა ცინიზმი

1152
სირია

პენტაგონმა სირიასა და ერაყში კოალიციის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა თითქმის ათჯერ შეამცირა

აშშის თავდაცვის სამინისტრომ ყალბი მონაცემები გამოაქვეყნა სირიასა და ერაყში აშშისა და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ _ მათი რაოდენობა თითქმის 10-ჯერ არის შემცირებული.

ამა წლის აპრილის ბოლოს ოპერაცია “ურყევი სიმტკიცის” გაერთიანებულმა სარდლობამ მსოფლიოს საზოგადოებრიობას წარუდგინა მოხსენება ერაყსა და სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ. აშშ-ის მიერ შექმნილი კოალიციის გენერლების აზრით, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე სირიასა და ერაყში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შედეგად (20 205 ავიადარტყმა) დაიღუპა 352 მშვიდობიანი მოქალაქე.

ციფრები, რომლებიც მოყვანილია ოპერაციაურყევი სიმტკიცისგაერთიანებული სარდლობის მოხსენებაში, ეჭვს იწვევს, რადგან კოალიციის მიერ განხორციელებული 20 205 ავიადარტყმის, სულ ცოტა, 30% მოდიოდა მჭიდროდ დასახლებულ კვარტლებზე ისეთი დიდი ქალაქებისა, როგორიც არის სირიაში რაკა (300 ათასზე მეტი მცხოვრები) და ერაყში _ მოსული (1,5 მლნ კაცი). ამ ქალაქებში მცხოვრებთა საერთო რაოდენობა 1,8 მლნ აჭარბებს, თანაც საომარი მოქმედებების (დაბომბვის) დაწყების წინ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია არ მომხდარა.

ამიტომ, ამერიკული კოალიციის ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის ინტენსივობიდან გამომდინარე, მოხსენებაში მოყვანილი ციფრები, რბილად რომ ითქვას, შემცირებულია, ხოლო პირდაპირ თუ ვიტყვით, ბანალური ტყუილია.

ვებგვერდ Airwars.orgის მონაცემებით, ოპერაციაურყევი სიმტკიცისდაწყებიდან დღემდე 3 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ერაყული ვებგვერდი IBQ (Iraq Body Qoynt)- კი უფრო მეტი დაღუპულის შესახებ იუწყება. სირიაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მაგრამ, სპეციალისტთა აზრით, არანაკლებია ერაყში დაღუპულებზე.

მხოლოდ ამა წლის მაისის დასაწყისში ერაყის სხვადასხვა ქალაქში, კოალიციის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების შედეგად, 63 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის _ 9 ბავშვი. აღსანიშნავია, რომ ადამიანები მხოლოდ დაბომბვის შედეგად არ დახოცილან, იშვიათი არ არის შემთხვევა, როცა კოალიციის წარმომადგენლები მშვიდობიან ადამიანებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან _ ჰგონიათ, რომ ისინიისლამური სახელმწიფოსმებრძოლები არიან. მაგალითად, 2017 წლის 1 მაისს ქალაქ მოსულის ერთერთ გათავისუფლებულ რაიონში კოალიციის ქვედანაყოფებისინსტრუქტორებმაორი ახალგაზრდა გამოასალმეს სიცოცხლეს, როცა მათ სამხედროების მიერ ინგლისურ ენაზე გაცემული ბრძანება არ შეასრულეს.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here