Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელები ქართველი “გუაიდოების” გამოზრდას იწყებენ

ამერიკელები ქართველი “გუაიდოების” გამოზრდას იწყებენ

1138
ამერიკელები ქართველი “გუაიდოების” გამოზრდას იწყებენ

აშშის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აპირებს, “გააფართოოსქართველების საარჩევნო უფლებები, მოამზადოს მომავალი პოლიტიკური ლიდერები და თვალყური ადევნოს არჩევნების პროცესს ქვეყანაში. ამისათვის კი აშშ მზად არის, დახარჯოს 4-5 მლნ დოლარი. როგორც აღნიშნულია გრანტის აღწერილობაში, ვაშინგტონს, აგრეთვე, განზრახული აქვს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ახალგაზრდებს შეასწავლოსდემოკრატიული მმართველობის პრინციპები”.

საქართველოში აშშ-ის სტრატეგიის ძირითადი მიზანი არის დასავლეთზე ორიენტირებული დემოკრატიული გარდაქმნები. ექსპერტთა აზრით, ამერიკის შეერთებული შტატები ტრადიციულად ერევა სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში და განზრახული აქვს, განაგრძოს საქართველოს პოლიტიკის გაკონტროლება.

ეს ტრადიციულად ასეა აშშისთვის _ ის ერევა ყველა სხვა ქვეყნის არჩევნებში, რომლებიც ამის უფლებას აძლევენ, და ცდილობს, გააკეთოს ეს ყველგან, სადაც ამის უფლებას არ აძლევენ. ამ შემთხვევაში საქართველო აძლევს ამის უფლებასამერიკელებს სურთ, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად იყოს დამოკიდებული მათზე. დაყავი და იბატონე _ ეს ვაშინგტონის ტრადიციული პოზიციაა ისეთი პატარა და არცთუ ძლიერი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა”, _ განაცხადა ჰუმანიტარულ-პოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელმა ვლადიმერ ბრუგერმა.

ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც USAID ახორციელებს საქართველოში. 2018 წლის ნოემბერში ცნობილი შეიქნა, რომ ვაშინგტონი ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს 18,5 მლნ დოლარს გამოუყოფს ეკონომიკის განვითარებისთვის. იმავე USAID-ის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და დღეში 2,5 დოლარით ცხოვრობს, პროგრესს კი, სააგენტოს აზრით, ხელს უშლის, რა თქმა უნდა, რუსეთი.

ეკონომიკური გამოწვევები ღრმავდება რუსული პროპაგანდით, რომელიც მიმართულია ევროინტეგრაციის მხარდაჭერისა და დასავლური ორიენტაციის წინააღმდეგ”, _ ნათქვამია დოკუმენტში.

USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში სააგენტომ პროექტებზე დახარჯა დაახლოებით 1,8 მლრდ დოლარი.

“როდესაც აშშ რაღაცით არის უკმაყოფილო… იწყებს ახალი პოლიტიკური ძალის აღზრდას, რასაც ფულადი ინიექციებით განამტკიცებს”, _ განუცხადა პოლიტოლოგმა იგორ გვრიტიშვილმა Russia Today-ს. პოლიტოლოგ ალექსანდრე ასაფოვის აზრით კი, მსგავსი სცენარის რეალიზაციას ვაშინგტონი ბევრ ქვეყანაში ცდილობს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ “ფერადი რევოლუციების” პოპულარული სცენარის გამოყენებას ბევრ ქვეყანაში ცდილობენ. ამის ბოლო მაგალითია ვენესუელა, სერბეთი, ზიმბაბვე… _ სრულიად განსხვავებული ქვეყნები დედამიწის სხვადასხვა წერტილში”, _ დასძინა პოლიტოლოგმა.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here