Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელები საკუთარ თავს კანონსა და საერთაშორისო სამართალზე მაღლა აყენებენ

ამერიკელები საკუთარ თავს კანონსა და საერთაშორისო სამართალზე მაღლა აყენებენ

ისინი არაფრად აგდებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს

973
ამერიკელები საკუთარ თავს კანონსა და საერთაშორისო სამართალზე მაღლა აყენებენ

აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში _ ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს თავისი მოქალაქეების დასაცავად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან, თვით სანქციების შემოღებამდე მოსამართლეების მიმართ.

ეს არ არის რიგითი ამერიკელი “ქორის” ფრაზა, პირიქით _ ბოლტონის განცხადება ამერიკის მრავალწლიანი პოლიტიკის კალაპოტში ჯდება და მისი განვითარების ლოგიკური მიმართულებაა.

აშშ დაძაბული ურთიერთობა აქვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან 2000-იანი წლების დასაწყისში ჰააგაში მისი დაფუძნების დღიდანვე. აშშმა ხელი მოაწერა .. რომის სტატუსს, რომლითაც დაფუძნებულია ეს სასამართლო, მაგრამ კონგრესში მის რატიფიკაციამდე საქმე არ მისულა, ორიოდე წლის შემდეგ კი ვაშინგტონმა საერთოდ გაიწვია თავისი ხელმოწერა დოკუმენტიდან. ამას გარდა, აშშმა კანონმდებლობით უფლება მისცა თავის სტრუქტურებს, ძალის გამოყენებით გაათავისუფლოს ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ორდერით არიან დაპატიმრებული და ზოგიერთ ქვეყანასთან გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიხედვით ამერიკის მოქალაქეს არ გადასცემენ ამ სასამართლოს.

ასეთი პოზიციის მიზეზი საიდუმლო არავისთვისაა და ძალიან მარტივია: ამერიკის შეერთებული შტატები, პირველ რიგში, იცავს თავის იმ მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება იქცნენ ჰააგის სასამართლოს დევნის ობიექტებად ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის ქვეყნებში, სადაც ამერიკელები ატარებენ სამხედრო ოპერაციებს. ეს, უწინარესად, ეხება ავღანეთს, რომლის გამოც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა რამდენიმე წლის წინათ განაცხადა, რომარსებობს გონივრული საფუძველიამერიკელი სამხედროებისა და მზვერავების დადანაშაულებისა წამებაში. ამ კონტექსტშიც კი ბოლტონის განცხადება ამერიკის პოლიტიკის უპრეცედენტო ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ამ საკითხში. ერთია, როცა საკუთარ მოქალაქეებს იცავ სასამართლოს დევნისგან და თავს არიდებ ჰააგის სასამართლოსთან პირდაპირ კონფრონტაციას; და მეორეა, როცა არაორაზროვნად ემუქრები ამ ორგანიზაციის კონკრეტულ წარმომადგენლებს.

ეს ყველაფერი სრულიად თავსდება ბოლო წლებში ამერიკის ხელისუფლების მოქმედების ლოგიკაში (ამასთანავე, ლაპარაკია არა მხოლოდ ამჟამინდელ ადმინისტრაციაზე, არამედ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდზეც). ამერიკელებმა თითქოს მიზნად დაისახეს, დაანგრიონ ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების სისტემა, მათ შორის, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის საბაზისო სისტემაც.

ამ ფონზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების დაპირება გასაკვირი სულაც არ არის.

სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მაგალითად, გაეროსგან, სადაც გარკვეულ დონემდე აშშ-ის დომინაცია გაწონასწორებულია სხვა ძალების მიერ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო წმინდა დასავლური პროდუქტია. მან უკვე მოიხვეჭა, და არცთუ უსაფუძვლოდ, რეპუტაცია ინსტრუმენტისა, რომლებსაც იყენებენ დასავლეთის მოწინააღმდეგეების ან, უბრალოდ, არასასურველი პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეიქმნა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე საერთაშორისო ტრიბუნალისწარმატებისშემდეგ, რომელმაც ხაზგასმული უსამართლობითა და არაობიექტურობით გამოიჩინა თავი სერბების მიმართ. მან ხელი შეუწყო დასავლეთს, 1990-იან წლებში გაენეიტრალებინა სერბეთის ძალისხმევა საკუთარი მიწის დასაცავად და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე საზღვრები გაევლო იქ, სადაც მოესურვებოდა.

სამხედრო დანაშაულებისა და გენოციდის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა მოსახერხებელი ინსტრუმენტი იყო, როგორც პროპაგანდისთვის, ისე არასასურველი პოლიტიკური ფიგურების მოსაშორებლად. ამ მხრივ ყველაზე ნათელი მაგალითია სერბეთისა და იუგოსლავიის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი, რომელმაც სიცოცხლის ბოლო 5 წელიწადი ჰააგის ციხეში გაატარა, მისი სიკვდილის შემდეგ კი ყოფილი იუგოსლავიის შესახებ საერთაშორისო ტრიბუნალმა გამოსცა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მილოშევიჩის წინააღმდეგ ბრალდებები საკმარისად დასაბუთებული არ იყო(?).

თავის მხრივ, ამ ტრიბუნალის მემკვიდრეს დასავლეთი იყენებდა ანტილიბიური კამპანიისთვის, რომლის შედეგადაც დაამხეს მუამარ კადაფი, ხოლო ლიბია ნგრევასა და ქაოსში ჩაძირეს და ეს ერთ დროს აყვავებული ქვეყანა დღესაც ამ მდგომარეობაშია.

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი იუგოსლავიის საკითხების საერთაშორისო ტრიბუნალი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ფორმალურად სხვადასხვა სტრუქტურაა, ხოლო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოღვაწეობის ძირითადი ნაწილი კონცეტრირებულია აფრიკაში მიმდინარე კონფლიქტებისკენ _ ორივე ორგანიზაციამ საკმარისზე მეტი გააკეთა, ქცეულიყო სიმბოლოდ იმისა, როგორ იყენებდა დასავლეთი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების პრობლემატიკასა და რიტორიკას არასასურველი პოლიტიკური ფიგურების თავიდან მოსაშორებლად და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად საერთაშორისო არენაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here