Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელების რევანში საქართველოში თუ ჩვეულებრივი თვალის ახვევა

ამერიკელების რევანში საქართველოში თუ ჩვეულებრივი თვალის ახვევა

ამერიკელების რევანში საქართველოში თუ ჩვეულებრივი თვალის ახვევა

არტილერისტებს აქვთ ასეთი ცნება _ შემაწუხებელი ცეცხლი. დამიზნებით არ ისვრიან, მასშტაბური არ არის და ყოველთვის გაფანტულია გარკვეულ ფართობზე. მოხვდება ვინმეს _ კარგია; არა და _ ეშმაკსაც წაუღია! მთავარია, მოწინააღმდეგე არ მოდუნდეს, არ მოეშვას, თავი მშვიდად არ იგრძნოს.

ომების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით დადგენილია, რომ პირადი შემადგენლობის მოთმენის უნარი უსასრულო არ არის, თუ ნერვები მუდმივად დაძაბული ექნება, გაუცვდება. ერთხელაც იქნება და ჯარისკაცები ფეხებზე დაიკიდებენ, რა ელით, ოღონდ ყველაფერი მალე დამთავრდეს. ხარჯი კაპიკისაა, პოტენციურ მოგებას კი შეიძლება სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს. დღევანდელი ისტორია საქართველოს ნატოში შესვლის პერსპექტივის შესახებ ზუსტად ამ ოპერიდან არის.

ჩვენ შემთხვევაში შემაშფოთებელ-შემაწუხებელი ცეცხლი მედიასივრცეშია გახსნილი. ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილმა სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის კორესპონდენტს განუცხადა, რომ, მისი აზრით, ალიანსმა მომავალ სამიტზე საქართველო ნატოში უნდა მიიწვიოს. კანდიდატს (საქართველოს) გადაუჭრელი ტერიტორიული პრობლემები რომ აქვს, ფეხებზე დასაკიდებელი პრობლემააო.

ბლოკში ხომ მიიღეს დასავლეთ გერმანია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის პრობლემა აწუხებდა?

მიიღეს!

მაშასადამე, არსებობს პრეცედენტი და მისი გამოყენება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც. ცოტა ავღანეთში ჯარისკაცულ მეგობრობაზე ვილაპარაკოთ, “დემოკრატიის შუქურად” ყოფნის თაობაზეც და იმაზეც, რომ ბრიუსელს დავუბრუნოთ საერთაშორისო პატივისცემა და ჩავრთოთ “სავალდებულო პროგრამა” _ “მოწინააღმდეგეს ჩვენი კვლავ უნდა ეშინოდეს”.

მიზნობრივი ეფექტი მიღწეულია: დასავლური პრესა ენერგიულად შეუდგა პერსპექტივისა და ვარიანტების განხილვას.

მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? რასთან გვაქვს საქმე”? ვინ არის და დღეს რას წარმოადგენს ეს ჰოჯესი?

გადამდგარი გენერალია. არმიიდან პატივით გაუშვეს 2017 წლის 15 დეკემბერს. მას შემდეგ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრში მუშაობს, პოლიტკვლევების აბსოლუტურად კერძო არასამთავრობო კანტორაში, რომელიც დამკვეთებს ფულზე მიჰყიდის კვლევის შედეგებს.

ესე იგი, გენერალმა, რომელსაც კი აქვს ნამსახურობისმდიდარინუსხა, მაგრამ მხოლოდ კერძო პირია, გამოთქვა თავისი კერძო და სუბიექტური აზრი, რომელსაც არც საქართველოსთვის, არც ნატოსთვის, არც ვაშინგტონისთვის არავითარი სახელმძღვანელო დანიშვნულება არ აქვს. ბლოკის წამყვანი წევრები, უწინარესად კი, გერმანია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მიღების წინააღმდეგი იყვნენ ყოველთვის და დღესაც წინააღმდეგი რჩებიან, ხოლო ნატოს მომავალი სამიტი სრულიად სხვა საკითხებს განიხილავს, მაგალითად, როგორ დაიძვრინონ თავი ამერიკელებისთვის სამხედრო ხარკის გადახდისგან.

არავინ არავის არსად მიღებას არ აპირებს. ლაპარაკიც არ არის. მთავარია, რომ თემა პრესამ აქტიურად აიტაცა და ქვეყანას მოსდო. აუდიტორია კითხულობს და დაფიქრდა: რა ელის ხვალ?

ამ დაპირებიდან არაფერი თუ არ გამოდნა, არც არაფერს წააგებენ _ ხარჯი კაპიკისაა. ინტერვიუს გამოქვეყნებისთვისაც კი ფული გადამდგარმა სამხედრომ კი არ გადაიხადა, არამედ “ამერიკის ხმის” რედაქციამ მისცა ჰონორარი.

პრესა ახმაურდა და სწორედ ეს არის შემაწუხებელ-შემაშფოთებელი ცეცხლის გახსნის არსი და მნიშვნელობა.

ალექსანდრე ზაპოლსკისი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here