Home რუბრიკები ისტორია ამერიკელებთან მეგობრობის საფასური

ამერიკელებთან მეგობრობის საფასური

1599
ნიკოლაე ჩაუშესკო და მისი ცოლი სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით ადრე

ამერიკა განაგრძობს ვენესუელის კანონიერი ლიდერის, ნიკოლას მადუროს, დამხობის მცდელობას, თვითმარქვია პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს, მხარდაჭერით. დასავლეთის მტკიცება, რომ შენთან მეგობრობა უნდა, ჩირის ფასად არ ღირს. შენ გიყენებენ, როგორცსასარგებლო იდიოტს”, რათა შემდეგ, როცა საჭირო აღარ იქნები, ჯართში ჩაგაბარონ”, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც 26 თებერვლის ბრიფინგზე ისტორიული ფაქტები გაიხსენა.

“რამდენიმე დღის წინათ ამერიკელმა სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან _ მარკო რუბიომ იმის წარმოსაჩენად, “რა ელის მადუროს”, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რუმინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ხოლო 1974 წლიდან რუმინეთის პრეზიდენტ ნიკოლაე ჩაუშესკუს ფოტოები.

მარკო რუბიო არის აშშ-ის სენატის მცირე ბიზნესის კომიტეტის თავმჯდომარე, ჟურნალ The Time-ს აზრით კი, შედის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში (ეს _ იმისთვის, რომ შეგახსენოთ, როგორი ადამიანები მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს).

ახლა კი _ მთავარზე. საქმე ის არის, რომ, მიუხედავად თავისი “გამოცდილებისა და სტატუსისა”, სენატორ რუბიოს წარმოდგენა არ აქვს საგანზე, რომელზეც მსჯელობს, თუმცა ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ამერიკელ პოლიტიკოსებს, ახლა სახელმწიფო მოხელეებსაც ცოტა რამ თუ გაეგებათ იმაზე, რაზეც პასუხისმგებელნი არიან. და, ალბათ, არც ღირდა მსოფლიოს ისტორიის უცოდინარ ამერიკელ სენატორზე საუბარი, რომ არა დარტყმა, რომელიც ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა.

საქმე ის არის, რომ ნიკოლაე ჩაუშესკუს ისტორია _ ეს არის კლასიკური შემთხვევა, როგორ უჭერს მხარს ვაშინგტონიდემოკრატიული ფასეულობებისდაცვის საფარქვეშ ნებისმიერს, სანამ ეს ხელს აძლევს. და, როცა აშშ ვინმე აღარ სჭირდება, “პროტეჟესუცერემონიოდ ემშვიდობება.

რას წარმოიდგენდა სენატორი რუბიო, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული თავისი რეპლიკით ხელს რომ აწერდა აშშ-ის ისტორიულ პასუხისმგებლობას მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მილიონობით გაუბედურებული ადამიანის ბედზე.

ახლა კი ლიკბეზი. ჩაუშესკუს საგარეო პოლიტიკური მიზანი იყო სსრკ-ისა და სხვა სოციალისტური ქვეყნებისგან რუმინეთის დამოკიდებულების შემცირება.

ბუქარესტი, 1989 წლის დეკემბერი
ბუქარესტი, 1989 წლის დეკემბერი

აი ჩაუშესკუს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები:

* პრაღის გაზაფხულის მხარდაჭერა;

* დიპლომატიური ურთიერთობის შენარჩუნება ისრაელთან 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ და ჩილესთან 1973 წელს აუგუსტო პინოჩეტის მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ;

* გფრის აღიარება მოსკოვის ნებართვის გარეშე.

ეს ის ჩაუშესკუა, რომელიც აქტიურად ავითარებდა ურთიერთობას დასავლეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან. დასავლეთი მას მოეფერა, დააჯილდოვა და მილიარდობით კრედიტი მისცა. 1970-იან წლებში ჩაუშესკუს რუმინეთმა დასავლეთისგან 20 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო, მაგრამ ეს საიდან უნდა იცოდეს სენატორმა რუბიომ 2019 წელს _ პრეზიდენტ ნიქსონის ბუქარესტრში ვიზიტიდან 50 წლის თავზევისთან? _ რა თქმა უნდა, ჩაუშესკუსთან. საინტერესოა, სენატორმა რუბიომ იცის კი, რომ ნიქსონი რესპუბლიკელი იყო? ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (ამჟამად ევროპის კავშირი _ ეს ცნობისთვის სენატორ რუბიოს) ყველაზე მეტად ეხმარებოდა, სახელდობრ, რუმინეთს, რომელსაც ჩაუშესკუ ხელმძღვანელობდა.

1980 წელს კი ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობასა და ბუქარესტს შორის გაფორმდა შეთანხმება სამრეწველო საქონლის გაცვლის თაობაზე. როგორც ხედავთ, ჩაუშესკუსთვის სანქციების დაწესებას რატომღაც არ ჩქარობდნენ. ახლა კი იმაზე, რაც მთავარი “რუსული ფეიკი” იქნება სენატორი რუბიოს ცხოვრებაში:

1984 წელს რუმინეთი იყო ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს (ამ ორგანიზაციამ იარსება 1949-1991 წლებში. წევრები იყვნენ: სსრკ, ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ჩეხოსლოვაკია _ ნ.კ.) ერთადერთი წევრი-ქვეყანა, რომელმაც ბოიკოტი არ გამოუცხადა ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებს, რისთვისაც ჩაუშესკუს ოლიმპიური ორდენი გადასცეს.

ყველაფერი შეიცვალა (როგორც ხშირად ემართება დასავლეთის სიყვარულს), როცა ჩაუშესკუ აღარ დასჭირდათ მის კეთილისმყოფელებს _ ჯილდოები, ვიზიტები და კრედიტები შეწყდა არა ჩაუშესკუს პოლიტიკური ხანდაზმულობის ან არადემოკრატიული მმართველობის, არამედ დასავლეთის ინტერესებთან შეუსაბამობის გამო. და დაიგრგვინა რეგიონში პირველმა ფერადმა რევოლუციამ “დემოკრატიის დაცვისა და მოსახლეობაზე ზრუნვის” ტრადიციული მექანიზმებით _ დეზინფორმაციით დაწყებული პროვოკაციებამდე.

მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა

წლების შემდეგ გამომზეურდა 1989 წლის მოვლენების ახალი დეტალები. 2007 წელს ოფიციალური გამოძიებით დამტკიცდა, რომ ტიმიშოარაში დემონსტრანტებისთვის სროლის ბრძანება გასცა არა ჩაუშესკუმ (რისთვისაც დახვრიტეს 2-საათიანი სასამართლოს შემდეგ), არამედხალხის მხარეს გადასულმა” (არაფერი გაგახსენდათ?) გენერალმა სტენკულესკუმ. სხვათა შორის, სწორედ ის იყო ჩაუშესკუს სასამართლოსა და დახვრეტის ერთერთი ორგანიზატორი, ხოლო უნგრეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა მიკლოშ ნემეტმა მოგვიანებით აღიარა, რომ უნგრეთის სპეცსამსახურები იარაღით ამარაგებდნენ რუმინეთის ოპოზიციას. ამჯერადაც არაფერი გაგახსენდათ?

მე ნამდვილად არ ვარ ამ რუმინელი მოღვაწის გულშემატკივარი, მაგრამ, 2010 წელს რუმინეთში ჩატარებული სოციალური გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 40%-ს პრეზიდენტად, სახელდობრ, ჩაუშესკუ სურდა.

და კიდევ, ინფორმაცია განსჯისთვის სენატორ რუბიოსა და მისი ფანატებისთვის:

მარკო რუბიო
მარკო რუბიო

2008 წელს “ხალხის მხარეს გადასულ” და ჩაუშესკუს დამამხობელ გენერალ სტენკულესკუს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს 1989 წლის რევოლუციის ჩახშობაში მონაწილეობისთვის.

ტრიბუნლის თავმჯდომარემ კი, რომელმაც ჩაუშესკუს დახვრეტა მიუსაჯა, რუმინეთის ლიდერის მკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ თავი მოიკლა”.

ვებგვერდ kp.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. Kii rd martlac mtkice simartlea rom amerika jer dagimegobrebs disclaim policiashi amogsvris da mere gayidis gwirdeba shegilaxavs tradiciul samyaros kulturuli memkvidreobis mteria

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here