Home სხვადასხვა დაიჯესტი “ამერიკა ჩვენთანაა!” _ უკრაინამ კვლავ დაიჯერა, რომ ამერიკა მისთვის იომებს

“ამერიკა ჩვენთანაა!” _ უკრაინამ კვლავ დაიჯერა, რომ ამერიკა მისთვის იომებს

ბაიდენი მიესალმება კიევის მცხოვრებლებს. 2009 წლის ივლისი

ამერიკა კვლავ უკრაინასთანაა!” _ ასეთია ბოლო დღეებში კიევში გაკეთებული განცხადებებისა და გამოქვეყნებული წერილების ძირითადი არსი. თავდაპირველად ემოციების ტალღა გამოიწვია ცნობამ უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანსა და მის ამერიკელ კოლეგა ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ.

“ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს რუსეთის აგრესიის ესკალაციის წემთხვევაში”, _ გაავრცელა სატელეფონო საუბრის შინაარსი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა ვებგვერდმა. უკრაინის მასმედიის რეაქციაც შესაბამისი იყო: აშშ ჩვენთანაა!” _ სიხარულით აუწყებდნენ მკითხველს გამოცემები, მაგრამ ამ გამოცემების თანამშრომლებს რატომღაც ყურადღება არ მიუქცევიათ იმისთვის, რომ თავდაცვის მინისტრების სატელეფონო საუბარი 1 აპრილს გაიმართა და შეიძლება, გათამაშება ყოფილიყო სიტყვები, რომ ოსტინს განზრახული აქვს კიევის მხარდაჭერა, რადგან გამოხატაგულწრფელი შეშფოთება რუსეთის მცდელობების გამო, გაამწვავოს ვითარება უკრაინის გარშემო”.

ისე, შეშფოთების გამოხატვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

შემდეგ ამას მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ნანინანატრი ზარი ვლადიმერ ზელენსკისთან. კიეველი პოლიტიკოსების აღტაცების აღწერა სიტყვებით შეუძლებელია. კიდევ ცოტაც და ამ “ისტორიული საუბრის” პატივსაცემად უკრაინაში ბაიდენის სახელობის დღეს დააწესებენ. თვითონ ზელენსკიმ ამის გამო სასწრაფოდ ჩაწერა სპეციალური ვიდეომიმართვა, რომლის ძირითადი აზრიც ასეთი იყო: “პრეზიდენტმა ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასოდეს დარჩება ერთი ერთზე რუსეთის აგრესიასთან”. ეს “დარწმუნება” ბოლო დღეებში რეფრენად გასდევს უკაინელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კომენტარებს. მხოლოდ ერთეულები მოუწოდებენ, რომ ამ დაპირებებს მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებენ: მაგალითად, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი სერგეი რახმანინი წერს: ჩვენ ნაცვლად არავინ იომებს”. ეს საყოველთაო აღტაცების ფონზე საკმაოდ მკრეხელური თვალსაზრისია.

სამწუხაროდ, უკრაინისთვის მიცემულმა “გარანტიებმა” და წაქეზებამ დონბასში კონფლიქტი გაამწვავა და უკვე ორი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა _ დონეცკის გარეუბანში სნაიპერმა 71 წლის პენსიონერი მოკლა, ბაიდენისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრიდან ცოტა ხნის შემდეგ კი დასახლება ალექსანდროვსკოეში ნაღმზე აფეთქდა 5 წლის ბიჭი. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის განცხადებით, “აფეთქება გამოიწვია უკრაინელი უპილოტო საფრენი აპარატიდან გადმოყრილმა საბრძოლო მასალებმა. ტრაგედიის მიზეზებისა და დამნაშავეთა დადგენას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი შეუდგა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, “თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიერ გავრცელებულ მონაცემებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს”.

ამასთანავე, დასავლელი პოლიტიკოსები და პრესა თავიანთ განცხადებებში გამუდმებით მიუთითებენ 26 მარტს 4 უკრაინელი გამნაღმველის დაღუპვაზე. არავის აშფოთებს ის ფაქტი, რომ უკრაინელ სამხედროებს მომხდარზე განსხვავებული ვერსია აქვთ. ზელენსკის ნათქვამი არ ჰქონდა, ტრაგედიის გამოძიება არმიის ხელმძღვანელს დავავალეო, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა უკვე იცოდნენ, ვინ არის დამნაშავე. მაგალითად, უკრაინაში ბრიტანეთის ელჩმა მელინდა სიმონსმა გამნაღმველთა დაღუპვიდან რამდენიმე საათის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი ნაღმსატყორცნებიდან ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპნენ”. თავისი “ბლიცგამოძიების” ბოლოს კი სიმონსმა დასძინა: “ერთი დაკარგული სიცოცხლეც კი ძალიან ბევრია”. აღსანიშნავია, რომ არც სიმონსსა და არც სხვა დასავლელ პოლიტიკოსებს სიტყვაც არ დაუძრავთ დონეცკელი პენსიონერისა და ბავშვის დაღუპვაზე. ნატოს წევრების აზრით, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე მნიშვნელოვანი არ არის. ეს ადასტურებს იმას, რომ უკრაინის მოკავშირეებმა, რომლებიც მას აქტიურად აწვდიან შეიარაღებას, შესანიშნავად იციან, ვინ კლავს სამოქალაქო პირებს ამ რეგიონში.

ზუსტად ასე აშუქებს უკრაინის ბოლოდროინდელ მოვლენებს დასავლური მედიაც. ოთხ დაღუპულ გამნაღმველზე სტატიები თითქმის ყველა გამოცემაში დაიბეჭდა, ბავშვის დაღუპვაზე კი მხოლოდ რამდენიმემ დაწერა. სოროსის მიერ დაფინანსებულმა დეზინფორმაციის გამავრცელებელმა რესურსებმა ბავშვის დაღუპვა ფეიკად მონათლეს. ბავშვის დაკრძალვის ამსახველი ვიდეორეპორტაჟებს კი, რა თქმა უნდა, ყურადღება არ მიაქციეს.

“ამერიკა ჩვენთანაა!” _ უკრაინამ კვლავ დაიჯერა, რომ ამერიკა მისთვის იომებს

ანალოგიური სქემით არის აგებული ცნობები “რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების უკრაინის საზღვართან გადასროლაზე”. დასავლეთის, პრაქტიკულად, არც ერთ მედიასაშუალებასარ შეუნიშნავსუკრაინული ჯავშანტექნიკის ეშელონებით გადაზიდვა დონბასში დაპირისპირებული მხარეების .. შეხების ხაზზე. არადა, ეს თებერვლის ბოლოს დაიწყო და რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, თანაც აქტიურად განიხილებოდა სოციალურ ქსელებში როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში. ოფიციალური კიევი ამბობდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გადაადგილება საშინაო საქმეა და ამ პროცესს “სამხედრო ძალების როტაციას” უწოდებდა, მაგრამ, როგორც კი გამოჩნდა რუსეთის ტერიტორიაზე რუსული ჯავშნიანი ტექნიკის გადაადგილების კადრები, მყისვე აურზაური ატეხა. The times, ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ უკრაინის საზღვართან გადაისროლეს 4 ათასი რუსი სამხედრო. თითქოს ეს სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანი რაოდენობაა სერიოზული შეტევითი ოპერაციის განსახორციელებლად. უცებ აღმოჩნდა, რომ რუსეთის სამხედრო შენაერთების რუსეთისვე ტერიტორიაზე გადაადგილება უკვე აღარ არის რუსეთის საქმე. დასავლელ კომენტატორებსდაავიწყდათ”, რომ მინსკის შეთანხმების მიხედვით, რუსეთი კი არ არის შეზღუდული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაში, არამედ უკრაინა, რომელიც აშკარად არღვევს ზემოაღნიშნულ შეთანხმებას, როცა თავისი ტანკები გადაჰყავს დაპირისპირების ზონაში.

ბევრი ევროპელი და ამერიკელი მედიასაშუალება გამოეხმაურა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, გენერალ რუსლან ხომჩაკის გამოსვლას უზენაეს რადაში, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო ქვედანაყოფებით ლამისაა ალყაში მოაქციოს უკრაინა. ეს გამოსვლა ისეთი პანიკური იყო, რომ ზელენსკის პარტიის დეპუტატების შესაბამისი რეაქცია გამოიწვია, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია ხომჩაკის სიტყვებისთვის, რომელიც რადაში მან ამ გამოსვლამდე ზუსტად ერთი დღით ადრე თქვა, რომ მის შტაბს რუსეთის მხრიდან თავდასხმისთვის მზადების არც ერთი ნიშანი არ აღმოუჩენია. ზუსტად კი ასე თქვა: “დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ უშუალო საფრთხეს”. სობჩაკს “დაავიწყდა” ეს სიტყვები, როცა დეპუტატების წინაშე წარდგა.

ევროპელი მკითხველი ვერასოდეს შეიტყობს, რომ ხომჩაკმა რამდენიმე კვირით ადრე აღიარა უკრაინის არმიის მზადება “შეტევითი მოქმედებებისთვის ურბანიზებულ ტერიტორიაზე”. მარტივად რომ ვთქვათ, დიდ ქალაქებზე შტურმისთვის და განსაცვიფრებელია: დასავლურ მედიას, ხომჩაკის სიტყვის გარჩევისას “რუსეთის აგრესიაზე”, გამორჩა, რომ უკრაინის პარლამენტის იმავე სხდომაზე, გენერლის გამოსვლის შედეგების მიხედვით, დეპუტატებმა მიიღეს დადგენილება უკრაინარუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის შესახებ”. პარტია “ხალხის მსახურის” დეპუტატ ირინა ვერეშჩუკს არც დაუმალავს, რას ნიშნავს ეს: ჩვენ დადგენილებაში ომს პირველად ვუწოდეთ ომი”. გამოდის, უკრაინის უზენაესმა რადამ, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა რუსეთს, მაგრამ ვერც ეს შენიშნეს დასავლეთში და აგრესიულ ზრახვებში ადანაშაულებენ არა უკრაინას, არამედ რუსეთს. ესვერ შენიშნესაშშის სახელმწიფო დეპარტამენტშიც, რომელიც, ბოლო დღეებია, შადრევანივით აფრქვევს განცხადებებსაგრესიულ რუსეთზე”.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა რამდენიმე ბრიფინგი მიუძღვნა ამ თემას და გამუდმებით ლაპარაკობდა “რუსეთის აგრესიის ესკალაციაზე უკრაინის აღმოსავლეთში”. მაგრამ გასაგებად ვერ უპასუხა კითხვას, რატომ არის რუსი სამხედროების გადაადგილება რუსეთის ტერიტორიაზე “უკრაინის შეშინების” ნიშანი. და, როდესაც ჩიხში მოამწყვდიეს თხოვნით, განემარტა ვაშინგტონის პოზიცია, მან უპასუხა: “ეს მოიცავს იმ შეფასებებსაც, რომლებიც ბევრ შემთხვევაში გამყარებულია არასაჯარო ინფორმაციით”, ე.ი., კვლავ დაუმტკიცებელი “ჰაიკლი ლაიკლი” (სავარაუდოდ), რა გაეწყობა, ასე მოსახერხებელია.

აი ასე აგებენ საინფორმაციო პოლიტიკას უკრაინის კონფლიქტზე. არც ერთი სიტყვა მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში, არც ერთი სიტყვა უკრაინის ჯავშნიანი ტექნიკის გადასროლაზე, არც ერთი სიტყვა უკრაინის პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ომის გამოცხადებაზე და, თუკი, ღმერთმა არ ქნას, კიევი კვლავ გააჩაღებს ფართომასშტაბიან სამხედრო კამპანიას დონბასში, დასავლური პრესა კვლავ რუსეთს დაადანაშაულებს ყველაფერში: “გახსოვთ, ძვირფასო მკითხველო, მაყურებელო, როგორ გადაისროლა მზაკვარმა მოსკოვმა თავისი ტანკებიუკრაინის საზღვართან?” შემდეგ კი კვლავ თვალს დახუჭავენ მასობრივ მსხვერპლზე მოქალაქეებს შორის და წააქეზებენ კიევს, “ბოლო უკრაინელ ჯარისკაცამდე ებრძოლს რუსეთს”. უკრაინელებმა ილუზიებს თავი უნდა დაანებონ: დასავლეთში უკრაინისთვის სიკვდილს ნამდვილად არავინ აპირებს!”

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here