Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკა არჩევნებისთვის მოემზადა _ იარაღი ნაყიდია

ამერიკა არჩევნებისთვის მოემზადა _ იარაღი ნაყიდია

2212
ამერიკა არჩევნებისთვის მოემზადა _ იარაღი ნაყიდია

აშშის მოსახლეობა 320 მლნ კაცს შეადგენს. ეს ქვეყანა მსოფლიო რეკორდსმენია მოსახლეობაში იარაღის რაოდენობის მიხედვით. 2017 წელს აშშში 100 კაცზე 120,5 ერთეული იარაღი მოდიოდა. ექსპერტთა მონაცემებით, 2017 წელს ამერიკის მოქალაქეებს 100-ჯერ (!) მეტი იარაღი ჰქონდათ, ვიდრე აშშის არმიის ჯარისკაცებს, ხოლო პოლიციელებზე 400-ჯერ (!) მეტი.

აშშში ცეცხლსასროლი იარაღის ბაზარი შემოფარგლულია მხოლოდ მოთხოვნითა და შეთავაზებით. პისტოლეტის შესაძენად თითქმის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ქვეყანაში მოქმედებს 1791 წლის 15 დეკემბერს კონსტიტუციაში შეტანილი მეორე შესწორება: “ვინაიდან კარგად ორგანიზებული სახალხო ლაშქარი საჭიროა თავისუფალი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ხალხის უფლება, შეინახოს და ატაროს იარაღი, არ უნდა დაირღვეს”.

ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორ ზაქარია ელკინსის კვლევის შედეგების მიხედვით, მხოლოდ 15 ქვეყნის კონსტიტუციაში იყო დებულება მოქალაქეთა მიერ იარაღის ტარების უფლების შესახებ. ამ ქვეყნების დიდი ნაწილი ლათინურ ამერიკაშია. დღეს ასეთი ქვეყანა მხოლოდ სამია _ გვატემალა, მექსიკა და აშშ. და მხოლოდ აშშ-ის კონსტიტუციაში არ არის არანაირი შეზღუდვა ამ უფლების რეალიზაციაზე.

2020 წლიდან იარაღის მწარმოებელი ცნობილი ამერიკული ფირმების ((Smith & wesson, Sturm, Ryger & Co vista Outdoors და სხვ.) აქციების საფასურმა მკვეთრად მოიმატა. მოთხოვნა მათ პროდუქციაზე სწრაფად მატულობს, კომპანიები ძლივს ახერხებენ ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

2019 წლის 8 თვის განმავლობაში აშშში გაიყიდა 8,5 მლნ ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი _ 15,2 მლნ. ერთი წლის განმავლობაში იარაღის გაყიდვამ 1,78-ჯერ მოიმატა, სულ კი 2020 წლის 9 თვეში 16 მლნ ერთეული იარაღი გაიყიდა. მოკლელულიანი იარაღის გაყიდვა ტრადიციულად აჭარბებს გრძელლულიანი იარაღის გაყიდვას. ყველაზე მეტი იარაღი გაიყიდა მარტში _ 2,58 მლნ ერთეული. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. როცა ქვეყანაში იწყება ეკონომიკური კრიზისი, ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვა (და მასთან ერთად ვაზნების) მკვეთრად იმატებს. ლოგიკა მარტივია: მატულობს უმუშევრობის დონე, მცირდება საშუალო ამერიკელის კეთილდღეობა, მატულობს ძარცვა-ყაჩაღობის რაოდენობა, მძარცველებისგან თავის დასაცავად კი იარაღია საჭირო. აშშ-ის მოსახლეობა 320 მლნ კაცს შეადგენს. ეს ქვეყანა მსოფლიო რეკორდსმენია მოსახლეობაში იარაღის რაოდენობის მიხედვით. 2017 წელს აშშ-ში 100 კაცზე 120,5 ერთეული იარაღი მოდიოდა, მაგალითად, რუსეთში ეს მაჩვენებელი 12,3 ერთეულია.

ექსპერტთა მონაცემებით, 2017 წელს ამერიკის მოქალაქეებს 100-ჯერ (!) მეტი იარაღი ჰქონდათ, ვიდრე აშშ-ის არმიის ჯარისკაცებს, ხოლო პოლიციელებზე 400-ჯერ (!) მეტი.

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად მოიმატა რაოდენობამ იმ შავკანიანი ამერიკელებისა, რომლებმაც იარაღი შეიძინეს. ვითარების გამწვავების შემთხვევაში აშშ-ში დიდი სისხლისღვრა დაიწყება. 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის პერიოდში ჩრდილოელებსა და სამხრეთელებს რამდენიმე მილიონი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ და ძნელი სავარაუდო არ არის, რა მოხდება, თუკი კვლავ დაიწყება დაპირისპირება, რომელსაც პოლიცია ნამდვილად ვერ შეაჩერებს.

Fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here