Home სხვადასხვა დაიჯესტი ამაზე, რა თქმა უნდა, არ ილაპარაკებდნენ დავოსში: ვინ წაგვართვა მთავარი სიმდიდრე

ამაზე, რა თქმა უნდა, არ ილაპარაკებდნენ დავოსში: ვინ წაგვართვა მთავარი სიმდიდრე

3880
ამაზე, რა თქმა უნდა, არ ილაპარაკებდნენ დავოსში: ვინ წაგვართვა მთავარი სიმდიდრე

დავოსში მორიგი ეკონომიკური ფორუმის წინ, რომელზეც მილიარდერები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს უსმენენ ხოლმე, ორგანიზაცია Oxfamმა (საერთაშორისო გაერთიანება 17 ორგანიზაციისა, რომლებიც 90-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ, გაერთიანების მიზანია სიღარიბის და მისგან გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრა) ტრადიციულად გამოაქვეყნა მოხსენება სიღარიბისა და უთანასწორობის შესახებ მსოფლიოში.

Oxfam-ის მოხსენებიდან პლანეტის მასმედიამ შოკისმომგვრელი ციფრები ამოიღო _ ვისაც რა აინტერესებდა. The Guardian-ი, მაგალითად, იუწყებოდა, რომ პლანეტის 22 უმდიდრესი მამაკაცის ქონება მეტია 325 მილიონი აფრიკელი ქალის ქონებაზე (აქ ყველაფერი გარკვეული არ არის _ რატომ დაადგინეს ქალების ეს (მეოთხედი) რაოდენობა აფრიკაში, სადაც 1,326 მლრდ ადამიანი ცხოვრობს. ალბათ, მხოლოდ მოზრდილები ჩათვალეს).

თავის მხრივ, The Economic Time-მა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მდიდარი ინდოელების 1 პროცენტი (დაახლოებით 1,3 მლნ) 4-ჯერ მდიდარია უღარიბესი თანამემამულეების 70%-ზე (953 მლნ).

სხვა შოკისმომგვრელი ფაქტები (Oxfam-ი მათ ზუსტად ასე უწოდებს _ “შოკისმომგვრელი ფაქტები”):

* დედამიწაზე მცხოვრები 2153 მილიარდერი პლანეტის მოსახლეობის 60%-ზე, .., 4,6 მლრდ ადამიანზე მდიდარია.

* კაცობრიობის თითქმის ნახევარი დღეში დაახლოებით 2,5 დოლარით არსებობს (15,95 ლარი);

* 735 მლნ დედამიწელი ექსტრემალურ სიღარიბეში (დღეში 2,16 დოლარით, .., 6,4 ლარით) ცხოვრობს, ბევრი კი მათგან არც ისე შორსაა და ..

ამ ციფრებს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. დღეში 15,95 ლარზე ცხოვრება ისლანდიაში _ ეს იგივე არ არის, რაც ცხოვრება, მაგალითად, უგანდაში. 2 ათეული უმდიდრესი ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში უფრო ნაკლებს ჭამს, ვიდრე 325 მლნ აფრიკელი; ყიდულობს ნაკლებ სამოსს, ნაკლებს ხარჯავს სიამოვნებებზე, ავტომობილებზე, მოგზაურობასა და საცხოვრებელ ფართობზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ვლაპარაკობთ ქონების სიმდიდრის არათანაზომადობაზე, ეს არათანაზომადობა ავტომატურად არ უნდა გადავიტანოთ მოხმარების მოცულობაზე. სიაში მოხსენიებული 22 მილიარდერიდან ერთ-ერთი _ უორენ ბაფეტი _ ცნობილია, როგორც “მაკდონალდსის” ოქროს ბარათის მფლობელი, მაგრამ ის ყოველდღე რომ იკვებებოდეს ფარშირებული ცელეკანტებით (იშვიათი ჯიშის თევზი), მისი შესაძლებლობა (მოხმარების) მაინც შეზღუდული იქნებოდა, თუმცა ეს ნიუანსია. საინტერესო სხვა რამეა.

ერთ-ერთი ფაქტორს, რომელიც მზარდ უთანასწორობას საგანგაშოდ აქცევს, ეწოდება მოსახლეობის დაბერება და ამით გამოწვეული მატება ადამიანებისა, რომლებმაც ხანდაზმულობის გამო შრომისუნარიანობა დაკარგეს და მოვლა სჭირდებათ. აქ ციფრები მართლაც შოკისმომგვრელია: თუ 2015 წელს ასეთი ადამიანების რაოდენობა 2,1 მლრდ იყო, 2030 წელს უკვე 2,3 მლრდ იქნება.

ამის შესახებ დაწვრილებით ვისაუბროთ. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 25 წლის წინათ, როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნების წინაშე პირველად გაჩნდა მოსახლეობის შემცირების პერსპექტივა დაბალი შობადობის გამო და დაისვა კითხვა _ “ვინ იმუშავებს ჩვენს ქარხნებში და მოუვლის ჩვენს მოხუცებს?”, სწრაფად მოიძებნა დამამშვიდებელი პასუხი: ქარხნებში იმუშავებენ იმიგრანტები ღარიბი ქვეყნებიდან, თვით ქარხნები კი უფრო ავტომატიზებულ რეჟიმში იმუშავებს”. რაც შეეხება მომვლელებს, ისინიც ღარიბი ქვეყნებიდან იქნებიან. იქ კვლავინდებურად ბოცვრებივით მრავლდებიან. ასე რომ, ახალგაზრდა შრომისუნარიანი ხელები მსოფლიოს ეყოფა. სხვა სიტყვებით, ღარიბები თანხას გამოიმუშავებენ სხვა ღარიბების დაქირავებით და ჩვენ, ევროპელები და ჩრდილო ამერიკელები, ვიქნებით ერთგვარი ერებირანტიე, რომლებიც საჭიროების მიხედვით აწარმოებენ სამუშაო ძალის იმპორტს.

მეოთხედი საუკუნის შემდეგ ეს სქემა ყველა პარამეტრით შეფერხდება.

ერთი რამ განსაკუთრებით უნდა გამოიყოს: ღარიბების სამყარო სწრაფად შეწყვეტს ჭარბისამუშაო ხელებისგაჩენას. გაირკვა, რომღარიბი ქვეყნების მოსახლეობის ბოცვრებივითი გამრავლებამხოლოდ სტერეოტიპია. უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი და საქართველოც საკმაოდ ღარიბი ქვეყნები არიან, მაგრამ იქ მოსახლეობა ბოცვრებივით არ მრავლდება. შობადობა იკლებს აფრიკაშიც კი _ იმიტომ, რომ მატულობს ურბანიზაციის დონე, განათლების დონე ქალთა შორის, კონტრაცეპტივების გამოყენება. აფრიკელებს (ისევე, როგორც ევროპელებს) არ სურთსიღარიბე შობონ”, მათი სურვილი ხარისხიანი ცხოვრებაა არამრავალრიცხოვან ოჯახში.

ასე ფიქრობენ აღმოსავლეთ აზიელებიც.

არაბებიც.

ლათინური ამერიკის მცხოვრებნიც.

ეს ნიშნავს, რომ მდიდარი პენსიონერი ერებისა და ღარიბი მომვლელი ერების სქემა მსოფლიოში, უბრალოდ, ვერ იმუშავებს, იმიტომ, რომ ღარიბი ერების მცირერიცხოვან შრომისუნარიან თაობას საუკუნის შუაში ეყოლება ხანდაზმული მშობლები და მათაც დასჭირდებათ მომვლელი.

მარტივად რომ ვთქვათ, მდიდარი ქვეყნის საშუალო მცხოვრებს, რომელმაც გადაწყვიტა, არშობოს სიღარიბე”, ამჟამად ჯერ კიდევ შეუძლია პირობითი ესმერალდამომვლელის დაქირავება (პირდაპირ ან სოციალური სამსახურის მეშვეობით), მაგრამ 30 წლის შემდეგ მომვლელის დაქირავება ღარიბი ქვეყნიდან შეიძლება ძალიან ძვირი მომსახურება აღმოჩნდეს მდიდარი ქვეყნების მოხუცების უმრავლესობისთვის. თავიანთი შვილები და შვილიშვილები კი მათ საჭირო რაოდენობით არ ეყოლებათ. და რა არის სიმდიდრე და რა _ სიღარიბე ახალ სიბრტყეში, რომელზეც, ცხადია, არავინ ილაპარაკებდა დავოსში, იქ მათ თავიანთი ატმოსფერო აქვთ.

იმიტომ, რომ სიმდიდრე, რა თქმა უნდა, შეიძლება გაიზომოს პრესტიჟულ მოხმარებაში, მაგალითად, პირობით აიფონებში, მაგრამ, თუ 2009 წელს, ვთქვათ, აიფონი ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის 1%-, 2019 წლისთვის აიფონსა და სმარტფონს მოიხმარდა თითქმის ყოველი მეორე და ასეთები 18-დან 24 წლამდე ადამიანები იყვნენ. ის, რაც პრესტიჟული მოხმარების საგნად ითვლებოდა, 10 წელიწადში მასობრივი მოხმარების საგნად იქცა, თანაც _ ახალგაზრდების.

იმ ადამიანების რაოდენობას კი, რომლებიც იზრუნებენ თქვენზე და დაგიცავენ, როცა ამას თვითონ ვეღარ შეძლებთ, ინფლაცია არ ემუქრება. უბრალოდ, იმიტომ, რომ პერსპექტივაში ასეთი ადამიანების რაოდენობა აშკარად ვერ მოიმატებს, უფრო _ პირიქით. საერთოდ კი, საქართველოს ბედი, მისი ისტორიული პერსპექტივა დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ვიქნებით, რამდენი ბავშვი დაიბადება ქართულ ოჯახებში ერთი წლის შემდეგ, 5, 10 წლის შემდეგ, როგორები გაიზრდებიან ისინი, ვინ გახდებიან. იმაზე, რამდენი ვიქნებით, დამოკიდებულია საქართველოს, მისი ნებისმიერი მოქალაქის ბედი.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here