Home Uncategorized “ამაზე „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ლაპარაკობენ, ვერ ვიჯერებ და რა ვქნა?”

“ამაზე „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ლაპარაკობენ, ვერ ვიჯერებ და რა ვქნა?”

1082
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ვიღაცამ ან იმიტომ გაიტაცა, საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია მოეხდინა, ან იდიოტების ხელში ვართ, მაგრამ ასეთი იდიოტების ხელში ნამდვილად არ ვართ”, – ასე აფასებს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისთან დაკავშირებულ საქმეს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. 


„საშინლად სკანდალური ფონი შეიქმნა და ის, ვინც ეს გააკეთა, ქვეყნის მოღალატეა… თუ ეს ვიღაც სპეცსამსახურის თანამშრომელია, მაშინ დიდი ფული აქვს აღებული… თუ ვიღაცამ დავალება მისცა, მაშინ საქართველოზე არ უფიქრია და ეს დავალების მიმცემი თანამდებობაზე არ უნდა იყოს! თუ მესამე ძალამ გააკეთა, მაშინ ციხე უნდა „ახეხინო”. მოკლედ, ქვეყნის სასწორი პინაზე დადეს და ამიტომ, დანდობა არ უნდა იყოს!” – აცხადებს არეშიძე.

ამასთან, არეშიძე რამდენიმე სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს და იმ დროსაც იხსენებს, როცა „ნაციონალებმა” რუსეთს რამდენიმე ჩეჩენი ყოველგვარი გამოძიების გარეშე გადასცეს.

„პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობდა, მაგრამ როცა ამაზე „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ლაპარაკობენ, ვერ ვიჯერებ და რა ვქნა? ძალიან კარგად მახსოვს, ამერიკელებს საქართველოში ჩამოსული ირანელი მეცნიერი როგორ გადასცეს.

ირანელის გადაცემის შესახებ ჩემთვის ცნობილი პრესიდან გახდა. ყველაზე მთავარი კი რუსეთისთვის ჩეჩნების გადაცემაა. 2004-2005 წლებში… სამი ჩეჩენი რუსეთს გადასცეს და ეს, პრაქტიკულად, ამ ადამიანების სიკვდილზე ხელის მოწერა იყო! დღეს საქართველოში 250 თუ სამასი ჩეჩენიღაა დარჩენილი და შესაძლოა, ყველაზე თქვა, ტერორისტიაო. მუხთარლის შემთხვევაშიც იგივე არაა?

ეს ბრალდება ახლა აქვს წაყენებული, თორემ ხალიდა ჯალილოვას ინტერვიუ წავიკითხე, რომელიც ამბობს, მუხთარლი იმ სამიდან ერთ-ერთია, რომელზეც ძებნა ტერორიზმის გამოა გამოცხადებულიო. მუხთარლი, რასაკვირველია, ტერორისტი არაა…” – აცხადებბს მამუკა არეშიძე.

1 COMMENT

  1. „აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცეს, საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია, რომ მოეხდინათ . აქ თურქეთის ხელიც ურევია, განა თურქეთი არ ითხოვს გიულენის აგენტის გადმოცემას?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here