Home ახალი ამბები მსოფლიო ალჟირმა ფრანგულ სამხედრო თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურა

ალჟირმა ფრანგულ სამხედრო თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურა

77

ალჟირმა ფრანგული სამხედრო თვითმფრინავებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე დახურა.

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ალჟირის სამხრეთით, საჰელის რეგიონში მიმდინარე ოპერაციებზე “მნიშვნელოვან შედეგებს” არ მოახდენს.

ორი დღის წინ ალჟირმა ქვეყნის ელჩი პარიზიდან გაიწვია, რის მიზეზადაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარი დაასახელა, რომელმაც, გამოცემა Le Monde-ს ინფორმაციით, განაცხადა, რომ ალჟირის “პოლიტიკურ-სამხედრო სისტემამ” საფრანგეთის მიერ მისი კოლონიზაციის ისტორია “საფრანგეთის სიძულვილის” საფუძველზე გადაწერა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here