2017 წლის ოქტომბრის წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასმა 17,6 პროცენტით მოიმატა.
ამის შესახებ ინფორმაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასების მატების აღნიშნული მაჩვენებელი 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.
ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე 37,8 პროცენტი, ისე ალკოჰოლურ სასმელებზე 1,2 პროცენტი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით – 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა.