სერბეთის მთავრობის მეთაურად, ანუ სერბეთის ხელისუფლებაში ყველაზე მეტად უფლებამოსილ პირად კვლავ დანიშნავენ ანა ბრნაბიჩს _ ლესბოსელს, რომელსაც ფართო კავშირები აქვს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და როკფელერების ოჯახთან.
ბრნაბიჩს მისივე ბიოგრაფია ამხელს, როგორც დასავლეთის “ინკუბატორის პროდუქტს” _ განსაკუთრებული ტიპის პოლიტიკოსს, რომლის მსგავსი “მოღვაწეებით” სავსეა აღმოსავლეთი ევროპა. ცივ ომში გამარჯვებულებმა იზრუნეს ყოფილ სოცქვეყნებში მათდამი ლოიალური ელიტების აღზრდაზე.
ბრნაბიჩმა განათლება ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში მიიღო, შემდეგ კი სამშობლოში ევროკავშირისა და აშშ-ის სპეცპროგრამების ხაზით მუშაობდა; მათ შორის აშშ-ის განვითარების სააგენტოში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენის ერთ-ერთი იარაღია. ამას გარდა, იყო ე.წ. ტრანსნაციონალური ცენტრის სამმხრივი კომისიის წევრი, რომლის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი გახლდათ დევიდ როკფელერი. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ბრნაბიჩი ლესბოსელია. მისმა პარტნიორმა მილიცა ჯურჯიჩმა შარშან ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით ერთი შვილი შვა. ორი კვირის წინათ ბრნაბიჩმა ბრძანა, რომ იწყება სერბეთისა და აშშ-ის ურთიერთობის ახალი ერა. “მე ვერ ვიხსენებ სხვა დროს, როცა ჩვენს ორ ქვეყანას შორის ასეთი ახლო ურთიერთობა არსებობდა”, _ განაცხადა პრემიერმინისტრმა ისეთ მრავალრიცხოვან და წარმომადგენლობით ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, რომლის მსგავსი სერბეთს არ ღირსებია. ისღა დაგვრჩენია, გავიხსენოთ, რომ სერბეთი არის საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელშიც ძალაუფლება პრეზიდენტის (ანუ ვუჩიჩის) ხელში არ არის და სრულად მთავრობის თავმჯდომარის (ანუ ბრნაბიჩის, ე.ი. სახელმწიფო დეპარტამენტის, როკფელერისა და ლგბტ ლობის) კომპეტენციაა.
მართლმადიდებელ სერბეთში პრემიერმინისტრად ლესბოსელის დანიშვნა აშშ-ის ხელდასმით მოხდა. ამერიკელებმა 1999 წელს იუგოსლავიის უმოწყალოდ დაბომბვა და დაშლა არ იკმარეს და 2017 წელს მართლმადიდებელ სერბეთში ღვთისმგმობელი ლესბოსელი, ამერიკელების ბრძანებების უსიტყვოდ შემსრულებელი გაამწესეს. აი ასე _ მაღალ თანამდებობებზე დასმული ლესბოსელებისა და გეების ხელით ებრძვიან დასავლელი “სტრატეგიული” პარტნიორები მართლმადიდებლობასა და ტრადიციულ ფასეულობებს. და, დიდია ალბათობა, საქართველოშიც წამოგვისკუპონ პრემიერის პოსტზე გეი, ლესბოსელი ან ტრანსგენდერი.
ცნობისთვის: სერბეთის პარალელურად, ბელგიაში ამ დღეებში ვიცეპრემიერი და მინისტრი სახელმწიფო სამსახურისა და სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში გახდა ტრანსგენდერი პეტრა დე სუტერი. მანამდე ის ბელგიის პარლამენტის დეპუტატი და ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეაში ლგბტ-თა უფლებადამცველი იყო. ამ ქალ (თუ კაც) ბატონს ცოტა ხანში ევრომინისტრად დაწინაურებას უწინასწარმეტყველებენ. მის გეგმებში მთავარი ადგილი უკავია ევროპაში ისეთი ვითარების შექმნას, როცა ტრანსგენდერობა, ლესბოსელ-მამათმავლობა (და სხვა ათასი უკუღმართობაც), ერთეული შემთხვევა კი არა, ჩვეულებრივი და გავრცელებული ამბავი იქნება.
ამ ყველაფრის შემყურეებმა როგორ არ გავიხსენოთ ცნობილი პოლიტოლოგის _ ალექსანდრე ჭაჭიას გაფრთხილება-შეგონებები, რომლებიც მან სხვადასხვა დროს საგაზეთო ინტერვიუებში გააკეთა.
აი ფრაგმენტები ბატონ ალექსანდრეს 2016 წლის ინტერვიუდან, რომელიც მას გაზეთმა “ასავალ-დასავალმა” ჩამოართვა:
“…შეხედეთ ევროპელ პოლიტიკოსებს, მათი უმეტესობა ხომ დეგენერატია _ პედერასტი, ლესბოსელი, ხეპრე, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ თავიანთი ხალხების ეროვნულ ინტერესებზე. ყველა გაჰყვირის ადამიანის უფლებებზე, თუმცა, მათ სულ არ აინტერესებთ ადამიანის ბუნებრივი, ფუნდამენტური უფლებები _ სიცოცხლის უფლება, შრომის, ჯანდაცვისა და განათლების უფლება, არც ხალხების უფლება, იცხოვრონ თავიანთი ტრადიციების, წეს–ჩვეულებების, აღმსარებლობის შესაბამისად… თავს გვახვევენ ადამიანის უფლებების გაგებას, როგორც ცხოველური ინსტინქტების, ყველაზე ქვენა გრძნობების რეალიზაციას, რომლებსაც მსოფლიოს ყველა რელიგია მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს, ვინაიდან ცდილობს, იხსნას ადამიანების საზოგადოება გაპირუტყვებისგან.
“ევროპული ფასეულობების” ნიღბით ამ პირუტყვული ინსტინქტების ხალხებისთვის თავსმოხვევით ძალები, რომლებიც აკონტროლებენ დასავლურ სამყაროს, ზრდიან დეგენერატების თაობას, ქმნიან დეგენერატთა პოლიტიკურ კლასს, რომლისგანაც აყალიბებენ პარტიებს, მთავრობებს, პარალელურად კი ხელში იგდებენ დაქვემდებარებული ქვეყნების რესურსებს… ახალგაზრდებზე დასავლური პროპაგანდის გავლენის სიძლიერე აკრძალვების უარყოფაშია. “ძირს მონობა! ყველაფერი დასაშვებია!” _ გაჰყვირიან ეს პროპაგანდისტები. ეს მოწოდება ძალიან მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ტრადიციულ საზოგადოებაში ბავშვობიდან ესით: “ეს არ შეიძლება! ეს აკრძალულია! ეს არ შეეფერება ადამიანს! ეს კაცს არ ეკადრება!”. ტრადიციული საზოგადოება ხომ ადამიანურ მორალზეა აგებული, მორალი კი, ფაქტობრივად, აკრძალვების სისტემაა. და უცებ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ: “მორალური ნორმები, ტრადიციები, ადათ-წესები _ ეს ყველაფერი სისულელეა, ატავიზმი, წარსულის გადმონაშთი! ყველაფერი შეიძლება!”. მორალური ნორმების უარყოფა, ზნეობრივი აკრძალვების გაუქმება ადამიანებს აქცევს პირუტყვებად, რომელთა მართვაც ძალიან ადვილია. ერი ნახირად რომ არ იქცეს, საჭიროა სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს გამხრწნელი გავლენისგან დაიცავს, არ დაუშვებს უზნეობის პროპაგანდას, გარყვნილებას, იზრუნებს ერის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. ასეთი სახელმწიფო კოლონია ვერ იქნება. როდესაც პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინააღმდეგია ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონებისა, თქვენს გაზეთთან, თუ გახსოვთ, ვთქვი, რომ მას მოუწევს პოსტის დატოვება. ასეც მოხდა… კოლონიის ადგილობრივ ხელმძღვანელს არ შეიძლება ჰქონდეს პატრონებისგან განსხვავებული თვალსაზრისი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს თვალსაზრისი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის განწყობას ასახავს… შეძლებს კი ქართველი საზოგადოება სახელმწიფოს დაუხმარებლად, თვითონ დაუპირისპირდეს ამას? არა მგონია. საზოგადოებაში ძალიან ბევრია კონფორმისტი, გულგრილი ადამიანი, ბევრია ისეთიც, ვინც დასნებოვნებულია ზნეობრივი გახრწნილების ბაცილით. ქართული ტელეარხები, უკვე მრავალი წელია, ურცხვად ეწევიან გარყვნილების, ამორალურობის პროპაგანდას, მასხრად იგდებენ ეროვნულ ტრადიციებსა და ზნეობრივ ნორმებს, მაგრამ ეს განა იწვევს საზოგადოების მასობრივ პროტესტს? არადა, მდგომარეობა კატასტროფულია! საქართველოს “კავკასიის ბორდელს” ეძახიან! თურქები, აზერბაიჯანელები, სომხები თბილისსა და ბათუმში იმისთვის ჩამოდიან, რომ ქართველ “გოგონებთან დაისვენონ”… როდესაც ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებას დააკანონებენ, კავკასიელები მეძავებისა და პედერასტების ერს დაგვიძახებენ. სამაგიეროდ, ჩვენს პოლიტიკოსებს დასავლეთში თავზე ხელს გადაუსვამენ და “ცივილიზებულებს” უწოდებენ. ალბათ, ასე სურთ ჩვენს პოლიტიკოსებს საქართველოს გადაქცევა მომხიბვლელ ქვეყნად აფხაზებისა და ოსებისთვის, ასე სურთ მათი სტიმულირება გაერთიანებისკენ, როგორც ამას გვპირდებიან ხელისუფლებაში მყოფი ყბედები. გასულ წელს აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში აფხაზმა დეპუტატმა თქვა: “მადლობა ღმერთს, რომ დროულად გავთავისუფლდით ქართული გავლენისგან. ახლა საქართველოს შემადგენლობაში რომ ვიყოთ, ისინი ჩვენს ახალგაზრდობას თავს მოახვევდნენ ჰომოსექსუალიზმს. ვის რა ჯანდაბად უნდა აფხაზეთში პედერასტები?!..”
წინამდებარე წერილს გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” 2013 წლის 29 მაისს გამოქვეყნებულ ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუს ფრაგმენტით დავასრულებთ (საუბარი ეხება 2013 წ. 17 მაისს თბილისში გეიაღლუმის ჩატარების მცდელობასა და საზოგადოების წინააღმდეგობას):
“…მე არ დავარქმევდი მომხდარს განხეთქილებას საზოგადოებაში. განხეთქილება ვარაუდობს საზოგადოების გაყოფას ორ ან რამდენიმე დაახლოებით ტოლ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. განხეთქილებაა პარიზში, ლონდონში, სადაც ჰომოსექსუალთა და მათი თანამგრძნობი მოქალაქეების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ქალაქის მერად ღია პედერასტს ირჩევენ. განხეთქილებაა ამერიკაში, სადაც ზანგმაც კი შეძლო, გამხდარიყო პრეზიდენტი, როდესაც გეითანამეგობრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობა დადო, ანუ თეთრკანიანი ამერიკელების გენეტიკურმა რასიზმმა პედერასტიის მომხრეთა შეტევის წინაშე უკან დაიხია. ჩვენთან, მადლობა ღმერთს, ამ მოვლენის ჯერჯერობით ამდენად სერიოზულად გავრცელება არ მოხდა… თუ ხელისუფლება და ქართველი საზოგადოება ჯიუტად გააგრძელებენ ე.წ. ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულების დეკლარირებას, მაშინ უნდა გაითვალისწინონ, რომ პედერასტია თანამედროვე “ევროპული ღირებულებების” განუყოფელი ნაწილია, ეს ამა თუ იმ სახელმწიფოს “ევროპულობის” მთავარი მაჩვენებელია… მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში ჰომოსექსუალების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ფორმირება დაიწყო. ამას ხელი შეუწყო ამერიკული ჯარის სამხედრო მოსამსახურეთა გარემოში პედერასტთა საზოგადოების წარმოქმნამ საკუთარი ცნობიერებით. ზუსტად მამათმავალმა სამხედროებმა მისცეს აშშ-ში ჰომოსექსუალიზმის რეაბილიტაციასა და ლეგალიზაციას ბიძგი. მას შემდეგ აშშ სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობის ლიდერია მსოფლიოში. ყველა ქვეყანა, რომლებიც აშშ-ის გავლენის ქვეშაა, იძულებულია, ჰომოსექსუალური კავშირების ლეგალიზება მოახდინოს და წააქეზოს… უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ შევეჯახეთ არა ერთ მუჭა გეებსა და მათ თანამგრძნობ ქართველ “ევროპელებს”, არამედ მძლავრ საერთაშორისო ძალას, რომლის უკანაც შეერთებული შტატები _ საქართველოს ფაქტობრივი პატრონი, და მთელი ევროპა დგანან. ძალიან არათანაბარი ძალებია… ხომ ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, თითქმის მთელი დიპლომატიური კორპუსის რეაქცია. ამიტომაც ვამბობ, რომ პედერასტიის გავრცელების საწინააღმდეგოდ მოქმედება არაა მარტივი საქმე, მით უფრო, როდესაც ეს ამერიკაზე დამოკიდებულ სახელმწიფოებს შეეხება…
დასავლური დემოკრატია და მათი ეკონომიკური მოდელი ჩიხში შევიდა, მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალება აღარაა. უმრავლესობის ნება _ დემოკრატიის საფუძველი _ აღარაფერს აღარ წყვეტს. იგი შეცვალა საგარეო პოლიტიკაში აშშ-ისა და საერთაშორისო კაპიტალის ნებამ, საშინაოში _ “უმცირესობათა” მოთხოვნებმა… თუ ჩვენ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულ “ღირებულებებს”, დავიღუპებით”.
მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ