Home ახალი ამბები მსოფლიო ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსი რუსეთს ფულზე არ გაცვლის

ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსი რუსეთს ფულზე არ გაცვლის

1201
ალექსანდრე ლუკაშენკო

ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობები დასავლეთ ევროპასთან, საერთოდ, ევროპასთან, ევროკავშირთან, აშშთან. მესმის, რაც არის ევროკავშირი და აშშ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში და არასდროს არანაირი ფულის სანაცვლოდ ურთიერთობებს მოძმე რუსეთთან არ გავწყვეტთ, ბელარუსი რუსეთს ფულზე არ გაცვლის”, _ განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარ რინკევიჩთან მინსკში შეხვედრისას.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში ალმაცერად არ შეხედავენ ქვეყანას, რომელიც მძიმე დროს მათ ყოველთვის მხარში ედგა.

“ეს ჩვენი რუსეთია, ეს ჩვენი ხალხია, რომლებიც ჩვენ პატივს გვცემს”, _ ხაზი გაუსვა ლუკაშენკომ და ყველას მოუწოდა, გააცნობიერონ, რომ ბელარუსი სუვერენული სახელმწიფოა.

ბელარუსის პრეზიდენტმა ამ განცხადებით უპასუხა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვრცელ ინტერვიუს, რომელიც გამოქვეყნდა ბელარუსულ პორტალ ტუტ.ბყ-ში. ამ ინტერვიუში ედგარ რინკევიჩმა ვრცლად ისაუბრა რეგიონში არსებულ საფრთხეებზე და თქვა, რომ რიგას აღელვებს მინსკისა და მოსკოვის ინტეგრაციის გაღრმავება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here