Home სხვადასხვა დაიჯესტი აზერბაიჯანში, შესაძლოა, პრეზიდენტი შეიცვალოს

აზერბაიჯანში, შესაძლოა, პრეზიდენტი შეიცვალოს

1960
აზერბაიჯანში, შესაძლოა, პრეზიდენტი შეიცვალოს

აზერბაიჯანის მმართველ პარტიაენი აზერბაიჯანსპარლამენტში 118-დან 71 მანდატი ეკუთვნის. აზერბაიჯანის მმართველმა პარტიაენი აზერბაიჯანმაპოლიტსაბჭოს 28 ნოემბრის სხდომაზე წამოაყენა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ის ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის წინადადებით მიმართავს, იუწყებასპუტნიკაზერბაიჯანი”.

ოფიციალურად, პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ, მათი აზრით, საკანონმდებლო ორგანოს ამჟამინდელი შემადგენლობა არ შეესაბამება ქვეყანაში რეალიზებულ პოლიტიკას.

დამკვირვებლების აზრით, აღნიშნულის მიზეზია წინააღმდეგობები მმართველ გუნდში: ჰეიდარ ალიევის ძველ გვარდიასა და ილჰამ ალიევის გარემოცვას შორის. მოქმედ პარლამენტში ბევრი იყო ძველი გვარდიის წარმომადგენელი და წინააღმდეგობები “ძველებსა” და “ახლებს” შორის სულ უფრო იზრდებოდა.

ზოგიერთი ვერსიით, ამას დაერთო აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტის _ ილჰამ ალიევის ჯანმრთელობის პრობლემები და მისი გუნდი ემზადება ხელისუფლების მეჰრიბან ალიევასთვის _ პირველი ლედისა და პირველი ვიცეპრეზიდენტისთვის _ გადასაბარებლად. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებიც ამ სამზადისის შემადგენელი ნაწილია. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები და მეჰრიბან ალიევა კენჭს იყრის უმაღლეს პოსტზე.

მეჰრიბან ალიევა პირველ ვიცეპრეზიდენტად დაინიშნა 2017 წელს. ორი კვირის წინათ იგი ამ რანგში სტუმრობდა მოსკოვს, სადაც უმაღლესი პატივით მიიღეს და პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ჯილდოთი დააჯილდოვა.

შენიშვნა: აზერბაიჯანში 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მათ პარლამენტში სულ 118 დეპუტატია, მოსახლეობით სამჯერ ნაკლებ საქართველოში კი 150 “ხალხის რჩეული” გვყავს. ბევრნი ხომ არ არიან?

1 COMMENT

  1. შესაძლოა ყაზახური ვარიანტი ,,ნაზარბაევის შოუ,, სცენარი გათამაშდეს, პრეზიდენტი გადადგა, მაგრამ ის კვლავ მეფეა !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here