ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები _ ელმირა მამედიაროვა და ზოჰრაბ მნაცაკანიანი ერთმანეთს შეხვდნენ და მთიანი ყარაბაღის პრობლემებზე ისაუბრეს.
“შეხვედრაზე მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა; აღინიშნა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა უნდა გაააქტიურონ ძალისხმევა მშვიდობის უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო ნორმების დასაცავად რეგიონში”, _ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლეილა აბდულაევამ.