Home ახალი ამბები მსოფლიო ავღანეთის ხელისუფლებამ დახმარება რამდენიმე ქვეყანას სთხოვა

ავღანეთის ხელისუფლებამ დახმარება რამდენიმე ქვეყანას სთხოვა

130

ავღანეთის ხელისუფლებამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება რამდენიმე ქვეყანას სთხოვა, მათ შორის, რუსეთს, ჩინეთსა და ინდოეთს.

“ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს, დაგვეხმარონ თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებით ტერორიზმთან ბრძოლაში”, _ განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში _ ჰაბდულა მოჰიბმა ტელეარ “როსია 24”-ის ეთერში.

ამასთანავე, მოჰიბმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გარედან მიღებულმა ნებისმიერმა დახმარებამ არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა. “მშვიდობა და სტაბილურობა შესაძლებელია მხოლოდ ყველასთან თანამშრომლობით რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. “თალიბანის” წარმომადგენლების აქტიურობაზე საუბრისას, ავღანეთის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ქაბული აღიარებს მათ უფლებას, იქცნენ ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად სხვა პარტიებთან ერთად.

“რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ მსგავსი ფორმირებები შეიძლება გარდაიქმნას ლაშქრად თავისი დღის წესრიგით, რაც სამოქალაქო ომს გამოიწვევს”, _ დასძინა ქვეყნის ლიდერის მრჩეველმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი არ ჩაერევა ავღანეთის საშინაო საქმეებში”.

iz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here