Home რუბრიკები პოლიტიკა “ავტორიტეტის” გაგება ქართულად და “გასაოცარი დემოკრატიის” ბოლო გაელვება?

“ავტორიტეტის” გაგება ქართულად და “გასაოცარი დემოკრატიის” ბოლო გაელვება?

ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, ეს “გასაოცარი დემოკრატია” თავისი შედეგებით დიდად უკვე აღარ ეპიტნავება

3478
ეკა გიგაური-მიხეილ ბენიძე-სულხან სალაძე

ის, რაც დღეს მოხდება საქართველოში, გინდ ისე დასრულდეს ეს მოვლენა და გინდ ასე, მაინც უნიკალური მოვლენა იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თანაც მრავალი კუთხით უნიკალური! თუკი 2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს გრიგოლ ვაშაძე მოიგებს, ეს უნიკალური იმით იქნება, რომ გამოდის, საქართველოს მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტისთვის 6 წელი საკმარისია, გაუგონარი ტანჯვაწამება, დამცირება და შეურაცხყოფა დაივიწყოს, მანიაკებს დანაშაულიჩამოაწეროსდა მათ კვლავ ჩაუგდოს ხელში ქვეყნის მართვის სადავეები. იმედია, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, მაგრამ თუნდაც სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს, დასაფიქრებელი და გასაანალიზებელი, ამასთანავე გასაკვირი და გასაოცებელიც მაინც ბევრი რამ დარჩება.

დავიწყოთ იმით, რომ ბევრ “სალომისტს”, ანუ “ქართული ოცნების” აქტივისტს ძალიან გაუხარდა, როდესაც ტელეკომპანია “იმედმა” მის მიერ დაკვეთილი წინასაარჩევნო კვლევის შედეგები გამოაცხადა. ამ კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი 53 პროცენტს, ხოლო გრიგოლ ვაშაძე 47 პროცენტს იღებს არჩევნებში. თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე ტურში არჩევნებზე მისვლის მსურველთა რაოდენობა გაცილებით მაღალია, ვიდრე პირველ ტურში იყო და, თუ დავუშვებთ, რომ არჩევნებზე მოსახლოების 70 პროცენტი მაინც მივა, მაშინ გამოდის, რომ გრიგოლ ვაშაძეს მოსახლეობის 34 პროცენტი მისცემს ხმას, ამიტომ მართლა მაინტერსებს, რა არის ამაში ასეთი სასიხარულო, აღსაფრთოვანებელი და ტაშის დასაკრავი? კი, გასაგებია, მათი ფავორიტი მოიგებს საბოლოო ჯამში, მაგრამ განა დასაფიქრებელი არ არის ის, რომ საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე ისევ ჯალათების მხარეზეა? საბოლო ჯამში გადავურჩებით ხელისუფლების ერთ შტოში ჯალათებისა და მანიაკების მოსვლას, მაგრამ განა ეს არ ტოვებს დიდ საშიშროებას, რომ ისინი ამას 2020 წელს მოახერხებენ? მაშ, რა უხარიათ ასე ძალიან სალომესა დაოცნებისმომხრეებს? ერთადერთი შედარებით დამამშვიდებელი ვარიანტია სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელი გამარჯვება 65 პროცენტზე მეტით! მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტელეკომპანია “იმედი” სწორედ ამ კანდიდატის მომხრეა და 53/47 შედეგი სწორედ ამ ტელეკომპანიის მიერ დაკვეთილმა კვლევამ აჩვენა, ესე იგი, ზურაბიშვილის “დიდი ანგარიშით” მოგების იმედი დიდად არც თვითონ აქვთ.

რა ხდება და რამ გამოიწვია ეს ყოველივე? პასუხი ძალიან მარტივია: ახლა, მხოლოდ არჩევნების მეორე ტურის წინ რომ გაახსენდა “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” საზარელი დანაშაულები, ახლა რომ აავსეს ამ მხეცობის ამსახველი ვიდეო თუ ფოტოკადრებით ტელევიზიები, ინტერნეტი, ბილბორდები, ნუთუ მთელი 6 წელიწადი ეს არ ახსოვდათ? საქმეც ეგაა, როდესაც 6 წლის განმავლობაში ჯალათებსა და მანიაკებს თვითონ უწოდებპოლიტიკურ ოპონენტებსდა იჭერ პოზას, რომძალიან კონსტრუქციულიხელისუფლება ხარ, მერე უკვე მართლა სასაცილოა, როდესაც ხალხსა და ამომრჩეველს მოუწოდებ, ბოროტებას, წამებას, დამცირებასა და შეურაცხყოფას ხმას ნუ მისცემო.

თუ ეს ძალა, ანუ “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნების” მესვეურთა თვალში “ბოროტება” და “მანიაკობა” იყო, მაშინ ეს ასეც უნდა ეთქვათ (ეჭვი გვაქვს, ყველას თუ არა, ზოგიერთს მაინც უნდოდა ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა, მაგრამ ამერიკელებმა და ევროპელებმა დაუშალეს. ისინი ხომ მიშასა და ნაცების გამომზრდელ-მფარველ-ქომაგები იყვნენ და არიან _ რედ.). ახლა კი ხალხი ძალიან გასაგებ ენაზე გიპასუხებს: აკი, 6 წლის განმავლობაში თავად მეუბნებოდი, რომ ეს “მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალაა” და რომ ეს “პოლიტიკური კულტურის ნაწილია”. ჰოდა, მეც ავდექი და “პოლიტიკურად კულტურულად” შენს “პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს” ვაძლევ ხმას და არა ბოროტებას, მანიაკებს ან კიდევ სხვა საშინელებასო. თუკი ეს ხალხი და ეს ძალა შენთვის ბოროტება და მანიაკობა იყო, მაშინ მათ შესაბამისად უნდა მოქცეოდი და კოაბიტაცია არ უნდა გაგეჩაღებინაო.

სწორედ მმართველი გუნდის ასეთი პოლიტიკური პოზიორობის ბრალია ისიც, რასაც დღეს ჩვენში .. მესამე სექტორი სჩადის. ესარასამთავრობო ორგანიზაციებიიმდენის უფლებას აძლევენ თავს, რომ უკვე, საზოგადოების უდიდესი ნაწილის აღშფოთებასთან ერთად, დაცინვასა და უკიდურეს ირონიასაც იმსახურებენ. საქართველოს ხელისუფლებას კი არჩევნების მეორე ტურის წინ გაახსენდამესამე სექტორისთავხედობაც და ისიც, რომ თურმე მედიასა და არასამთავრობოებს ყველაფრის უფლება არ ჰქონიათ და ისინიც ქვეყანაში არსებულ ძირითადად კანონებს უნდა დაემორჩილონ.

მანამდე, წლების განმავლობაში, ეს არასამთავრობო სექტორი ნავარდობდა და დათარეშობდა სრულიად საქართველოში, ვისაც რა უნდოდა, იმას დააბრალებდნენ, ვისაც როგორც უნდოდა, ისე გალანძღავდნენ და დასწამებდნენ ცილს _ კაციშვილი გამკითხავი არ იყო. მთავრობა მხოლოდ მათი “მოთაფვლით” იყო დაკავებული და მათ ყველა ჭირვეულობას ასრულებდა. მეტიც, რიგ შემთხვევებში ადამიანებს სამსახურში ნიშნავდნენ ან ხსნიდნენ სწორედ “არასამთავრობოების” ზეწოლით და ასე განსაჯეთ, გარკვეულ შემთხვევებში ადამიანთა დაპატიმრება და ციხეში ჩასმაარჩასმაც სწორედმესამე სექტორისგანწყობებსა და კაპრიზებზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს მიანიშნებსქართული ოცნებისუმწიფრობაუვიცობაზე. ეგონათ, თუკიმესამე სექტორსარ აწყენინებდნენ, მაშინ, თავის მხრივ, ამ არასამთავრობოებსაც სინდისი შეაწუხებდათ გადამწყვეტ მომენტში და არ დაარტყამდნენ. ვერ გეტყვით, ვინ დააჯერა ისინი ასეთ აბსურდში, მაგრამ ფაქტია _ არჩევნებამდე სამიოდე დღით ადრემესამე სექტორმაისეთიცირკიმოუწყოქართულ ოცნებას”, ცხოველების ცნობილ მწვრთნელ დუროვსაც შეშურდებოდა.

კერძოდ, “არასამთავრობოების” მიერ გავრცელებული ცნობა, რომ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს “სპეციალურ თათბირზე” ვინმე “წყარომ” მოისმინა, თითქოს “ქართული ოცნების” მთავრობა არჩევნების მეორე ტურისთვის ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებას აპირებს, ქართული მედიის უმთავრესი თემა გახდა.

ყველაზე საინატერესო აქ ის იყო, რომ ხსენებული “წყარო”, რომელმაც თითქოს მოისმინა, როგორ გადაწყვიტეს თათბირის მონაწილეებმა ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება საარჩევნოდ, ამ თათბირს თურმე არც კი ესწრებოდა და ეს ინფორმაცია სხვა “წყაროსგან” მოისმინა. თუმცა, ჯერაც გაურკვველია, აი “ის წყარო” რომელმაც მოუყვა “ამ წყაროს” სერვისების სააგენტოში გამართული თათბირის თაობაზე, პირადად ესწრებოდა თთბირს თუ მანაც “სხვა წყაროსგან” შეიტყო ყოველივე ეს?!

კულმინაცია არის ის, რომ ამათას წყაროზე მოხტუნავეარასამთავრობო ორგანიზაციებს ყველა ქართული ტელევიზია ავტორიტეტულ და გავლენიან ორგანიზაციებად მოიხსენიებს.

სიტყვა “ავტორიტეტულის” მნიშვნელობა სწორედ ის არის, რომ ამა თუ იმ ავტორიტეტულმა პიროვნებამ თუ ორგანიზაციამ ეს ავტორიტეტი თავისი საქმიანობიდან, პირველ რიგში კი, სანდოობიდან გამომდინარე უნდა მოიპოვოს. მაქვს კითხვა: პატივცემულო ტელევიზიებო, იქნებ ამიხსნათ, რის საფუძველზე და ვის თვალში არიან ავტორიტეტული ის ორგანიზაციები, რომლებიც წლებია უკვე, უსაფუძვლო, კომიკური ბრალდებებისა და ცილისწამების გარდა, სხვა არაფრით არიან დაკავებულნი? რით დაიმსახურეს მათ, რომ ყოველ საინფორმაციო გამოშვებას ამ სიტყვებით იწყებთ: “ჩვენი ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტულმა და გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება…”, ხოლო მერე ირკვევა, რომ მათ ეს განცხადება _ ამწყარომრომ იმწყაროსუთხრა, ის, რაც სხვაწყაროსგანმოისმინა _ აი, ამის საფუძველზე გაავრცელეს?

დავიჯერო, ორღობის ჭორაობას მოაქვს ასეთი დიდი ავტორიტეტი?

არ გეწყინოთ, პატივცემულო კოლეგებო (ამ ქვეყანაში ხომ ჟურნალისტზე აუგის თქმა ლამის სამშობლოს ღალატთან არის გაიგივებული), მაგრამ ვფიქრობ, რომ ეგ თქვენი “მესამე სექტორი” ზუსტად იმ დონის ავტორიტეტით სარგებლობს ხალხში, როგორც თქვენ.

მთელი ქვეყანა რომ დაგცინით უკვე და მასხრად გიგდებთ მაგ თქვენი “წყაროებითა” თუ “ჩიტის მოტანილი ამბებით” და ჟურნალისტისგან ახალი ამბის მოსმენას ხალხს ურჩევნია, ჟენია ბაბოსგან გაიგოს რამე ცნობა, რადგან ყველა ფიქრობს, რომ ჟენია ბაბო გაცილებით სანდოა და მიუკერძოებელი, ვიდრე თქვენ.

რა უშველის სიტუაციას? თუ ბიძინა ივანიშვილს ვენდობით (კიდევ ერთხელ), “არჩევნების შემდეგ ძალიან მკვეთრი და ბევრი ცვლილება იქნება. ადამიანების სამსახურებში დაწინაურება ან მათი პარტიულ საპარლამენტო სიებში მოხვედრაც ძალიან გამკაცრდება”, _ გვპირდება ის. თუ გავითვალისწინებთ, რომ აქამდე ნაცების პორტირებას “ოცნებაში” და მათ დაწინაურებას მაღალ თანამდებობებზე “დემოკრატიული პროცესი” ერქვა, ყოველ შემთხევვაში მას ასე უწოდებდა ივანიშვილი, როგორც ჩანს, მას ეს თავისი “გასაოცარი დემოკრატია” თავისი შედეგებით დიდად უკვე აღარ ეპიტნავება.

გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელიც 28 ნოემბერს ტარდება, ამ “გასაოცარი დემოკრატიის” ბოლო გაელვება იქნება და ამის შემდეგ უკვე ჩვეულებრივ, ნორმალურ დემოკრატიას ვეღირსებით; დემოკრატიას, რომელიც მაინაკებს, მკვლელებსა და ნაძირლებს ქვეყნის სათავეში მოსვლის საშუალებას აღარ მისცემს და საქართველოს კი სახელმწიფოებრიობას შეუნარჩუნებს! დაველოდოთ მეორე ტურის შედეგებს.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here