Home ახალი ამბები საქართველო ავტომობილების სავალდებულო ტესტირების პირობები და ტესტირების ცენტრების მისამართები

ავტომობილების სავალდებულო ტესტირების პირობები და ტესტირების ცენტრების მისამართები

2193
ტექდათვალიერება

ზოგიერთი ტექინსპექტირების ცენტრის მისამართი და ტელეფონი თბილისსა და მცხეთაში

საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, 2018 წლის 1 ივლისიდან ყველა სახელმწიფო უწყებისა და იურიდიული პირის კუთვნილმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა სავალდებულო წესით უნდა გაიაროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვი) მიხედვით. მაგალითად, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება არის M1 (მსუბუქი) კატეგორიის და მისი რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღია 28/10/2013, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება უნდა გაიაროს 2019 წლის 28 ოქტომბრამდე (ამ ვადის გასვლის შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაჯარიმებას დაექვემდებარება).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების (რომლებზეც ვრცელდება გრაფიკი) ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში, პერიოდული ინსპექტირება განხორციელდება რეგისტრაციის შემდგომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ინსპექტირების შეუფერხებელი გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ აკრედიტებულ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები ინფორმაციას ცენტრების ადგილმდებარეობის შესახებ მიიღებენ ვებგვერდის _ www.pti.ge-ს ან ცხელი ხაზის _ 1484 მეშვეობით. კონსულტაციის გაწევის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში დაეხმარებიან. ცხელ ხაზზე დარეკვა დამატებით გადასახადს არ ითვალისწინებს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს შეუძლია მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში. თუ ინსპექტირების გავლისას ავტოსატრანსპორტო საშუალებას აღმოაჩნდა ხარვეზი, მის გამოსასწორებლად მფლობელს ეძლევა 30 კალენდარული დღე (მოიცავს შაბათ-კვირასაც). თუ ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირება ჩატარდება იმავე ცენტრში (მხოლოდ იმაზე, რაზეც დაფიქსირდა ხარვეზი), მომსახურება იქნება უფასო, ხოლო, თუ ინსპექტირება ჩატარდება სხვა ინსპექტირების ცენტრში, მაშინ საფასურის გადახდა მოხდება ჩვეულებრივად, დადგენილი წესით. ასევე ტესტირების სრული ღირებულების გადახდა ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ხარვეზების გამოსწორების ვადა გასცდება 30 კალენდარულ დღეს.

აღსანიშნავია, რომ ტესტირების დროს დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების ვადაში ავტომობილით სიარული არ იკრძალება 30 კალენდარული დღე.

ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით:

ა) 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ ზემოთ) ავტომობილები;

ბ) 2018 წლის 1 ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება;

გ) 2018 წლის 1 ოქტომბრიდან M1 _ 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება;

დ) 2019 წლის 1 იანვრიდან _ M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ისნპექტირება.

არსებობს გამონაკლისებიც, კერძოდ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ეხება:

ა) ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს;

ბ) O1, O2 (მისაბმელი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და L (მოტოციკლი) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს;

გ) ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე; აღნიშნული ტიპისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებიდან და აღარ გამოდის; ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებული პირვანდელი მდგომარეობით და მისი ძირითადი კომპონენტების ტექნიკურ მახასიათებლებს არ განუცდია რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება);

დ) იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ამოღებულია ექსპლუატაციიდან;

ე) სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს;

ვ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არ გამოდიან გზაზე (პირობითად: თუ ავტომობილი დგას ავტოსადგომზე რამდენიმე თვის განმავლობაში უძრავად, მფლობელს შეუძლია მას ტესტირება არ ჩაუტაროს, ხოლო, როცა გადაწყვეტს ავტომობილის ინსპექტირებას, იგი სადგომიდან ტესტირების ცენტრში აუცილებლად უნდა გადაიყვანოს ევაკუატორის მეშვეობით, რადგან გზაში არ მოხდეს მისი დაჯარიმება).

ტექინსპექტირების ეტაპები:

ა) 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ ზემოთ) ავტომობილები;

ბ) 2018 წლის 1 ივლისიდან _ სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები;

გ) 2018 წლის 1 ოქტომბრიდან M1 _ 3000 კუბურ სანტიმეტრის ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილები;

დ) 2019 წლის 1 იანვრიდან _ M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება.

ზოგიერთი ტექინპექტირების ცენტრი თბილისსა და მცხეთაში ვებგვერდ pti.geის მიხედვით:

“ჭაპანი 120”

უჯარმის ქ. 1

ტელ. 593435553

აუტოტესტ გეორგია

აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ.

ტელ. 0322 531009

დაჯი

ქერჩის ქ. 10

ტელ. 0322 141484

გურამიშვილის და გუდამაყრის ქუჩების კვეთა

ცეზარიონი

ტელ. 0322 651449

მცხეთაში:

ტესტერი

სამხედროს ქ. 2ა

ტელ. 558 556555

მოამზადა

გიორგი გავაშელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here