Home ახალი ამბები საქართველო “ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში”

“ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში”

658
ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია მეორემ 25 მარტს სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მრევლს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით იმ ჩვენი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ავტოკეფალიის აღდგენისთვის. ეს იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და მრავალი სხვა”, _ განაცხადა უწმინდესმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისგან მე-5 საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის ხანაში, მიიღო. პირველი კათალიკოსი პეტრე იყო, შემდგომ საქართველო საუკუნეების განმავლობაში იცავდა ეკლესიის ავტოკეფალიას. პატრიარქის თქმით, 1500 წელი დასჭირდა იმას, რომ კონსტანტინეპოლის მაშინდელ მსოფლიო პატრიარქს ეცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში. ღმერთმა დაგლოცოთ. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ თარიღს და ჩვენი წინაპრების ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო!” _ განაცხადა პატრიარქმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here