Home სხვადასხვა დაიჯესტი ავტოკეფალია ეხლა ბელარუსმა ნაციონალისტებმაც მოინდომეს

ავტოკეფალია ეხლა ბელარუსმა ნაციონალისტებმაც მოინდომეს

1032
ავტოკეფალია ეხლა ბელარუსმა ნაციონალისტებმაც მოინდომეს

მინსკში, პარტია ბელარუსის ნაციონალური ფრონტის ოფისში, 7 იანვარს გაიმართა პარტიის აქტივისა და ბელარუსის არაკანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურთა შეხვედრა, რომელზეც განიხილებოდა საკითხი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან ავტოკეფალიის მიღების შესახებ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნისა და პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ უკრაინისთვის ტომოსის მინიჭების შემდეგ ამ თემის განხილვა გააქტიურდა ბელარუსის ნაციონალისტებს შორისაც.

მათ ღვთისმსახურებისთვის უცნაური ადგილი აირჩიეს _ ნაციონალისტური პარტიის ოფისი. მსგავსი ტრადიცია აქვთ მათ მეზობლებს _ უკრაინელ ავტოკეფალისტებს, რომლებიც ღვთისმსახურებისთვის ხშირად იყენებენ ნაციონალისტური მოძრაობის შტაბებსა და ოფისებს. ასეთ პრაქტიკას რეგულარულად მისდევდა, მაგალითად, დიმიტრი კორჩინსკის ნაციონალისტური პარტია “ბრატსტვო”, ამ პარტიის შტაბში ყოველ კვირას ლიტურგიას ატარებდნენ “მღვდელმსახურები”.

პარტია “ბრატსტვოსა” და უკრაინულ ავტოკეფალისტებს დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ მარგინალებად, რომლებზეც ყურადღების გამახვილება არ ღირდა, მაგრამ ამჟამად კორჩინსკის ცოლი და მისი ერთ-ერთი მიმდევარი უკრაინის პარლამენტის დეპუტატია, “რასკოლნიკებმა” კი ლეგალიზაცია მიიღეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here