მინისტრ სებასტიან კურცის ამ მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა “კურიერმა” გაავრცელა.
“საბავშვო ბაღებმა სკოლებისთვის უნდა მოამზადოს ბავშვები, რომლებსაც შეეძლებათ გერმანულ ენაზე ლაპარაკი. ე.წ. მუსლიმური საბავშვო ბაღები კი განსხვავდება ეთნიკური და ენობრივი პრინციპით. ისინი ჩვენ არ გვჭირდება. მუსლიმური საბავშვო ბაღები ჩვენთან არ უნდა იყოს”, _ განაცხადა კურცმა გაზეთის მიერ ორგანიზებულ სადისკუსიო კლუბში გამოსვლისას. მან დასძინა, ასეთი დაწესებულებები იზოლირებულია საზოგადოებისგან კულტურული და ენობრივი კუთხით.
ამჟამინდელი მონაცემებით, ვენაში 10 ათასამდე ბავშვი დაჰყავთ სხვადასხვა მუსლიმურ საბავშვო ბაღში. საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანული ენის ცოდნის მოთხოვნის გამკაცრება მოითხოვა ამ დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლებისა და აღმზრდელების მიმართ.
ცნობისთვის: 2016 წლის ივლისში ავსტრიის უმაღლესმა სასამართლომ ფარანჯის ტარების გამო თანამშრომელი ქალის დათხოვნა სწორად ცნო.