Home სხვადასხვა დაიჯესტი ავსტრიის პრეზიდენტი: ევროპელებმა დონალდ ტრამპის დაკრულზე არ უნდა იცეკვონ

ავსტრიის პრეზიდენტი: ევროპელებმა დონალდ ტრამპის დაკრულზე არ უნდა იცეკვონ

808
ავსტრიის პრეზიდენტი: ევროპელებმა დონალდ ტრამპის დაკრულზე არ უნდა იცეკვონ

ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, “აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაკრულზე არ იცეკვონიმ საკითხებში, რომლებშიც აშშსა და ევროპას შორის უთანხმოება არსებობს.

“აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გამოვიდა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან, რომლის მოლაპარაკებებში ვაშინგტონი წლების განმავლობაში მონაწილეობდა. შემდეგ ტრამპმა ევროპულ ფირმებს ირანთან ბიზნესის წარმოება აუკრძალა და მათ სერიოზული სანქციებით დაემუქრა. ჩემი აზრით, ეს უკვე მეტისმეტია. ევროპელებმა არ უნდა იცეკვონ ტრამპის დაკრულზე”, _განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.

ვან დერ ბელენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებმა უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა გაატარონ სხვა საკითხებშიც, რომლებშიც ევროპასა და აშშ-ს შორის უთანხმოება არსებობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here