ავსტრიის ვიცეკანცლერი ჰაინც–კრისტიან შტრახე ქვეყანაზე მასობრივი მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების გავლენის შესახებ ალაპარაკდა. “თავისუფლების პარტიის” ლიდერის განცხადებით, მისი პარტია “მოსახლეობის ჩანაცვლების” წინააღმდეგ იბრძოლებს.
ვიცეკანცლერმა, ავსტრიულ მედიასთან ინტერვიუში, მისი პარტიის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკაზე ისაუბრა.
“როგორც მოსახლეობა ელის, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მშობლიური ავსტრიისკენ მოგზაურობას და “მოსახლეობის ჩანაცვლების” წინააღმდეგ ბრძოლას. ეს რეალობის კონცეფციაა. ჩვენ არ გვსურს საკუთარ სამშობლოში უმცირესობა გავხდეთ. ეს არის ლეგიტიმური, გულწრფელი და ღრმად დემოკრატიული. მათ, ვინც დღეს მემარცხენეები არ არიან, ავტომატურად აბრალებენ მემარჯვენე ექსტრემისტობას”, _ განაცხადა, ჰაინც-კრისტიან შტრახემ Kronen Zeitung-თან ინტერვიუში.