Home სხვადასხვა დაიჯესტი ავსტრიელებმა ევროკავშირი ანტირუსული ქმედებების გამო გააკრიტიკეს: “საქმეს აფუჭებენ, შემდეგ კი სწყინთ”

ავსტრიელებმა ევროკავშირი ანტირუსული ქმედებების გამო გააკრიტიკეს: “საქმეს აფუჭებენ, შემდეგ კი სწყინთ”

ავსტრიელებმა ევროკავშირი ანტირუსული ქმედებების გამო გააკრიტიკეს: “საქმეს აფუჭებენ, შემდეგ კი სწყინთ”

ავსტრიულ გაზეთ Der Standardის მკითხველებმა ევროკავშირის ანტირუსული პოლიტიკა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ევროკავშირი მიკერძოებულად მოქმედებს.

“წლების განმავლობაში ვაშინგტონიდან მიღებული მითითებების შესრულებით საქმეს აფუჭებენ რუსეთთან, შემდეგ კი სწყინთ, რომ ამაზე რუსეთი რეაგირებს”, _ აღნიშნა ერთ-ერთმა მკითხველმა.

“გასაგებია, რომ რუსეთი არ მოითმენს სანქციებს, შეურაცხყოფასა და ემბარგოს აშშ-ის ერთგული ქვეყნების მხრიდან”, _ ხაზგასმით აღნიშნა მეორე კომენტატორმა.

“ევროპული ფასეულობები და ფარისევლური აქციები! როცა აშშ და ინგლისი, საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვით, თავს დაესხნენ ერაყს და მიწასთან გაასწორეს რაღაც ცრუ ხმების გამო, სანქციები არავის დაუწესებია; პალესტინის ტერიტორიის მიტაცებისთვის _ აგრეთვე, არანაირი სანქცია; საუდის არაბეთი _ არანაირი სანქცია, სანამ ჟურნალისტი არ დაჩეხეს, თუმცა ამ შემთხვევაში სანქციები სასაცილო იყო. აქამდე არ დაუწესებიათ სანქციები ასანჟის გამო. წამების საპატიმრო კუბაზე და ევროკავშირშიც კი _ არანაირი სანქცია. აი ევროკავშირი და მისი ფასეულობები! აი ასე ცდილობს ევროკავშირი პატივისცემის მოპოვებას მსოფლიოში და სურს, რომ ის აღიქვან ძლიერ და ობიექტურ პარტნიორად”, _ წერს Der Standard-ის ერთ-ერთი მკითხველი.

ria.ruსა და inosmi.ruზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here