Home რუბრიკები პოლიტიკა ადრე თუ გვიან, მოგვიწევს რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის აღიარება

ადრე თუ გვიან, მოგვიწევს რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის აღიარება

ვლადიმერ პუტინი

გასულ კვირას მსოფლიოს მასმედიის ყურადღების ცენტრში რუსეთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღმოჩნდნენ, რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით გაიმართა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურკულტურული ღონისძიებები, რომლებიც სოჭში დაიწყო, სანქტპეტერბურგში გაგრძელდა და ისევ სოჭში დასრულდა.

ჯერ შავიზღვისპირა ულამაზეს ქალაქში გაიმართა საერთაშორისო ახლგაზრდული ფესტივალი, რომელშიც მსოფლიოს 190(!) ქვეყნის გოგობიჭები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობასა და ინტელექტუალურ ღონისძიებებში, დადიოდნენ საინტერესო ექსკურსიებზე, საღამოობით დისკოთეკებსა თუ კონცერტებზე ატარებდნენ დროს და .. ეს ფესტივალი, რადგან მისი საპატიო სტუმრები რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები იყვნენ, პრეზიდენტ პუტინის ჩათვლით, პროპაგანდისტულ დატვირთვასაც ატარებდა, რაც სულაც არ არის საძრახისი. მით უმეტეს, რომ ფესტივალის პოლიტიკურ შეფერილობას არ დაუკნინებია მისი ესთეტიკურკულტურული შემადგენელი.

სამწუხაროა, რომ სოჭის ფესტივალზე 190 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის საქართველოს დელეგაცია ერთობ უღიმღამოდ გამოიყურებოდა, რადგან, სხვებისგან განსხვავებით, ქართველი ახალგაზრდების სოჭში ჩასვლასთან, პოლიტიკური მოტივაციის გამო, არანაირი შეხება არ ჰქონია ხელისუფლებას _ “ოკუპანტ რუსეთში” ქართველთა ჩასვლა ხომ სამშობლოს ღალატის ტოლფასია და ამიტომ ჩვენი მცირერიცხოვანი დელეგაცია საკუთარი ინიციატივით, “შემოვლითი გზებით” ჩავიდა ფესტივალზე. მიუხედავად ამისა, “ოკუპანტმა რუსებმა” დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღეს ქართველები…

ფესტივალის პარალელურად, რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქ სანქტპეტერბურგში გაიმართა მსოფლიოს პარლამენტთაშორისი ასამბლეა, რომელსაც 160 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია დაესწრო. მათ შორის არ იყო აშშის დელეგაცია და საქართველოს მარიონეტული ხელისუფლებაძია სემისდაუკითხავად გაბედავდა სანქტპეტერბურგში ჩასვლას? უკბილო ხუმრობას ჰგავდა ის, რომ, როდესაც ასამბლეაზე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პარლამენტარები პლანეტის გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდნენ, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე(?!) ჯეიმს აპატურაის ესაუბრებოდა. საქართველოს მთავრობის პირველი პირი ცდილობდა, ნატოს გენმდივნის მოადგილის თანაშემწესთან მოეგვარებინა საქმეები და მისტერ ჯეიმსმაც უკვე მერამდენედ დაგვიდასტურა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსეთისგან სოხუმ-ცხინვალის დეოკუპაცია. იმის გარდა, რომ ქართველ საზოგადოებას ყელში ამოუვიდა აპატურაისა და მისი მსგავსების წერილობითი თუ სიტყვიერი მხარდაჭერა, არაღიარების პოლიტიკა და ა.შ., რაც უკვე მარაზმში გადაიზარდა, სირცხვილისგან ყურები მეწვის, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი ქვეყნის პირველი პირი ასეთი “მაღალი დონის” შეხვედრებს მართავს. დიახ, აქ არსაიდან მოსულ კვირიკაშვილში კი არ არის საქმე, არამედ თვით იმ ფაქტში, რომ ასეთი მაღალი დონისშეხვედრები (რომ არაფერი ვთქვათ მრავალწლიან უშედეგობაზე) ქართველი ერის შეურაცხყოფა, სილის გაწვნა და სულში ჩაფურთხებაა ჩვენისტრატეგიული მოკავშირეებისმხრიდან

გიორგი კვირიკაშვილი და ჯეიმს აპატურაია
გიორგი კვირიკაშვილი და ჯეიმს აპატურაია

ღონისძიებები დასრულდა ისევ სოჭში, სადაც გაიმართა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ “ვალდაის” რიგით მე-14 შეკრება, რომელიც, როგორც ყოველთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბენეფისად იქცა. პუტინი ჯერ ვრცელი მოხსენებით წარდგა უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე და შემდეგ მისთვის ჩვეული პირდაპირობითა და დახვეწილი იუმორით მსოფლიოს წამყვანი ჟურნალისტებისა და პოლიტოლოგების მრავალ კითხვას უპასუხა.

რაც შეეხება გაეროს საიუბილეო სესიაზე პუტინის გამოსვლას _ “ახლა მაინც თუ ხედავთ, რა ჩაიდინეთ?” _ ასე მიმართა მან აშშ-ს და მეორე დღესვე სირიაში ტერორისტების დაბომბვა დაიწყო ციდან, ხმელეთიდან თუ ზღვიდან და ამჟამად თითქმის გაწმენდილია სირია ისლამისტი ბარბაროსებისგან.

როგორც მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი, რომ იტყვიან, ფუჭად არ ლაპარაკობს და მის სიტყვას საქმე მოსდევს. სიტყვის საქმით განმტკიცების მოლოდინი აქვს მსოფლიოს “ვალდაის” ფორუმზე პუტინის გამოსვლის შემდეგაც და ამიტომ, ბოლო დღეებია, დასავლური მედიის (მათ შორის, აშშ-ის), პოლიტოლოგების, პოლიტიკოსების მთავარი სამსჯელო თემაა, რა თქვა, რა იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტმა. საქართველოს ლიბერასტულმა მედიიამ კი საერთოდ არ გააშუქა სოჭსა და სანქტ-პეტერბურგში გამართული ღონისძიებები, რადგან სირაქლემასავით ქვიშაში აქვს თავი ჩარგული, _ ჩვენ არ გვეხება რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამიო…

რუსეთის პრეზიდენტის აზრით, მთავარი მიზეზი სუვერენიტეტების აღლუმებისა ევროპასა (დამოუკიდებლობის რეფერენდუმები შოტლანდიაში, ესპანეთის კატალონიაში, იტალიაში, ბრიტანეთის ე.წ. ბრექსიტი) და პოსტსაბჭოთა სივრცეში (აღმოსავლეთი უკრაინა, ყირიმი და ა.შ.) არის კოსოვოს პრეცენდენტის გამოძახილი, ანუ აშშ-ის მიერ ორმაგი სტანდარტის დამკვიდრება. როცა დასჭირდათ, კოსოვოში პრიორიტეტული იყო ერთა თვითგამორკვევის საკითხი, ხოლო, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში რეფერენდუმზე მიდგა საქმე, მაშინ პრიორიტეტული ტერიტორიული მთლიანობა აღმოჩნდა?! აფხაზეთისა ცხინვალის პრობლემების მქონე საქართველო, მოდი და, ნუ დაეთანხმება ვლადიმერ პუტინს?! მოკლედ, ვალდაისფორუმზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აღარ აპირებს აშშის წესებით თამაშს და მსოფლიოში იმოქმედებს მხოლოდ თავისი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე.

კითხვაზე, რას მიიჩნევთ რუსეთისა და აშშ-ის მიერ დაშვებულ მთავარ შეცდომად სსრკ-ის დაშლის შემდეგ, პუტინმა უპასუხა: რუსეთის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ 1990-იან წლებში ბოლომდე ვენდეთ ამერიკელებს; ხოლო ამერიკელების მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მათ ეს ნდობა რუსეთის სისუსტედ ჩათვალესო…

აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია პუტინის მუქარანარევი განცხადებები, რომ ამოიწურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამო რუსეთის მიერ აღებული მოთმინების პაუზა (ეგებ შეძლოს სენატ-კონგრესის დამორჩილება და ნამდვილი პრეზიდენტობაო), და ამიერიდან რუსეთის მედიისთვის შეზღუდვების დაწესებასა თუ დიპლომატიური საკუთრების ხელყოფაზე, ან საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციაზე შეთანხმებიდან გასვლასა თუ აშშ-ის სხვა ქმედებაზე რუსეთის პასუხი იქნება მყისიერი და შესაბამისი.

ამ ღონისძიებებზე ცოტა ადრე, სტრასბურგში ევროსაბჭოს ასამბლეაზე კიდევ ერთი საყურადღებო რამ მოხდა, რაც ასევე მიზანმიმართულად არ გააშუქა ქართულმა მედიამ. უკრაინელი დეპუტატის მიერ ჩეხეთის პრეზიდენტისთვის დასმულ კითხვაზე _ რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა იმისთვის, რომ უკრაინამ ყირიმი დაიბრუნოსო, მილოშ ზემანმა დაახლოებით ასე უპასუხა: ეს მხოლოდ ლამაზი ფრაზებია და უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება ევროპაში დიდი ომის დაწყებას ნიშნავსო. მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო ეწვია სტრასბურგს უკრაინის პარლამენტის დადგენილებით ხელდამშვენებული, რომლითაც რუსეთი აგრესორად არის გამოცხადებული, მაგრამ რუსეთის აგრესორობა არ დაადასტურა ევროსაბჭომ.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია გერმანიის ბუნდესტაგში პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” მესამე ძალად შესვლა “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა” და და სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემდეგ. ეს არის პარტია, რომელიც მკვეთრად უარყოფითად არის განწყობილი მუსლიმი ლტოლვილების მიმართ და ახლავე აცხადებს რუსეთისთვის სანქციების მოხსნისა და ყირიმის აღიარების აუცილებლობის შესახებ მზადყოფნას. დაახლოებით ანალოგიური პროცესები ვითარდება ჰოლანდიაში, ავსტრიაში, იტალიასა და საფრანგეთში. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ბებერი ევროპა ცდილობს, ამერიკისგან დამოუკიდებელი, მხოლოდ საკუთარი ნაციონალური ინტერესებით ნაკარნახევი თამაში ითამაშოს და შორს აღარ არის ის დღე, როდესაც ევროპა აღიარებს ყირიმს და სანქციებსაც მოუხსნის რუსეთს, რადგან ერთიცა და მეორეც მხოლოდ აშშ-ის ინტერესებშია.

წერილის ბოლოს ისეთ რამეს ვიტყვი, რომ, ალბათ, ყველა ლიბერასტ ურაპატრიოტ ხლისტს გადავიმტერებ:

ადრე თუ გვიან, საქართველოსაც მოუწევს რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის აღიარება და, იძულებას ხომ არ სჯობს, ეს ნებით, დასავლეთზე ადრე, ახლავე გავაკეთოთ? ეს რუსეთის მიმართ კეთილი ჟესტი იქნება და იქნებ საწინდარიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა.

მაგრამ ამას გაბედავს “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც ამას წინათ არამკითხე მოამბესავით შეუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს?

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here