Home სხვადასხვა დაიჯესტი ადგილობრივი არჩევნების შედეგები და პერსპექტივები მატეო სალვინისთვის

ადგილობრივი არჩევნების შედეგები და პერსპექტივები მატეო სალვინისთვის

4203
ადგილობრივი არჩევნების შედეგები და პერსპექტივები მატეო სალვინისთვის

ლიბერალების ძალისხმევით ხელისუფლებიდან გაძევებული სალვინი ტრიუმფით ბრუნდება

26 იანვარს იტალიის ორ დიდ რეგიონში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. მემარჯვენე ცენტრისტებმა მატეო სალვინის ხელმძღვანელობითმემარცხენეთა მამულში”, ემილიარომანიაში, კარგი შედეგი აჩვენეს, კალაბრიაში კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ემილიარომანიაში გამართული არჩევნების შემდეგ იტალიაში არჩევნების ვადამდე ჩატარების პერსპექტივა რეალურია. სალვინის ყოფილმა მოკავშირე ლუიჯი დი მაიომ ემილიარომანიაში რეგიონულ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მოძრაობა “5 ვარსკვლავისთავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი ალიანსი დემოკრატებთან, ჯუზეპე კონტეს მეორე მთავრობის შესაქმნელად რომ იქნა შეკოწიწებული, თავიდანვე განწირული იყო.

დი მაიოს წასვლა მარცხის მიზეზი კი არ იყო, მარცხით იყო გამოწვეული. ეს მარცხი გამოჩნდა ჯერ კიდევ სამი თვის წინათ, როცა უმბრიაში ჩატარებულ რეგიონულ არჩევნებში სალვინის “ლიგამ” ხმების 57% მოიპოვა, ხოლო ბლოკმა, რომელიც “5 ვარსკვლავისა” და დემოკრატიული პარტიისგან შეიქმნა, _ 38%, აქედან მხოლოდ 7,4% მოდიოდა “5 ვარსკვლავის” წილად.

უმბრია თითქმის 50 წლის განმავლობაში იყო, ასე ვთქვათ, მემარცხენეების საკუთრება, ხოლო გამანადგურებელმა გამარჯვებამ სალვინისა და მისი მოკავშირეებისა, რომლებსაც დასავლური პრესა ულტრამემარჯვენეებს უწოდებს (ეროვნული ინტერესების დაცვის, ტრადიციული ოჯახის ერთგულების და არალეგალურ მიგრანტებზე უარის თქმის გამო), აჩვენა, რომ სალვინის ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

იტალიურმა მედიასაშუალებებმა და მათ კვალდაკვალ ევროპულმაც სახელდახელოდ დაასკვნეს, რომ “უმბრია წვრილმანია” (900 ათასი მცხოვრები), მაგრამ აღიარეს, რომ, თუ იანვრის ბოლოს “ლიბერალებისა და მემარცხენეების მარცხი განმეორდება ემილია-რომანიაში (4,5 მილიონი მოსახლე), ეს იქნება უბედურება”. პოლიტოლოგები ჯიუტად არ “იხსენებდნენ” კალაბრიას (2 მილიონი ადამიანი), სადაც, ჩატარებული გამოკითხვებით, სალვინის მომხრეები 15-20 პროცენტით უსწრებდნენ სხვებს. ემილია-რომანია იტალიაში ლომბარდიის შემდეგ მეორე რეგიონია ეკონომიკით, იქ ყველაზე დაბალია უმუშევრობის მაჩვენებელი. მემარცხენეები იქ უცვლელად დომინირებდნენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და შემდგომში მისი გენერალური მდივნის _ პალმირო ტოლიატის თქმით, აქ “ემილიანოს ლაბორატორიაა”, სადაც იტალიის კომუნისტური პარტია დიდი ხნის განმავლობაში და, რაც მთავარია, საკმაოდ წარმატებით, ახერხებდა ეკონომიკის ზრდას და ატარებდა მოწინავე სოციალურ პოლიტიკას. აქ შეიქმნა ქვეყანაში პირველი სასოფლო-სამეურნეო პროფკავშირები და პირველად აირჩიეს სოციალისტი ეროვნულ პარლამენტში. და აი, სოციალისტებმა პირველად თითქმის 75 წლის განმავლობაში მარცხი იწვნიეს.

რკინის ხელი!”

დეკემბრის დასაწყისში პრესტიჟულმა იტალიურმა კვლევითმა ცენტრმა და სოციალური ინვესტიციების ჯგუფმა Censis- მა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ საზოგადოებას აქვს ღრმა უნდობლობა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ელიტის მიმართ, არაფრად არ აგდებს ე.წ. დემოკრატიულ ლიდერებს და თვლის, რომ “ქვეყანას მკაცრი ხელი” სჭირდება.

გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს, 65% ელოდება ხელისუფლებაში ძლიერი ლიდერის მოსვლას, ხოლო 48% ამბობს, რომ მას (ლიდერს) უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, მართოს ქვეყანა პარლამენტისა და დემოკრატიული არჩევნების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში “ქვეყანა ფეხზე ვერ წამოდგება”. ლიბერალი პოლიტოლოგები გაოცებულნი არიან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ამგვარი ორიენტაციის გამო, თუმცა ხალხის ასეთი განწყობა გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო.

2019 წლის აგვისტოში მატეო სალვინიმ, როდესაც ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ განაცხადა, იტალიელებს უთხრა:

“იტალიელებს ვთხოვ, მომცენ უფლებები იმ მოცულობით, რომელიც საშუალებას მომცემს, შევასრულო ჩემი დაპირებები შეფერხებების გარეშე და იმგვარად, რომ არ მივაქციო ყურადღება მავანთა მცდელობებს, შემიშალონ ხელი”. ამ მიმართვამ კრიტიკის ნიაღვარი გამოიწვია ლიბერალურ პრესაში _ გაზეთებმა სალვინი დუჩე მუსოლინის შეადარეს და პარალელების პოვნას ცდილობდნენ მათ გამოსვლებში.

სკანდალი არ გამოვიდა. ჩენსის-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რომელმაც კითხვარში სალვინის განცხადებების ფორმულირებები გამოიყენა, ჩანს, რომ იტალიელები მზად არიან, “ლიგის” ხელმძღვანელს ანდონ ქვეყნის მართვა. ემილია-რომანიაში ჩატარებულ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ამჟამინდელმა გუბერნატორმა სტეფანო ბონაჩინიმ ხმების 51% მიიღო; სალვინის კოალიციის კანდიდატმა, მემარჯვენე-ცენტრისტმა ლუჩია ბორგონძონიმ _ 41%-ზე მეტი. არჩევნების შემდეგ მატეო სალვინიმ განაცხადა: “70 წლის განმავლობაში პირველად ამ “წითელ რეგიონში” გაიმართა თანაბარი ბრძოლა. მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩვენმა კანდიდატმა ღირსეული კონკურენცია გაუწია ამჟამინდელ გუბერნატორს. არჩევნებმა აჩვენა, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს და ხალხი მზად არის ამისთვის”.

კოლეგას მხარი დაუჭირა იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელმაც თქვა: “არჩევნების შედეგები ხალხის მოთხოვნაა, ადამიანებს სურთ, შეცვალონ მთავრობა”.

რა დასკვნამდე მიდიან იტალიელი პოლიტოლოგები 26 იანვრის არჩევნების შეჯამებისას?

მემარჯვენე-ცენტრისტულ ბლოკს, სალვინის “ლიგის” ხელმძღვანელობით, მონათესავე პარტიების _ “იტალიის ძმებისა” და “წინ იტალიის” მხარდაჭერის შემთხვევაში, რომლებსაც, თავის მხრივ, იტალიელი ამომრჩევლის შესაბამისად 11 და 7 პროცენტი უჭერს მხარს, აქვს შესანიშნავი შანსი, მიიღოს აბსოლუტური უმრავლესობა.

ქვეყნის მასშტაბით მორიგი არჩევნები 2022 წელს უნდა გაიმართოს, მაგრამ საეჭვოა, ჯუზეპე კონტეს ამჟამინდელმა კაბინეტმა არჩევნებამდე მიაღწიოს.

მომზადებულია eadaily.comზე გამოქვეყნებული

წერილის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here